17.5.12
როგორ მოხვდა ტიტა ჰოლანდიაში
Approved by
ტიტების ისტორია როგორც უმეტესობას გვგონია, ჰოლანდიაში
კი არა, არამედ მე- 11-12 საუკუნეების სპარსეთში იწყება. სწორედ
სპარსეთიდან გადაიპარა ტიტა თურქეთში და მე-15 საუკუნისათვის ყველაზე „ხშირადმოყვანად“
ყვავილად იქცა. მე-16 საუკუნის მეორე ნახევარში ჭორი „მოყვავილე საოცრებაზე“ ევროპამდეც
მივიდა და ისინი პირველად პრაღის „სამეფო ბაღებისთვის“ გაიგზავნა. ჰოლანდიამდე კი ტიტებმა
მხოლოდ მე-16 საუკუნის ბოლოსთვის ჩააღწიეს.
ტიტეპის პირველი ფესტივალი მე-17
საუკუნეში გაიმართა. ისიც ევროპაში კი არა -ოსმალეთის იმპერიაში. მე-18 საუკუნეში აჰმად
III მეფობის
დროს ოსმალეთის იმპერიის დედაქალაქის ფარგლებს გარეთ ტიტების
ყიდვა-გაყიდვა სასტიკად აკრძალული იყო. ასეთ დანაშაულში შემჩნეული ადამიანი ქვეყნიდან
გაძევებით ისჯებოდა. იმ წლებს, როცა ყვავილი ადამიანის სიცოცხლეზე მაღლა იდგა გარკვეული
ხნის შემდეგ „ყვავილების დრო“ უწოდეს.
როგორც ამბობენ, ევროპაში ტიტები
პირველად გერმანულ აუგსბურგში 1554 წელს კონსტანტინოპოლიდან ავსტრიის კაიზერის ელჩმა ჩამოიტანა.
თითქმის 80 წლის მანძილზე ამ უსუნო, მაგრამ უაღრესად ლამაზი ყვავილის შეძენა მხოლოდ მაღალი წრის შეძლებულ წარმომადგენლებს შეეძლოთ. სიტუაცია 1630 წელს შეიცვალა. ჰოლანდიელმა სელექციონერებმა დაიწყეს ტიტის მასიური მოშენება
და ოდესღაც ოქროზე ნაყიდი ბოლოქვების ფასი კატასტროფულად დააგდეს. სწორედ ნიდერლანდელები
გაიტაცა ტიტის უამრავი ახალი ჯიშის გამოყვანის
იდეამ და მებაღეთა შორის სისხლისმღვრელი და დაუნდობელი „ბრძოლა“ გაჩაღდა შავი ფერი
ტიტის მისაღებად.
1637 წელს ჰარლემში შავი ტიტის გამოყვანის აღსანიშნავად დიდი ზეიმიც
კი გაიმართა. ამავე წელს ჰარლემშივე მიიღეს კანონი, რომლის თანახმადაც ტიტებით სპეკულაცია
სასტიკად ისჯებოდა. ეს იძულებითი ზომა იყო, რადგანაც საოცნებო ახალი ჯიშის ბოლქვებზე
შემოთავაზებმა მოთხოვნებს გადააჭარბა და არნახულ მაქინაციებში გადაიზარდა. კანონის
მიღების დღიდან კი ტიტამ თავისი პირველადი დანიშნულება და ფუნქცია დაიბრუნა - ის ხომ
ლამაზი, ფერთა თითქმის მთელი პალიტრის მქონე, მაგრამ მხოლოდ და მხოლოდ ყვავილია.
ტიტების ისტორიამ კი ეს მხიარული უკრაინული მულტფილმი გამახსენა:
საუკეთესო სურვილებით, თქვენი იუფიმია ენდრიუსი
0 კომენტარი.:
Post a Comment