Ratatouille - რატატუი ერიკ რიპერტისაგან

Approved by Natia Jinjolava


აი, გაზაფხულიც საბოლოოდ შევიდა ძალაში და ახალი ბოსტნეულის კერძების დროც მოვიდა. ჰოდა, განვიზრახე ასე ლეგენდარული და საიდუმლოებით მოცული რატატუის რეცეპტიც შემოგთავაზოთ, რომელიც სინამდილეში ბსოტნეულის რაგუა და ჩვენებური აჯაფსანდალის უფროსი ძმა თუ არა, ბიძაშვილი მაინცაა. მთლად აჯაფსანდალის სწავლებაც რომ არ დამეწყო, რატატუის ცოტა „დანავაროტკებული“ ვერსია მოვიძიე და ჩემი არჩევანი ნიუ-იორკის სახელგანთქმული რესტორანი „Le Bernardin“-ის ასევე სახელგანთქმული შეფ მზარეულის, ერიკ რიპერტის საავტორო რატატუიზე შევაჩერე.

რატატუი შემწვარი კვრცხით
4 პორცია
ინგრედიენტები: ¼ ჭ extra virginზეითუნის ზეთი, 1 დიდი ხახვი წვრილად დაჭრილი, 1 წითელი ბულგარული წიწაკა კუბიკებად დაჭრილი, 1 მწვანე ბულგარული წიწაკა კუბიკებად დაჭრილი, 4 კბილი ნიორი წვრილად დაჭრილი, 1 ს/კ ტომატ-პასტა, 3 პამიდორი კანგაცლილი, თესლგაცლილი და კუბიკებად დაჭრილი, 2 პატარა ზომის ცუკინი (ყაბაყი) გათლილი და კუბიკებად დაჭრილი, 1 საშუალო ზომის ბადრიჯანი გათლილი და კუბიკებად დაჭრილი, 8 კვერცხი, ¼ ჭ გახეხილი ყველი პარმეზანი, ¼ ჭ წვრილად დაჭრილი შაშკვლამის ფოთლები (შეგიძლიათ შეცვალოთ რეჰანით), ზღვის მარილი და ახალდაფქული პილპილი
ტაფა შემოვდგათ საშუალო ცეცხლზე და დავასხათ ზეთი. ზეთი რომ გახურდება დავყაროთ ხახვი, წიწაკა და ნიორი და ვთუშოთ სანამ ბოსტნეული არ დარბილდება, დაახლოებით 5-7 წუთი. დავუმატოთ ტომატპასტა და ვთუშოთ კიდევ 3-5 წუთი. დავამატოთ პამიდორი, ცუკინი და ბადრიჯანი და ვთუშოთ ბოსტნეულის დარბილებამდე დაახლოებით 10 წუთი. ძალიან თუ ამოშრა, დავუმატოთ ცოტა წყალი. მოვაყაროთ მარილი და პილპილი ჩვენი გემოვნებით. გავახუროთ ღუმელი. გამზადებული რატატუი ცეცხლგამძლე კერამიკის ან მინის ფორმებში გადავიტანოთ და დავახალოთ კვერცხები. შევდგათ ღუმელში და ვბრაწოთ დაახლოებით 5 წუთი, სანამ კვერცხის ცილა მსუბუქად არ შეიკვრება. გამზადებულ კერძს თავზე გახეხილი ყველი და წვრილად დაჭრილი შაშკვლამი მოვაყაროთ და ცხლადვე მივირთვათ.




საუკეთესო ურვილებით, თქვენი მერი პოპინი

0 კომენტარი.:

Post a Comment