კოცნის საერთაშორისო დღე

Approved by Natia Jinjolava


არც მეტი, არც ნაკლები, დღეს კოცნის საერთაშორიოს დღეა, რომელიც თავდაპირველად ბრიტანალებმა მოიგონეს, სულ რაღაც ორი ათეული წილის წინ კი უკვე გაერომაც აღიარა ოფიციალურად. ევროპის ბევრ ქალაქში ამ დღეს კოცნასთან დაკავშირებული ნაირგვარი თამაშები და კონკურსები ეწყობა, რომლის მონაწილეებიც ათასგვარი პრიზების მოგების შანსს ღებულობენ - ამყარებენ ყველაზე ხანგრძლივი კოცნის რეკორდს. აი, ზოგადად კოცნის ფენომენის წარმოშობას რაც შეეხება, ამის თაობაზე კი საქმეში ჩახედული ადამიანები ირწმუნებიან, რომ პირველი კოცნის „ავტორი და შემსრულებელი“ უცნობია. იგი არავის გამოუგონია რადიოსავით ან თუნდაც ველოსიპედივით. არც იმ ადამიანი სახელს ატარებს, რომელმაც პირველად გახსნა ტუჩები სახაიათო წკლაპუნით და აღბეჭდა მათი  სველი კვალი მეგობარი გოგონა ღაწვზე. ამ ჩვევის წარმოშობის მიზეზებზე ანთროპილოგები, ისტორიკოები და ფილოსოფოები დღემდე ვერ თანხმდებიან, მაგრამ მათი დიდი უმეტესობა თვლის, რომ კოცნა ყოველი კონკრეტული ერის კულტურის ნაყოფია.
ასეა თუ ისე, ადამიანების უმეტესობა, მიუხედავად ასაკისა, რასისა და რელიგიისა, რომანტიკულ სიტუაციაში ჩავარდნისას კოცნის დაუძლეველ მოთხოვნილებას გრძნობს. რასაც განსაკუთრებით ხელს უწყობენ ჰოლივიდსა თუ სხვა კინოსტუდიებში დადგმული სცენები, მიმქრქალი შუქითა და ნაზი მუსიკით... ბარემ, რადგან თემამ მოიტანა: პირველი კოცნა დიდ ეკრანზე 1896 წელს გამოჩნდა თომას ედისონის 30 წამიან კლიპში, სახელწოდებით „კოცნა“ და მისი შემსრულებლები მეი ირვინი და ჯონ სი. რაიე გახლდნენ. ყველაზე მეტი კოცნა სპეციალისტებმა 1926 წელს გადაღებულ „დონ ჟუანში“ დათვალეს, სადაც 191 კოცნაა დაფიქსირებული. ყველაზე ხანგრძლივი კოცნა კინოს ისტორიაში რეჯის ტუმმა და ჯეინ ვაიმენმა შეასრულეს 1940 წლის ფილმში „შენ ახლა არმიაში ხარ“, 185 წამიანმა კოცნამ ფილმის ხანგრძლივობის 4% დაიკავა.
ჩემი აზრით კი ყველაზე ტკბილი და გემრიელი კოცნა ამერიკულ კომპანია ჰერშის ეკუთვნის, რომლის სახელგანთქმული შოკოლადის ქისიზები გასული საუკუნის 90-იან წლებში თბილისელებს გაგვასინჯეს, შეგვაყარეს და მერე უმოწყალოდ წაგვართვეს. ჩვენში აწ უკვე უგზო-უკვლოდ დაკარგულის სტატუსის მქონე ტკბილეულს საკუთარი რეცეპტების წიგნიც აქვს და თავად ჰერშის ქისიზებით ასზე მეტი უგემრიელესი ნუგბარი მზადდება, მაგრამ ვინაიდან განგების თუ ჩვენი ქვეყნის ტკბილეულით მოვაჭრეების წყალობით მათი დამზადების საშუალება აღარ გვაქვს, დღეს ჩვეულებრივი „კოცნების“ (ასე უწოდებენ ნებისმიერ თხილის გულის ხელა კამფეტს თუ პეჩენიას) რამდენიმე ჩვეულებრივ და მარტივ რეცეპტს შემოგთავაზებთ.

ბეზეს ნამცხვარი - „დავიწყებული კოცნა“
(ემერილ ლაგასის რეცეპტებიდან)
გამოდის დაახლოებით 48 ცალი
2 დიდი კვერცხის ცილა (ოთახის ტემპერატურის), ½ ჩ/კ ღვინის ქვა (იყიდება აფთიაქებში), 2/3 ჭ შაქარი, 1 ჩ/კ ვანილის ექსტრაქტი, 1 ჭ შოკოლადის ჩიპსები ან წვრილად დაჭრილი შოკოლადი, 1 ჭ წვრილად დაჭრილი თხილი
ღუმელი გავახუროთ 175°C-მდე. ორ ცალ საცხობ ფირფიტაზე დავაფინოთ პერგამენტის ქაღალდი და გადავდგათ გვერდზე. საშუალო ზომის ჯამში ჩავასხათ კვერცხი ცილა და მიქსერით ვთქვიფოთ. კვერცხი რომ აქაფდება ჩავაყაროთ ღვინის ქვა და გავაგრძელოთ თქვეფა სანამ ბეზე ფორმის შენარჩუნებას არ დაიწყებს. მერე თითო-თითო კოვზად ჩავათვიფოთ შაქარიც. შაქრის ½-ს რომ ჩავათქვიფავთ დავუმატოთ ვანილის ექსტრაქტიც. შაქარი რომ გადნება და ბეზე საბოლოოდ აითქვიფება, ძალიან ფრთხილად გადავურიოთ შოკოლადი და თხილი. ორი ჩაის კოვზის მეშვეობით, თითო ჩაის კოვზი ბეზე (ერთით ავიღოთ და მეორის წვეტით ჩავაცუროთ) დავსვათ საცხობ ფირფიტაზე დაფენილ პერგამენტზე. პეჩენიებს შორის 2-2 სმ შუალედი დავტოვოთ. საცხობი ფირფიტები გაცხელებულ ღუმელში შევდგათ, კარი მჭიდროდ მუვუხუროთ და ცეცხლი გამოვრთოთ. ასე გავაჩეროთ მინიმუმ 2 საათი ან მთელი ღამე - სანამ პეჩენიები არ გამოშრება.

„დამალული კოცნა“
(პოლა დინის რეცეპტებიდან)
გამოდის დაახლოებით 40-50 ცალი
200 გრ ოთახის ტემპერატურის კარაქი, 2/3 ჭ შაქარი, ½ ჩ/კ ვანილის ექსტრაქტი, ½ ჩ/კ ნუშის ექსტრაქტი, 1 ¾ ჭ ფქვილი, ¾ ჭ დაფქული პეკანი (შეგიძლიათ შეცვალოთ ნიგვზით), 225 გრ შოკოლადის ჩიპსები ან პატარა ზომის კამფეტები (მაგალითად, ჰერშის ქისიზები), 1 ½ ჭ შაქრის პუდრა
დიდი ზომი ჯამში კარგად ავთქვიფოთ კარაქი, შაქარი და ვანილის და ნუშის ექსტრაქტები. გადავურიოთ ფქვილიც. ბოლოს დავუმატოთ ნიგოზიც და კარგად გავთქვიფოთ. ჯამს თავზე ცელოფანი გადავაფაროთ და შევდგათ მაცივარში 1 საათით.
გავახუროთ ღუმელი 190°C-მდე. შოკოლადის ჩიპსებს ან შოკოლადის პატარა ნატეხებს ირგვლივ შემოვაკრათ 1 ს/კ ცომი, დავამრგვალოთ, ისე, რომ ცომიში ჩატანიებული შოკოლადი არ ჩანდეს. ცომის ბურთულები დავალაგოთ საცხობ ფირფიტაზე და ვაცხოთ დაახლოებით 10 წუთი. შევაგრილოთ, გადავიტანოთ ლანგარზე და გავაგრილოთ ბოლომდე. მოვაყაროთ შაქრის პუდრა.

„ბედნიერი“ მომავლის იმედით: ჰერშის პეჩენიები
48 ცალი ჰერშის რძიანი ქისიზი, ½ ჭ (100 გრ) დარბილებული კარაქი ან ერბო, 1 ჭ არახისის კარაქი, ½ ჭ ლერწმის შაქარი, 1/3 ჭ შაქარი, 1 კვერცხი, 2 ს/კ რძე, 1 ჩ/კ ვანილის ექსტრაქტი, 1 ჭ ფქვილი, 1/3 ჭ ჰერშის კაკაო, 1 ჩ/კ სოდა, ½ ჩ/კ მარილი,  შაქარი
გავახუროთ ღუმელი 190°C-მდე. კამფეტები გავფცქვნათ ქაღალდისგან. დიდი ზომის ჯამში კრემის კონსიტენციამდე ავთქვიფოთ კარაქი და არახისის კარაქი. ჩავათქვიფოთ 1/3 ჭ შაქარი და ლერწმის შაქარი. ვთქვიფოთ კიდევ ცოტა ხანი. დავუმატოთ რძე და ვანილის ექტრაქტი და გავაგრძელოთ თქვეფა კიდევ რამდენიმე წუთი. ერთმანეთში ავურიოთ ფქვილი, კაკაო, მარილი და სოდა და ნელ-ნელა ჩავათქვიფოთ ათქვეფილ კარაქში.  ცომი დავყოთ 2,5 სმ დიამეტრის ბურთებად, ამოვავლოთ შაქარში და დავალაგოთ საცხობ ფირფირაზე. ვაცხოთ დაახლოებით 8-10 წუთი. გაზი გამოვიროთ და ჯერ კიდევ ცხელი პეჩენიის შუაგულში სწრაფად ჩავარჭოთ თითო კამფეტი. რომ დავაწვებით, პეჩენია დაიბზარება. გადმოვალაგოთ ცხელი საცხობი ფირფიტიდან და გავაგრილოთ.

საუკეთესო სურვილებით, თქვენი მერი პოპინსი

0 კომენტარი.:

Post a Comment