1.7.12
ბრიტანული კრამბლი
Approved by
ჩემნაირი მსუნაგი, მაგრამ ზარმაცი ადამიანისთვის იდეალური
გამოსავალია ბრიტანეთის კვების მრეწველობის სამინისტროს პირმშო - კრამბლი. ნამცხვარი,
რომელიც ნებისმიერი ხილისა და ქადის გულისაგან მზადდება. როგორც ამ საქმის სპეციალისტები
ამბობენ, კრამბლი მეორე მოფლიო ომი დროს „გამოიგონეს“ კულინარებმა მთავრობის საგანგებო
დავალებით. აქაოდა, ომია, ხალხს უჭირს და მოსახლეობამ თავი ძალიან დაჩაგრულად არ იგრძნოს
და დეპრესიაში არ ჩავარდნენო, ლონდონში სპეციალური კომისია შექმნეს, რომლის ერთადერთ
მოვალეობასაც იმ პერიოდის საკმაოდ მწირი სამომხმარებლო კალათის მიხედვით ნაირფეგვარი რეცეპტების
მოგონება და ხალხში მათი პოპულარიზაცია წარმოადგენდა.
ასე „დაიბადა“ კრამბლიც, რომელსაც
ორიოდე ვაშლის, მუჭა დაფქული ორცხობილის, შაქრისა და სულ ცოტა ცხიმის გარდა არაფერი უნდა.
ომის დარულებისა და ბრიტანელების შემოსავლი ზრდასთან ერთად კრამბლის შემადგენლობაც სულ
უფრო და უფრო მსუყე გახდა, ვაშლი უფრო "ძვირიანმა" ხილმა შეცვალა და დღეს ცხელ კრამბლს თავზე ნაღებ ან ნაყინ მოსხმულსაც კი
მიირთმევენ და დაფქულ ნუშს, კარაქსა და რაღას აღარ უმატებენ. მაგრამ რაც მთავარია,
მისი მომზადების წესი უწინდებურად მარტივი დარჩა. ერთი სიტყვით:
ხურტკმელის
კრამბლი
500 გრ დარჩეული და ყუნწგაცლილი ხურტკმელი, 85 გრ ლერწმის
შაქარი, 175 გრ ფქვილი, 75 გრ შაქარი, 85 გრ ცივი კარაქი, მარილი
გავახუროთ ღუმელი 170°C-მდე. ცეცხლგამძლე საცხობი ფორმაში
ჩავყაროთ ხურტკმელი, მოვაყაროთ ლერწმის შაქარი და ფკერზე დავასხათ 2 ს/კ წყალი. ცალკე
ჯამში ცივი ხელებით ერთმანეთში გადავურიოთ ფქვილი, შაქარი, კარაქი და მარილი - დაფშვნილი
ქადის გულის კონსისტენციის მასა უნდა მივიღოთ. მიღებული მასა თავზე მოვაყაროთ ხურტკმელს
და ღუმელში შევდგათ 45-50 წუთით, სანამ ნამცხვრი ზედაპირი ოქროსფრად არ დაიბრაწება.
მიირთვით ცხლადვე!
საუკეთესო სურვილებით, თქვენი მერი
პოპინსი
P.S. ხურტკმელის შეცვლა ნებისმიერი ხილით შეიძლება. თავზე მოსაყრელ მასაში კი შეგიძლიათ თამამად დაამატოთ დაფქული ნიგოზი ან ნუში
0 კომენტარი.:
Post a Comment