10.7.12
მსოფლიოში უდიდესი მეფე-ზარი
Approved by
ამერიკაში მოგზაურობისა და თავისუფლების ზარის მონახულების
შემდეგ მოსკოვის კრემლის შუაგულში, მეფე-ზარის წინ აღმოვჩნდი. გაოცებისა და აღფრთოვანებისაგან,
რაღა დაგიმალოთ, პირი დავაფჩინე და ასე პირდაფჩენილმა ჯერ ირგვლივ შემოვუარე, მერე
აქეთ-იქით მიმოვიხედე, ვინმეს მოსაძებნად, ვინც მომითხრობდა რუსული სამსხმელო ხელოვნების
ოსტატთა ხელით შექმილ ამ შესანიშნავ, მოსფლიოში ერთ-ერთ უდიდეს მეფე-ზარზე, რომელიც
თავისი სიდიადით ჰარმონიულადაა შერწყმული კრემის განუმეორებელ ანსამბლში.
მალე შევიტყვე, რომ თურმე 1730 წელს რუსეთის ტახტზე ახლადასულმა
იმპერატრიცა ანა ივანეს ასულმა გამოსცა ბრძანებულება, რომლითაც სენატს დაავალა
1701 წლის ივნისში, კრემლში გაჩენილი ხანძრის შედეგად დაზიანებული უდიდესი ზარის სასწრაფოდ
გადადნობა და უფრო დიდის ჩამოსხმა. ზარის ჩამოსხმა კი შთამომავლობით ამ საქმის დიდოსტატს,
ივანე მოტორინს დაევალა.
მეფე-ზარის ჩამოსახმელი სამუშაოები ხუთ წელზე მეტხანს
მიმდინარეობდა. რაც ბევრი არ გეგონო, უამრავი დრო ჭირდებოდა მოსკოვისა და პეტერბურგის
სახელმწიფო დაწესებულებებს შორის ბიუროკრატიულ მიმოწერას. ზარის პროექტის საბოლოო ვარიანტი პეტერბურგში 1732 წელს დამტკიცდა, ზარის ჩამოსხმაზე ნებართვამ კი მოსკოვამდე მხოლოდ 2 წლის შემდეგ
ჩააღწია.
რესტავრაცია |
და, სამუშაოც გაჩაღდა: ივანე დიდის სამრეკლოსთან დამხმარე
ნაგებობები ააგეს, ამოიღეს ათი მეტრის სიღრმის და ამდენივე დიამეტრის ორმო, მის გარშემო
ააშენეს ოთხი სადნობი ღუმელი. მხოლოდ ზარის ყალიბსა და ღუმელებზე 1 მილიონ 214 ათასი აგური
დაიხარჯა. თავად ღუმელებში კი არც მეტი, არც ნაკლები, 15 ათასი ფუთი მეტალი ჩატვირთეს.
პარალელურად იქმნებოდა ზარის მოხატულობის ესკიზებიც,
ზარის ამოსაღები და ამომღები მექანიზმების პროექტები... ამ კოლოსალური სამუშაოებისთვის
კი არც ფინანები და არც მუშახელი არ ყოფნიდათ. თავდაპირველად 189 ადამიანი მუშაობდა,
რომელთაც იმ დროისთვის მინიმალურ გასამრჯელო უხდიდნენ. თავად მოტორინმა ხუთწლიანი შრომისთვის
232 მანეთი მიიღო, ვალებში ჩავარდა, თავს ათასი უბედურება დაატყდა და 1735 წელს გარდაიცვალა.
რის მერეც მისი დაწყებული საქმე მისმა შვილმა, მიხეილმა გააგრძელა.
მიხელმა, ხუთწლიანი მოსამზადებელი სამუშაოების შემდეგ,
ზარის ჩამოსხმა, „ყოველგვარი ზიანის გარეშე“ უმოკლეს დროში - სულ ერთ საათსა და 2 წუთში
მოახერხა...
ოთხი თვის შემდეგ მეფე-ზარს ყალიბი შემოაცალეს და მხოლოდ
მერე მიხვდნენ, რომ ამ წამოწყების მთავარი ამოცანა, ზარის ჩამოსხმა კი არა, მისი ორმოდან მიწი ზედაპირზე ამღება იყო. რისი ათასამდე ვარიანტიც განიხილეს, მაგრამ ვერაფერს გახდნენ.
1737 წელის 29 მაისს კრემლში გაჩენილმა უზარმაზარმა
ხანძარმა გიგანტურ ზარს ორმოში უწია და დაახლოებით 700 ფუთიანი (11,5 ტონა) ნატეხით
და კედლებზე ათობით გამჭოლი ბზარით „დაასაჩუქრა“.
მხოლოდ 1836 წელს, ჩამოსხმიდან 101 წლის შემდეგ მოხერხდა
ზარის ორმიდან ამოღება, რასაც 43 წუთი და 500-ზე მეტი ადამიანი დასჭირდა და ზარიც (დაკიდებას
მაინც ვერ ეღირსა) საგანგებო პოსტამენტზე დააბრძანეს.
მეფე-ზარი გრანდიოზული ქმნილებაა: მისი სიმაღლე - 6,14 მეტრია,
ფუძის დიამეტრი - 6,6 მ, ფუძის წრიული გარშემოწერილობა - 20,75 მ, კედლის საშუალო სისქე
- 0,6 მ, წონა -თითქმის 200 ტონა. მისი საერთო ღირებულება (მეტალი გარეშე) 62 ათას
მანეთს შეადგენდა, რაც იმ დროისათვის უზარმაზარი თანხა იყო. ზარზე გამოსახულია მეფე
ალექსი მიხეილის ძის და იმპერატრიცა ანა ივანეს ასულის ბარელიეფური პორტრეტები, მდიდრული
ორნამენტები, წმინდანები, ანგელოზები, სულ დაბლა კი ზარის ჩამომსხმელი ოსტატი მამა-შვილის,
მოტორინების სახელი.
ამ არაჩვეულებრივი ნაკეთობის ხილვით, მისი შექმნის ისტორიით
აღფრთოვანებულმა გეზი საქართველოსკენ ავიღე. თქვენ კი, ჩემო საყვარელო ხალხო, საინტერესო
ადგილების მონახულებას გისურვებთ...
მარად თქვენი, ფერადი პანტერა
0 კომენტარი.:
Post a Comment