25.7.12
Soufle Glases Casis - შავი მოცხარის სუფლე ნაყინისგან მარი-ანტუან კარემის სტილში
Approved by
ამ დესერტის მთავარი ღირსება იმაში მდგომარეობს რომ სუფლეს ფორმა აქვს, სინამდვილეში კი ნაყინია და რასაკვირველია, როგორც ყველა ფრანგული
დესერტი ძალიან ელეგანტური და ძალიან ძალიან გემრიელია.
Soufle
Glases Casis
(ერიკ ლანლარდის რეცეპტებიდან)
შავი მოცხარის სიროპისათვის: 100 გრ შავი მოცხრის პიურე,
100 გრ შაქარი
„სუფლესთვის“: 4 კვერცხის ცილა, 1 ლიმონის წვენი,
200 მლ ათქვეფილი ნაღები, 2 ფირფიტა მზა ბისკვიტი (სუფლეს ფაისურის ფორმის ზომის), Crème de
cassis (შავი მოცხრის ლიქიორი), წითელი მოცხარი მოსართავად, შაქრის პუდრა
ავიღოთ დიდი ზომის ფაიფურის ფორმა (რამეკინი) და მოვამზადოთ ჩვენი ყალიბი
სუფლეს მოსამზადებლად - პერგამენტის ქარალდი შემოვაკრათ გარედან ისე, რომ ქაღალდი ფორმაზე
დაახლოებით 5-6 სანტიმეტრით მაღალი იყოს და კარგად დავამაგროთ. პატარა ზომის სქელძირიანი
ქვაბით მოცხარის პიურე და შაქარი ცეცხლზე შემოვდგათ და ვადუღოთ, სანამ სიროპის ტემპერატურა
120°C-ს არ მიაღწევს. კვერცხის ცილა და ლიმონი
წვენი ვთქვიფოთ, სანამ ბეზე ფორმის შენარჩუნებას არ დაიწყებს და ძალიან თხელ ნაკადად
ცხელი სიროპი ჩავათქვიფოთ. სიროპიანი ბეზე თქვეფა-თქვეფით გავაგრილოთ. გაგრილებულ ბეზეს
ფრთხილად გადავურიოთ ათქვეფილი ნაღები. სუფლეს ფორმის ფკერზე ჩავაფინოთ ბისკვიტის პირველი
ფენა და რამდენიმე კოვზი ლიქიორით დავნამოთ. ზემოდან ბეზეს ნახევარი დავადოთ და ცოტაოდენი
მოცხარის პიურეც მოვაწუწოთ. ჩავაფინოთ ბისკვიტის მეორე ფენა, მსუბუქად დავაწვეთ.
მოვწუწოთ ლიქიორით და დავასხათ დარჩენილი ბეზე (ბეზეს მასა ფორმი კიდეზე მაღლა, პერგამენტის ქაღალდის სიმაღლეზე უნდა იყოს - ასე ნაყინი უფლეს ფორმიდან ამოფუებული სუფლეს შესახედაობას მიიღებს), მასაც მოვაწუწოთ ცოტაოდენი მოცხრის
პიურე. შევდგათ საყინულეში მთელი ღამით. ჭამის წინ, შემოვხსნათ პერგამენტის ქაღალდი, მოვრთოთ ცოცხალი წითელი მოცხარით და მოვაფრქვიოთ
შაქრის პუდრა. ვჭამოთ სანამ გამდნარა!
საუკეთესო სურვილებით, თქვენი მერი
პოპინსი
0 კომენტარი.:
Post a Comment