29.7.12
სამხრეთული ჩიზქეიქი ბანანით და არახისის კარაქით
Approved by
ამჯერად სულიად ამერიკული ხილის ჩიზქეიქის დროც მოვიდა:
სამხრეთული
ჩიზქეიქი ბანანით და არახისის კარაქით კვლავაც ერიკ ლანლარდისაგან
8 პორცია
ბისკვიტითვის: 200 გრ შოკოლადის ფხვიერი პეჩენიები,
50 გრ გამდნარი კარაქი
ბანანებისთვის: 3 ბანანი, 2 ჩ/კ ნეკერჩხლის სიროპი,
2 ჩ/კ ლერწმის შაქარი, 2 ს/კ ბურბონი (ვისკი)
კრემისთვის: 250 გრ მასკარპონე, 250 კრემ-ფრეში (სქელი
არაჟნის ნაირსახეობა), 125 მლ არაჟანი, 250 გრ სქელი (ხრაშუნა) არახისის კარაქი, 3
კვერცხი, 3 კვერცხის გული, 200 გრ ლერწმის შაქარი, 1 პაკეტი ვანილის შაქარი, შაქრის პუდრა
თავზე მოსაყრელად
გავახუროთ ღუმელი 150°C-მდე. 20 სმ დიამეტრის გასახსნელ
ტორტის ფორმას წავუსვათ ცხიმი და ჩავაფინოთ პერგამენტის ქაღალდი. პეჩენიები და კარაქი
მოვათავსოთ ბლენდერში და დავაქუცმაცოთ. გადმოვყაროთ ტორტის ფორმაში და ფსკერზე ჩავტკეპნოთ.
შევდგათ მაცივარში.
ბანანები გავფცქვნათ, დავჭრათ რგოლებად, მოვათავსოთ
ჯამში, მოვასხათ ნეკერჩხლის სიროპი, შაქარი და ბურბონი. გადავურიოთ ერთმანეთში და გადავდგათ
გვერდზე.
კრემისათვის ბლენდერში ერთმანეთში გადავურიოთ მასკარპონე,
კერმ-ფრეში, არაჟანი, არახისის კარაქი, კვერცხები, კვერცხის გულები, შაქარი და ვანილის
შაქარი (საკმაოდ თხელი მასა გამოდის). ტორტის ფორმა გამოვიღოთ მაცივრიდან და ჩავასხათ
გამზადებული კრემი. ზემოდან დავალაგოთ ბანანის ნაჭრები - ნუ იღელვებთ ზოგიერთი თუ ჩაიძირა,
ასე ნამცხვარი კიდევ უფრო გემრიელი გამოდის. შევდგათ ღუმელში და ვაცხოთ 50-60 წუთი,
სანამ ნამცხვარი გვერდებში არ შემაგრდება, შუაში კი ისევ რბილი უნდა იყოს (რომ შეარყევთ
ფორმას, შუაში ოდნავ უნდა თახთახებდეს). გაზი გამოვრთოთ და დაახლოებით 30 წუთი ღუმელშივე
გავაგრილოთ. შემდეგ მაცივარში შევდგათ მინიმუმ 2 საათით. ჭამის წინ ამოვიღოთ ფორმიდან
და მოვაყაროთ შაქრის პუდრა.
საუკეთესო სურვილებით, თქვენი მერი
პოპინსი
0 კომენტარი.:
Post a Comment