4.7.12
Liberty Bell - თავისუფლების ზარი
Approved by
საოცარი ხალხი ვართ ქართველები - მოგვწონ ყველანაირი
სიახლე, მით უმეტეს დღეს, დიდს თუ პატარას სიტყვა „ამერიკა“ გვაკერია პირზე და მეც გადავწყვიტე
ჩემი ზღაპრული რაშით ოკეანის გადაღმა გადავფრენილიყავი და მეგემა იქაური „თავისუფლება“,
საკუთარი თვალით მეხილა თავისუფლების ზარი და შემეტყო მისი ისტორია. ასე ამოვყავი
თავი პენსილვანიის შტატის ქალაქ ფილადელფიაში, მარკეტ სტრიტზე. რაც ვნახე და შევიტყვე,
მინდა თქვენც გაგიზიაროთ:
თურმე შორეულ 1751 წელს უილიამ პენის 1701 წლის პრივილეგიის
ქარტიის 50 წლისთავთან დაკავშირებით საგანგებო ზარის ჩამოსხმის გადაწყვეტილება მიუღიათ
და 1752 წელს, პენსილვანიის პროვინციის ასამბლეის შეკვეთით ლონდონელმა ოსტატებმა ჯონ
პასმა და ჯონ სტოუმ 943 კგ წონისა, 1 მ სიმაღლისა და 3,7 მ გარშემოწერილობის ზარი ჩამოსახეს
და ბიბლიიდან წმინდა წარწერითაც დაამშვენეს: „...ამცნეთ ქვეყნის ყველა მცხოვრებს თავიუფლების
თაობაზე...“(ლევ.25.10)
ლონდონში ჩამოსხმული ზარი დიდი ბრიტანეთის წინააღმდეგ
ამერიკის დამოუკიდებლობისათვის ბრძოლის ნაციონალურ სიმბოლოს წარმოადგენს. სწორედ მისი
რეკვით მოუწოდა მეორე კონტინენტალურმა კონგრესმა 1776 წლის 8 ივლისს ქალაქის მოსახლეობას
და ამცნო დამოუკიდებლობის დეკლარაციის მიღების შესახებ. და, მოგვიანებით, 1837 წელს,
ამ ყველაფრის გამო, ზარმა თავისუფლების ზარის სახელწოდებაც დაიმსახურა.
მანამდე, კი 1777 წელს, ამერიკული რევოლუციის დროს,
ბრიტანეთის ჯარებმა ფილადელფია რომ დაიკავეს, სიმბოლური ზარი უსაფრთხოების მიზნით დროებით
პატარა ამერიკული ქალაქის, ალენთაუნის ეკლესიაში გადაიტანეს და ფილადელფიში მხოლოდ ერთი წლის
შემდეგ დააბრუნეს.
წლების განმავლობაში, თავიუფლების ზარის რეკვით აღინიშნა
საზოგადოებრივი ცხოვრების ისეთი მნიშვნელოვანი მოვლენები, როგორიც იყო მეფე გეორგ მესამის
კორონაცია 1761 წელს, სახალხო პროტესტები შაქრისა და სამარკო კანონებისადმი, პირველი
კონტინენტალური კონგრესის ჩატარება 1774 წელს, ლექსინგტონთან და კონკორდთან მომხდარი
შეტაკებები და როგორც უკვე გითხარით, ყველაზე მთავარი - დამოუკიდებლობის დეკლარაციის
გამოცხადება 1776 წელს.
ითვლება, რომ სახელგანთქმული ბზარი ზარზე პურველად სადღაც
1817-1846 წლებს შორი გაჩნდა, საბოლოოდ კი 1846 წელს გაფართოვდა, მას მერე, რაც ჯორჯ
ვაშინგტონის დაბადების დღეზე რამდენიმე საათი განუწყვეტლად რეკეს. ზარის ორ ნაწილად
გახეთქვის საშიშროება იმდენად რეალური გახდა, რომ სასწრაფოდ მიიღეს გადაწყვეტილება,
რომ განსაკუთრებული აუილებლობის გარეშე ზარი აღარ ჩამოეკრათ.
თავის დროზე პენსილვანიის საკანონმდებლო სათათბიროს დამოუკიდებლობი
დარბაზში (Independence Hall)
ჩამოსაკონწიალებლად განკუთვნილ ზარს ხან რევოლუციის ზარს, ხანაც ძველი დამოუკიდებლობის
ზარს უწოდებდნენ. როგორც თავისუფლების სიმბოლოს, სამოქალაქო ომის შემდეგ, საზოგადოების
შერიგებისა და გაერთიანების მიზნით მას მატარებლითაც კი დაატარებდნენ ახალი ორლეანიდან
ჩიკაგოში, ჩარლტონიდან ბოსტონში, ატლანტადან სან-ფრანცისკოში.
როგორც ყველა „ცნობილი სახე“ თავისუფლების ზარიც ვერ
გადაურჩა ფანატების ყურადღებას და მასზე რამდენჯერმე მოხდა თავდასხმა: მე-20-ე საუკუნის
70-იან წლებში რამდენჯერმე დაესხნენ თავს მანქანის „გლუშიტელით“, 2001 წელს ნებრასკელმა
ახალგაზრდამ ოთხჯერ უთავაზა ჩაქუჩი და დააზიანა კიდეც. თავდამსხმელს სახელმწიფო საკუთრებისადმი
მიყენებული ზიანის გამო შვიდწლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. სუვენირებზე მონადირეები სისტემატიურად
ცდილობენ მისგან მეტალის პატარა ნაკუწის ჩამოტეხას.
1976 წელს, ზარის ორასი წლის იუბილეზე იგი პირველადი
ადგილსამყოფელიდან საბოლოოდ ჩამოხსნეს და იქვე, საგანგებო პავილიონში გადაიტანეს და
ამერიკული საზოგადოების ნაწილის წყრომაც დაიმსახურეს. ჭეშმარიტ დემოკრატებს არაეთიკურად
მიაჩნიათ ის ფაქტი, რომ თავიუფლების ზარის დღევანდელი ადგილმდებარეობიდან რამდენიმე
კვარტალში მე-18 საუკუნის 90-იან წლებში ჯორჯ ვაშინგტონი პირადი მონები ბინადრობდნენ.
ასეა თუ ისე, ყოველი წლის 4 ივლისს, ზუსტად 2 საათზე
ამერიკის დამოუკიდებლობის დღეს, დამოუკიდებლობი დეკლარაციაზე ხელმომწერთა შთამომავალთა
ბავშვები ძალინ ფრთხილად ზუსტად 13-ჯერ შემოკრავენ თავისუფლების ზარს - დეკლარაციაზე
ხელმომწერი 13 შტატის პატრიოტების პატივსაცემად.
მომავალ შეხვედრამდე, მარათ თქვენი,
ფერადი პანტერა
0 კომენტარი.:
Post a Comment