ტორტი „წითელი ხავერდი“ კენკრით

Approved by Natia Jinjolava


ითელი ბისკვიტისთვის: 2 ½ ჭ გაცრილი ფქვილი, ¼ ჭ კაკაო, 1 ჩ/კ სოდა, ¾ ჩ/კ მარილი, 100 გრ კარაქი დარბილებული, 1 ½ ჭ შაქარი, 1 ჭ ზეთი, 2 დიდი კვერცხი, 1 ½ ჩ/კ თეთრი ღვინის ძმარი, ¼ ჭ წყალი გახსნილი ¾ ჭ არაჟანი, წითელი ფერის კულინარიული საღებავი
თეთრი ბისკვიტისთვი: 1 1/3 ჭ გაცრილი ფქვილი, ½  ჩ/კ სოდა, ¼  ჩ/კ მარილი, 3 დიდი ზომის კვერცხის ცილა, 2 ს/კ წყალში გახნილი ¼ ჭ არაჟანი, 5 ს/კ დარბილებული კარაქი, ¾ ჭ შაქარი, 1/3 ჭ ზეთი, 1 ს/კ ლიმონის გახეხილი ცედრა, 1 ჩ/კ ვანილის ექსტრაქტი
კრემისთვის: 500 გრ ნაღების ყველი (ფილადელფია, რიკოტა ან მასკარპონე), 500 გრ კარაქი დარბილებული, 2 ½ ჩ/კ ლიმონის ახალდაწურული წვენი, 2 ჩ/კ ვანილის ექსტრაქტი, ¼ ჩ/კ მარილი, 3 ¼ ჭ შაქრის პუდრა
მოსართავად: 200 გრ შუაზე ან ოთხად გაჭილი მარწყვები, 300 გრ მოცვი, 150 გრ შავი მოცხარი
წითელი ბისკვიტისთვის გავახუროთ ღუმელი 180°C-მდე. 2 ცალი 23 სმ დიამეტრის ტორტის ფორმა დავცხიმოთ, ჩავაფინოთ ფსკერზე კარაქწასმული პერგამენტის ქაღალდი და მოვაყაროთ ფქვილი. პატარა ჯამში ერთმანეთში ავურიოთ ფქვილი, კაკაო, მარილი და სოდა. მეორე ჯამში ავთქვიფოთ კარაქი და შაქარი, შაქარი რომ გადნება ჩავათქვიფოთ ზეთი და ვთქვიფოთ სანამ კრემის კონსისტენციის მასას არ მივიღებთ (დაახლოებით 3 წთ). ჩავახალოთ კვერცხები სათითაოდ, გადავურიოთ საღებავი, ძმარი და ვანილი. მიქსერის ყველაზე დაბალ სიჩქარეზე ან კოვზით გადავურიოთ ფქვილის ნახევარი, მერე წყლიანი არაჟანი და ბოლოს ისევ ფქვილი. გამზადებული ცომი გავანაწილოთ საცხობ ფორმებში, შევდგათ ღუმელში და ვაცხოთ დაახლოებით 25-30 წუთი. ბისკვიტის მზაობა ხის ჩხირით შევამოწმოთ (გამომცხვარი ბისკვიტის შუაგულში ჩხირის ჩარჭობისას, ჩხირს სველი ნამცეცები არ უნდა ამოყვეს). გამოვიღოთ, გავაგრილოთ, მაგრამ ღუმელს ნუ გამოვრთავთ. ბისკვიტები 10 წუთი ფორმაში გავაჩეროთ, მერე კიდეებზე დანა შემოვატაროთ, გადმოვაბრუნოთ, პერგამენტის ქაღალდი ავაცალოთ და ცხაურზე გავაგრილოთ ბოლომდე.
თეთრი ბისკვიტისთვის. 23 მ დიამეტრის ტორტის ფორმა დავცხიმოთ, ფსკერზე კარაქწასმული პერგამენტის ქაღალდი ჩავაფინოთ და ფქვილი მოვაყაროთ. ჯამში ფქვილი, მარილი და სოდა ერთმანეთში ავურიოთ. ცალკე ჯამში ავთქვიფოთ კვერცხის ცილები წყლიან არაჟანთან ერთად. სხვა ჯამში ავთქვიფოთ კარაქი და შაქარი, შაქარი რომ გადნება, ჩავათქვიფოთ ზეთი და ვთქვიფოთ დაახლოებით 3 წუთი, სანამ კრემისებურ მასას არ მივიღებთ. დავუმატოთ ვანილი და ლიმონის ცედრა. მიქსერის ყველაზე დაბალი სიჩქარით ან კოვზით გადავურიოთ ფქვლის ნახევარი, მერე არაჟნის კრემი და ბოლოს ისევ დარჩენილი ფქვილი. ცომი ჩავასხათ ფორმაში და შევდგათ ღუმელში დაახლოებით 25-30 წუთით. ბისკვიტის მზაობა ხის ჩხირით შევამოწმოთ (გამომცხვარი ბისკვიტის შუაგულში ჩხირის ჩარჭობისას, ჩხირს სველი ნამცეცები არ უნდა ამოყვეს). გამოვიღოთ, გავაგრილოთ, მაგრამ ღუმელს ნუ გამოვრთავთ. ბისკვიტები 10 წუთი ფორმაში გავაჩეროთ, მერე კიდეებზე დანა შემოვატაროთ, გადმოვაბრუნოთ, პერგამენტის ქაღალდი ავაცალოთ და ცხაურზე გავაგრილოთ ბოლომდე.
კრემისათვის კარაქი და ყველი დიდ ჯამში დიდხანს და გულიანად ვთქვიფოთ მიქსერით. ჩავათქვიფოთ ლიმონის წვენი, მარილი და ვანილი. ათქვეფილ კრემს შაქრის პუდრა პატარა-პატარა პორციებად გადავურიოთ.
ბისკვიტებიდან ზედმეტი ნამცეცები დავფერთხოთ. წითელი ფენა თავდაყირა (ძირით ზევით) დავდოთ ლანგარზე და გადავუსვათ 1 ჭ კრემი. თავზე დავადოთ თეთრი ბისკვიტი, ისიც თავდაყირა და გადავუსვათ 1 ჭ კრემი. ბოლოს, მეორე წითელი ბიკვიტიც თავდაყირად დავდოთ და მასაც გადავუვათ 1 ჭ კრემი. დარჩენილი კრემი ტორტს ირგვლივ, გვერდებზე წავუსვათ. ტორტი შევდგათ მაცივარში და კარგად ჩავაცივოთ, კრემის საბოლოოდ გამაგრებამდე (გაყინვაც კი შეგიძლიათ). ტორტი კარგად რომ გაცივდება, ზევიდან ხილის ნაწილით მოვრთოთ, ნაწილი კი ტორტის ნაჭერთან ერთად დავყაროთ თეფშზე.

საუკეთესო სურვილებით, თქვენი მერი პოპინსი

0 კომენტარი.:

Post a Comment