24.10.12
ჭირი იქა, ლხინი აქა, ქატო იქა, ფქვილი აქა...
Approved by
ამბობენ, რომ არაფერი გამოხატავს ნებისმიერი ხალხის
თუ ერის არსს ისე ზუსტად, როგორც მათი ხალხური ზღაპრები. ამიტომაც გვიყვარს ხოლმე,
გამეორება რომ რუსული სული და ხასიათი ყველაზე კარგად სწორედ ივანუშკა დურაჩოკის ფოლკლორულ
პორტრეტში ჩანს, როცა ქარაფშუტა და მოსულელო, სიბრიყვემდე ალალი და უდარდელი ადამიანი
წარმატებას და დიდებას განგების თუ სხვების დახმარებით აღწევს. რასაკვირველია, გვიხარია
ამ ვერსიის თანახმად, რუსები რომ „მოიდურაკებენ“, მაგრა გვავიწყდება, რომ ყველა ივანუშკა
ბოლოში დამსახურებულად თუ დაუმსახურებლად თავისი და სხვების მიწების მბრძანებელი მეწფისწული
იოანე ხდება. რაც, თავისთავად, რუსეთის დამპყრობლობისაკენ
მიდრეკილებაზე მეტყველებს, რაც ამ აბზაცის თავში მოყვანილ თეორიას კიდევ ერთხელ ამტკიცებს.
სიმართლე გითხრათ, ამ სტატიის და ჩემი განსჯის საგანი
ამჯერად არც რუსეთია და არც მისი ზღაპრები - წერის ხასიათზე მე „ხუთკუნჭულამ“ და „ჩიტმა-ჩიორამ“
დამაყენა. დიახ, არაფერი ემთხვევა ისე ზუსტად ქართულ ხასიათზე ჩემს წარმოდგენა, როგორც
ქართული ხალხური ზღაპრები. სადაც მთავარი გმირი, უსაქმურობს, არაფერს აკეთებს და ჯადოსნური
ხრიკების, თვალთმაქცობის და ტყუილის წყალობით იძვრენს თავს თავისივე გაჩალიჩებული შარიდან და სინდისის ქენჯნის გარეშე ეუფლება სხვისი შრომითა და ჯაფით მოპოვებულ
ქონებას. ქართული ზღაპრის ლამის ერთადერთ მშრომელ პერსონაჟს კომბლე წარმოადგენს და
იმ უბედურსაც დათვმა შეუჭამა ცხვრები. თუმცა, სიცბიერის და სიეშმაკის ნაკლებობას არც
ჩვენი კომბლე უჩივის, მისი და ყასბის ისტორია გაიხსენეთ.
ჩემი თუ არ გჯერათ, თავად დააკვირდით:
„იყო და არა იყო რა, იყო ერთი პატარა ბალღი. მას შრომა არ უყვარდა, პურის ჭამაში კი მაგარი იყო. ეს ბიჭი როცა გაიზარდა, ჯარში წაიყვანეს. ჯარში ის შესანიშნავი კაცი გახდა, სიყოჩაღით გაითქვა სახელი. ყველას შეუყვარდა. ტანადობითაც და შეხედულებითაც იმ სახელმწიფოში ყველას ჯობდა“ („გველადქცეული მზეთუნახავი“) - სანამ ამ ზღაპარს ძილის წინ შვილს წაუკითხავთ, კარგად დაფიქრდით რას ასწავლოთ: თუ არ იშრომებ და იბეჯითებ, ჭამის გარდა თუ არაფერი დაგაინტერესებს, ლამაზი და ყოჩაღი გაიზრდები. დიახ - ყველა ქართველის ოცნება, არაფერი აკეთოს და ყველაზე მდიდარი, ჭკვიანი, განათლებული და კარგი იყოს.
„იყო და არა იყო რა, იყო ერთი პატარა ბალღი. მას შრომა არ უყვარდა, პურის ჭამაში კი მაგარი იყო. ეს ბიჭი როცა გაიზარდა, ჯარში წაიყვანეს. ჯარში ის შესანიშნავი კაცი გახდა, სიყოჩაღით გაითქვა სახელი. ყველას შეუყვარდა. ტანადობითაც და შეხედულებითაც იმ სახელმწიფოში ყველას ჯობდა“ („გველადქცეული მზეთუნახავი“) - სანამ ამ ზღაპარს ძილის წინ შვილს წაუკითხავთ, კარგად დაფიქრდით რას ასწავლოთ: თუ არ იშრომებ და იბეჯითებ, ჭამის გარდა თუ არაფერი დაგაინტერესებს, ლამაზი და ყოჩაღი გაიზრდები. დიახ - ყველა ქართველის ოცნება, არაფერი აკეთოს და ყველაზე მდიდარი, ჭკვიანი, განათლებული და კარგი იყოს.
აღარ ვლაპარაკობ ამ ზღაპრების ენითაუწერელ სისასტიკეზე.
მარტო წიქარა რად ღირს, სადაც ღორზე გადამჯდარი დედინაცვალი მისდევს საბრალო გერს,
რომელიც ზღაპრის ერთ-ერთ ვერსიაში თავგადასავლის ბოლოს მკვრადი მეგობრის ტყავში გაეხვევა, ხის ძირას
მიეგდება და ტირის... მსგავსი ავადმყოფური სიუჟეტი ედგარ პოს და სტივენ კინგის ტვინშიც
კი არ მომწოფდებოდა. ვერაფერს იტყვი, სწორედ ძილის წინ ბავშვისთვის საკითხავი ზღაპარია.
ისევ „გველადქცეული მზეთუნახავი“ გავიხსენოთ, სადაც
ჩვენი ზემოთ ნახსენები უსაქმური, მაგრამ ყოჩაღი ჯარისკაცი საკმაოდ საეჭვო პირობებში
შეძენილი ცოლი ხარჯზე ცხოვრობს არხეინად და მშობლების მონახულებას რომ განიზრახავს,
კვლავაც ცოლი ეხმარება და ფათერაკებისგან თავდასაცავად
ჯადოსნურ ხანჯალს ატანს. და როგორ იქცევა ჩვენი გმირი? „ეს ბიჭი შეჯდა ცხენხე, ხანჯალიც
წაიღო და გზას გაუდგა. დაუღამდა ხელმწიფის სახლის ახლოს. მივიდა ხელმწიფის სახლში და
იმ ღამეს იქ დარჩა, ამ ხელმწიფეს ჰყავდა ერთი ლამაზი ქალი. ამ ქალს უყვარდა სხვა სახელმწიფოს
ხელმწიფის შვილი და იმ ბიჭსაც უყვარდა ქალი, მხოლოდ ქალის მამას არ მოსწონდა სასიძო.
მეორე დღეს ბიჭი საომრად უნდა მოსულიყო თავისი ჯარით და ეს ქალი გაეტაცა. ამ ქალის
მამას ახლად მოსული ბიჭი (რომელიც, როგორც გახსოვთ ცოლიანია) მოეწონა სასიძოდ და უთხრა კიდეც: შენ ჩემი სიძე
გახდი თუ გავიმარჯვეო. ხვალ სხვა მეფის შვილი მოდის ჩემი ქალის მოსატაცებლად და
ჩხუბს მიპირებსო. ბიჭმა იმედი მიცა: - ნუ გეშინია, მე მარტოკა ვიომებო.
მართლაც,
მეორე დღეს ამ სახელმწიფოს მოადგა ჯარი. ეს ბიჭი მარტოკა გამოვიდა საბრძოლველად. უბრძანა
ხანჯალს: იმ ბიჭი გარდა, რომელსაც ეს ქალი უყვარს, ყველას თავები დასჭერიო (არ
გეგონოთ, რაიმე მორალური კრიტერიუმი ამოძრავებდა, უბრალოდ, მოწინააღმდეგის კიდევ უფრო
დამცირება უნდოდა). ხანჯალმაც აასრულა დავალება.
ხელწიფის შვილი დაღონდა და სირცხვილისგან აღარ იცოდა რა ექნა, ერთმა ბიჭმა ამოდენა
ჯარი როგორ დამიხოცაო. იმ ღამეს გამარჯვებული ქალთან დააწვინეს....“ აი, ყველა
ქართველი კაცის ოცნებაც ახდა. თუმცა, საკუთარმა სიყოყოჩემ ჩვენი გმირიც დაღუპა: „მეორე
დღეს დამარცხებულმა უფლისწულმა რევანში აიღო და მისივე ხანჯლით მოკლა ბიჭი,
თვითონ კი ზედსიძედ მივიდა (ერთ ზღაპარში უკვე მეორე ჩაესიძა და კიდევ ვიტყვით, რომ
ქართველი კაცები „პადკაბლუჩნიკები“ არ არიან). ამ ბიჭის გვამი ჩადეს ხურჯინში, ცალ
მხარეს ქვები ჩააწყვეს და ცხენს აჰკიდეს“... რა ასაკის ბავშვზეა გათვლილი ეს ზღაპარი?
„ცოლმა ამოიღო ხურჯინიდან მკვდარი ქმარი და გააცოცხლა. ახლა ბიჭი შეეხვეწა ცოლს, ისეთ
ცხენად მაქციე, რომ გულთმისანი ვიყო, ლაპარაკი ვიცოდე და კარგი მოსაწონიც ვიყოო“ და
ცოლის ხელით გულთმისან და გულწარმტაც ცხენად ქცეული ვაჟი წავიდა სხვაში გამცვლელ საყვარელზე
შურის საძიებლად...
ცხენზე აკიდებულმა მკვდარმა ერთი სვანური ზღაპარი გამახსენა:
სვანს ცოლი მოუკვდება, გადაკიდებს ცხენზე (რაც თავისთავად უცნაური საქციელია) და აღარ
მახსოვს სად, სადღაც მიაქვს. გზაზე მეზობელი შეხვდება და კითხავს, შენს ცოლს რა მოუვიდაო.
„მეზობელი სოფლის ბაზარში მკვდარი ცოლები ძვირად იყიდება, მეც მოვკალი და გასაყიდად
მიმაქვსო“ - უპასუხა მგლოვიარე კაცმა. მეზობელიც გაიქცა სახლში, მოკლა ცოლი და მისი
გვამის გაყიდვა რომ სცადა, დაიჭირეს. რა მორალია ამ ზღაპარში? და რა უფრო ამაზრზენია,
ახალმკვდარ ცოლზე რომ ოხუნჯობ თუ ცოლის მოკვლის და გაყიდვის შანსი როგორც კი გეძლევა,
რომ გარბიხარ და კლავ?
არა, ვერ ვისვენებ, ისევ „გველადქცეულ მზეთუნახავს“
უნდა დავუბრუნდე და მოლაპარაკე ცხენის შურისძიების გეგმაზე უნდა მოგახენოთ, რომლის
მსგავსი სცენარიც თავად გენიალური ალფრედ ჰიჩკოკის თავშიც კი არ გაჭაჭანდებოდა. აღარ
მოვყვები როგორ მოხვდა სასახლეში, პირდაპის საქმეზე გადავალ: „ცხენი როცა იმ ქალს დაინახავდა, რომელმაც ხანჯალი
მოჰპარა, სულ თვალებში უყურებდა. ქალს ცხენი შეეჯავრა და უთხრა ქმარს, დავკლათო. მართლაც,
გადაწყვიტეს ცხენის დაკვლა. აქა ჰყავდათ ათი წლის გოგო, რომელსაც ცხენი ძალიან უყვარდა,
ეს ამბავი რომ გაგიგო, მივიდა ცხენთან და უთხრა: - ვაიმე, ჩემო ცხენო, დღეს უნდა დაგკლანო,
- თან თვალებზე ხელს უსვამდა. ცხენმა ჰკითხა: - უნდა დამკლანო? - ქალმა ცხენის ლაპარაკი
რომ გაიგო, შეეშინდა და უკან გადახტა. ცხენმა უთხრა: - როცა დამკლავენ, შენ ახლოს მოდი;
შენსკენ ერთი წვეთი სისხლი გადმოვარდება, აიღე მიწიანად და და თქვენს ბაღში ჩამარხეო.
....
რამდენიმე დღის შემდეგ სისხლდამარხულ ადგილას ამოვიდა ერთი დიდი ვაშლის ხე. იგი
ზამთარ-ზაფხულ სულ მწიფე ნაყოფს ისხამდა. როცა
ქალი ხესთან მივიდოდა, ეს ხე ერთბაშად შეირყეოდა, ვაშლი ჩამოცვიოდა და ქალს თავში რახარუხს
აუტეხდა. თუ ქალი ზედ ავიდოდა, მაშინვე ტოტები უტყდებოდა და დაბლა ვარდებოდა (ქალი
რა ჯიუტი და ვაშლის ხამი გამოდგა?). ამ ქალმა ვაშლიც შეიძულა და ქმარს შეეხვეწა მოვჭრათი...“
აქ ცხენის ისტორია მეორდება თავისი ღრმაშინაარსიანი კითხვა-პასუხით და „როცა ვაშლი მოჭრეს, გოგოც ეგრე მოიქცა: ნაფოტი
აბანოში ჩააგდო. ნაფოტი ბატად იქცა. ცოლ-ქმარმა რომ დაინახეს ბატი, დაიხადეს ტანისამოსი,
ის ხანჯალიც იქ დააგდეს და შევიდნენ ბატის დასაჭერად (ჩაცმულები ვერ დაიჭერდნენ). ბატმა
შორს გაიტყუა, მობრუნდა, თვითონ გამოვიდა ნაპირზე (აი, აბანოც ამას ქვია) და ისეთ ბიჭად
იქცა, როგორიც წინათ იყო. ჩაიცვა ტანისამოსი, ხანჯალიც აიღო, დახოცა ცოლ-ქმარი და თვითონ
წავიდა ცოლთან“. ხომ გეუბნებით, ჰიჩკოკი მკვდარი რომ არ იყოს, ამის წაკითხვის
მერე მაინც მოიკლავდა თავს.
აღარ ვლაპარაკობ დედობილის ძუძეზე კბილდაჭერილ ასფურცელაზე
ან ხუთკუნჭულაზე, რომელმაც სრულიად უდანაშაულო ქათმები, ცხვრები, ძროხები და ცხენები
ამოახოცინა დევებს. ან ის სცენა, თუ გახსოვთ, დევი ადამიანის ხორცის შეჭამანდს რომ
ამზადებს და უცებ ქვაბში ქალის ძუძუებს იპოვის?
ან ჩიტი-ჩიორა? მონადირის მოსაყვანად, მანამ რომ არ
მიდის, სანამ მისი ჯერი არ დადგება და მანამდე სათითაოდ უყრის ბუდიდან ხელეჩოიან და
წალდუნიან მსუნაგ მელას შვილებს... რა უნდა იფიქროს ამ დროს ბავშვმა? დედამისს მეზობელი
თუ დაემუქრა, ფანჯრიდან გადააგდებენ?
ეეჰ....
ელასა, მელასა, ჭიქა მეკიდა ყელასა, მთქმელსაც და გამგონებელსაც ძილი გაამოთ ყველასა!
საუკეთესო სურვილებით, თქვენი მერი
პოპინსი
1 კომენტარი.:
shevcuxdiiiiiiiiii sicilit:)magram gulzec moxvda, ragac simartles hgavs.
Post a Comment