23.10.12
მოთუშული ვაშლი ცომის „გალიაში“
Approved by
დრეს კონდიტერი ერიკ ლანლარდის კიდევ ერთ მარტივ შედევრს
და აბსოლუტურად საშემოდგომო დესერტს - მოთუშულ ვაშლს საბაიონეს კრემში წარმოგიდგენთ.
მოთუშული
ვაშლი ცომის „გალიაში“ ერიკ ლანლარდისგან
6 საშუალო ზომის ვაშლი გულამოჭრილი, 250 გრ მზა ფენოვანი
ცომი, 100 გრ ყვითელი ქიშმიში, 100 გრ კურაგა დაჭრილი, 100 გრ გარგრის ჯემი, 50 გრ
დაჭრილი ნიგოზი, 1 ჩ/კ დაფქული დარიჩინი, 100 გრ ლერწმის შაქარი, 100 გრ კარაქი, 2
კვერცხი გული ათქვეფილი
საბაიონესთვის: 3 კვერცხის გული, 75 გრ შაქარი 2 ½
ს/კ ღვინო მარსალა
ავიღოთ ვაშლი და ზუსტად შუაში, მისი კანი ბასრი დანით
წრეზე დასეროთ, ასე მოთუშვისას კანი აღარ დასკდება და ვაშლი ფორმას აღარ დაკარგავს.
ვაშლს მოვაჭრათ თავი და ბოლო და კურკებიანი გული ამოვღრუტნოთ. ერთმანეთში გადავურიოთ
კურაგა და ქიშმიში და გავანაწილოთ ვაშლებში. შემდეგ ვაშლები სათითაოდ დავტენოთ თითო
ჩაის კოვზი გარგრის ჯემით, ცოტაოდენი კარაქით, მოვაყაროთ შაქარი, დარიჩინი და დაჭრილი
ნიგოზი.
გავაბრტყელოთ ცომი ნახევარი სანტიმეტრი სისქეზე და სპეციალური
საჭრელით დავჭრათ ბადესავით (იგივეს გაკეთება დანითაც შეიძლება. იხ. ვიდეოდანართი).
ცომი დავჭრათ 6 ნაწილად, ვაშლი რომ მთლიანად დაფაროს ისეთი ზომის კვადრატებად. ვაშლები ჩავალაგოთ
ტაფაზე, გადავაკრათ ცომის ბადე, გადავუსვათ ათქვეფილი კვერცხი და შევდგათ 180°C-მდე წინაწარ გახურებულ ღუმელში
40 წუთით - სანამ ცომი არ დაიბრაწება.
საბაიონესთვის კვერცხის გულები და შაქარი ავთვიფოთ
ცეცხლგამძლე ჯამში გათეთრებამდე. მერე ჯამი შემოვდგათ საშუალო ცეცხლზე შემოდგმულ მდუღარე
წყლიან ქვაბზე და გავაგრძელოთ ორთქლის აბაზანაზე თქვეფა კრემის შესქელებამდე. კრემი
ფორმის შენარჩუნებას რომ დაიწყებს, ანუ საშუალო სისქი არაჟნის კონსისტენციის რომ გახდება,
ჩავათქვიფოთ მარსალაც და ჯერ კიდევ თბილ ვაშლებს მოვასხათ. გემრიელად მივირთვათ!
საუკეთესო სურვილებით, თქვენი მერი
პოპინსი
0 კომენტარი.:
Post a Comment