7.10.12
კიბორჩხალების მოყვარულთათვის
Approved by
რადგან ლუდზე და მის მისაყოლებლებზე ჩამოვარდა საუბარი,
ბუნებრივია, რომ წითელ-წითელი კობორჩხალების ჯერიც დადგა:
ღვინოსა
და ბურახში მოხარშული კიბორჩხალები
4 პორცია
16
საშუალო ზომის კიბორჩხალა, 500 მლ ბურახი, 100 მლ წითელი ღვინო, 5 მარცვალი სურნელოვანი
პილპილი, 1 დაფნის ფოთოლი, 1 კონა ოხრახუში, 1 კონა კამა, მარილი
ცოცხალი კიბორჩხალები დაახლოებით 1 საათით წყლით სავსე
დიდ ჭურჭელში ჩავსვათ და ვაცურაოთ (რომ მოისაქმონ და კუჭ-ნაწლავის ტრაქტი გარანტირებულად გამოუსუფთავდეთ), მერე რეზინის ხელთათმნებიანი ხელებით ამოვიყვანოთ და ფრთხილად,
მაგრამ გულდასმით გავრეცხოთ. გავრეცხოთ მწვანილიც და შევაშროთ. რამდენიმე ტოტი კამა
და ოხრახუში კერძის გასაფორმებლად გადავინახოთ. ქვაბში ჩავასხათ ბურახი და ღვინო. დავუმატოთ
მარილი და მაღალ ცეცხლზე წამოვადუღოთ. ჩავალაგოთ კიბორჩხალები (რამდენიც ჩაეტევა).
ჩავყაროთ დაფნის ფოთოლი, პილპილი მარცვლები და მწვანილი. ვადუღოთ დაახლოებით 10 წუთი.
ყველა კიბორჩხალა რომ მოიხარშება, დავალაგოთ დიდი ზომის ლანგარზე და მოვრთოთ მწვანილით.
მივირთვათ ლუდთან ერთად.
კიბორჩხალები
ცივად
30
ცოცხალი კიბორჩხალა, 5 ლ წყალი, 4 ს/კ მარილი, 10 ტოტი კამა
ცოცხალი კიბორჩხალები დაახლოებით 1 საათით წყლით სავსე
დიდ ჭურჭელში ჩავსვათ და ვაცურაოთ (რომ მოისაქმონ და კუჭ-ნაწლავის ტრაქტი გარანტირებულად გამოუსუფთავდეთ), მერე რეზინის ხელთათმნებიანი ხელებით ამოვიყვანოთ და ფრთხილად,
მაგრამ გულდასმით გავრეცხოთ. მარილიანი წყალი, კამის ნახევართან ერთად ავადუღოთ. თითო
ჯერზე 3-4 კიბორჩხალა ჩავყაროთ, ოღონდ აუცილებლად თავით ქვევით. ყველა კიბორჩხალა რომ
მოიხარშება, ჩავალგოთ ფართო ქვაბში. მათი ნახაშრი ბულიონი გადავწუროთ და დავასხათ კიბორჩხალებს.
დავუმატოთ გადანახული კამა, თავსახური დავაფაროთ და 10-12 საათით მაცივარში შევდგათ.
ჭამის წინ, კიბორჩხალები ბულიონიდან თეფშზე ამოვალაგოთ, კამით მოვრთოთ და გემრიელად
მივირთვათ!
საუკეთესო სურვილებით, თქვენი მერი
პოპინსი
0 კომენტარი.:
Post a Comment