2.3.12
კატა კატობას არ მოიშლის
Approved by
„Никогда не говорите о себе ничего плохого. Это сделают ваши друзья.“
ვერსად ვერავიზე იმდენ ცუდს და არცთუ სასახელო ინტიმურ დეტალს ვერ გაიგებ, რამდენსაც ზიგიერთი საუკეთესო მეგობრისგან. არის ქალების კატეგორია, რომელიც საკუთარი „სიკარგის“ დამტკიცებას სხვისი „სიცუდის“ ხარჯზე ცდილობს და ამისთვის ყველაზე თვალსაჩინო მაგალითად უახლოესი მეგობრების ცხოვრების სტილი მოყავს. მე ვერასდროს ვერ ვხვდებოდი ჩემი გასუქებით ჩემი ნაცნობების ერთ ნაწილს ზედმეტი კილოგრამები როგორ აკლდებოდა. მაგრამ „უი, გასუქებლულხარ და კარგათ ხარ, ოღონდ მეტი არ გინდა“-ს თქმისას ისეთი კმაყოფილი და უპირატესობით აღსავსე სახეებით მათვალიერებდნე, რომ აშკარად, მათი ზედმეტი კილოგრამები მე მქონდა ამატებული, თორემ ასეთ სიხარულს სხვა ვერაფერი გამოიწვევდა. ერთი სიტყვით ეს ამბავი იმას მოვაყოლე, რომ ერთი ჩემი ახლობელი ჩემთან რეგულარულად დადიოდა და თავისი ე.წ. დაქალის საკმაოდ არაეთიკური ყოფაქცევის შესახებ შემომჩიოდა ხოლმე. მერე ისე მოხდამ რომ ეს დაქალი გამაცნო და რამდენჯერმე საერთო „ღონისძიებებზე“ ერთმანეთს შევხვდით.
არ დავმეგობრებულვართ, თუმცა, დამინახავდა თუ არა გახარებული იწყებდა მოყოლას, როგორი პატიოსანია (ეს მისი საყვარელი სიტყვაა) და ღირსეულ კაცს როგორ ვერ შევხვდა ვერსად... სიმართლე გითხრათ, არც მისი პატიოსნება მაინტერესებდა და არც მისი საყვარლები, რომელთა შესახებაც დაწვრილებით ვიცოდი ყველაფერი და გოგოს ყურადღებას არ ვაქცევდი. არ ვიცი, რა არ მოეწონა, ერთ დღესაც მომდგა... არა, ჩემთან შეხება არ ქონდა და პირადად ვერაფერს მიშავებდა, მაგრამ ყველგან და ყველასთან ჩემი აღვირახსნილი საქციელისა და გათახსირებული სულის გამო შოთავდა, რაც ჩემმა ახლობელმა როგორც უკვე ხვდებით, დაუყოვნებლივ შემატყობინა. გოგო აღარ მინახავს, მაგრამ ექვსი თვის მანძილზე შორიდან ვადევნებდი თვალყურს მის საქმიანობას (ბევრი საერთო ნაცნობი გვყავს). შემეცოდა, ეტყობა ძალიან უჭირდა თავის ბოღმას და აშლილ ნერვებს ჩემნაირ შორეულ ნაცნობზე რომ ხარჯავდა, მაგრამ დრო გადიოდა და არც დაიღალა და არც მობეზრდა... ამ ხნის მანძილზე მისი რეპერტუარის ერთადერთი საგანი მე ვიყავი და ყველა მისი უბედურების წყაროდ მე მთვლიდა (ეტყობა, ყველა გიჟი მე უნდა გადამეკიდოს). ახლობლები უკვე იმაზეც შაყირობდნენ, ალბათ უიმედოდაა შენზე შეყვარებული და ასე გამოხატავსო და მეც დავიჯერებდი, ჩემს გარდა კიდევ ერთი სამიზნე რომ არ ყოლოდა - ერთი ცოლიანი და ორშვილიანი თანამდებობის პირი...
„Если бы все мы знали все то, что говорится обо всех нас, никто ни с кем не разговоривал.“
ერთი სიტყვით, კაცმა არ იცის ეს ამბავი სადამდე გასტანდა, ისევ მე რომ არ ამომსვლოდა ყელში და ჩემი ენის მომტანი ახლობელიც არ გამესვა სახლიდან. მაგრამ სანამ გავსვამდი, დავპირდი, რომ ადამიანის შერცხვენა როგორ უნდა ვასწავლიდი, ოღონდ ჩემებურად, ზედმეტი ლაპარაკისა და აყალ-მაყალის გარეშე. ჰოდა, არ დავიზარე, მთელი ოთხი თუ ექვსი თვის შემდეგ, სარვამარტოდ ბლოგში იგავი გამოვაქვეყნე „მარტის კატებზე“, სადაც ამ გოგოს ისტორიას კატა „ბუნკეროზას“ მაგალითზე დაწვრილებით ვყვებოდი. მოგეხსენებათ, მისი უახლოესი დაქალისგან დეტალებში ვიყავი ინფორმირებული. ჩემი გეგმა ასეთი იყო: ვინც არაფერი იცოდა ვერაფერს მიხვდებოდა, არაკის მთავარი გმირის პროტოტიპი კი გულზე გასკდებოდა, მაგრამ ხმას ვერ ამოიღებდა - არავის სახელი არ იყო ნახსენები და სულელის გარად ვინ აღიარებდა მე ვარო? დიდი, დიდი, ჩემთან დაერეკა და ეწივლა და ეკივლა. ამისთვის კი მორალურად განვემზადე. იგავი კი გამოქვეყნდა, მაგრამ ეს გოგო წერა-კითხვის დიდი სიყვარულით არ გამოირჩევა და ახალა ჩემი მთავარი საფიქრალი ის გახდა, ჩემი დაგვიანებული შურისძიების ადრესატამდე ხმა როგორ მიმეწვდინა. ისევ, აწ ყოფილი ახლობელი მოვნახე და იგავი მისი ფეისბუქის გვერდეზე დავპოსტე - თუმცა გული მეთანაღრებოდა - მთელი საიდუმლო ინფორმაცია მისი მოწოდებული იყო და დაქალს თუ აჩვენებდა, გაიყიდებოდა კიდეც, რომ ჩემთან მან ჩაუშვა. კარგი მეგობარი, თავის დაქალზე მართალია სამართლიან, მაგრამ მსგავს „პასქვილს“ რომ ნახავდა, ჩემთან დარეკავდა და მე გამსვამდა ასეთი უსაქციელობისთვის. იმან კი დაქალს დაურეკა და სიხარულით წააკითხა მისი საქციელი სინამდვილეში როგორ გამოიყურება და ხალხი რას ფიქრობს - მართლა არ ველოდი ასეთი ბოღმიანი თუ იყო.
„Дурная голова ногам покоя не дает.“
და აი, მანდ დაიწყო რაც დაიწყო. ასეთ ტრიუმფს, გეფიცებით, არც ველოდი და სიცოცხლეში არ მქონია - ადამიანი ბრიყვად რომ დაიბადება იმას აღარაფერი შველის. „ბუნკეროზას“ პროტოტიპმა ჯერ ფეისბუქზე დააკომენტარა, ეს იგავი ჩემზეა დაწერილი და ყველა სიტყვა ტყუილიაო! იქვე მიუკომენტარეს, არავისი სახელი არაა ნახსენები და თუ ტყუილია, რა იცი რომ შენზეაო. მერე თავის სამსახურში (ბანკში მუშაობს) ჩვენს ერთ საერთო ნაცნობს განყოფილებაში შეუვარდა და ოცი კაცის თანდასწრებით იკივლა და იწივლა იმ გათახსირებულმა ჩემზე ეს იგავიჩემზე დაწერა და სულ ტყუილები წერიაო - შედეგად მთელმა სამსახურმა წაიკითხა და ბევრი იცინა. მერე, გადაწყვიტა დავეშინებინე და თავის საყვარელს მიმართა დახმარებისთვის - შეხედე შენზე რეებს წერს და დააჭერინეო და შედეგად კაცს წააკითხა და მისთვის არასასურველი დეტალები გაუმხილა... ნახევარ თბილისს მოსდო თავისი ამბავი და ვინც არაფერი იცოდა იმათაც გააგებინა. ყველაზე მაგარი გითხრათ? ჩემთან გამოჩენაც ვერ გაბედა, ნაცნობებს მიგზავნიდა შუამავლად - დავრეკავ და დამელაპარაკოსო. რაზე უნდა მელაპარაკა? ერთადერთი შევუთვალე, როგორც კი შენი ნომერი დაფიქსირდება ტელეფონზე იმ წუთას გამოქვეყნებულ იგავს პერსონაჟთა ნამდვილ სახელებს მივაწერ-თქო და მას მერე მისი ბუსუნიც აღარ გამიგია.
მე იცით, რა მიკვირს? ჯერ ხომ დღესაც არ ვიცი რატომ გადამეკიდა, მაგრამ ეგ არაფერი, მისი პრობლემაა. ამ ხალხს რატომ გონია, რომ ჩხუბი თუ არ გინდა და მათ გამოხტომებს ყურადღებას არ აქცევ, ეს იმას ნიშნავს, რომ პასუხის გაცემა არ შეგიძლია? არ გერჩი, ხომ? და შემეშვი. თავი რომ დაენებებინა ჩემთვის, ხომ ექნებოდა დღესაც, როგორც თვითონ იტყოდა „პატიოსანი ქალის“ სახელი? თორემ, მე არც მისი ინტიმური ცხოვრება მადარდებს და არც მისი საზოგადოებრივი სტატუსი.
საუკეთესო სურვილებით, თქვენი მერი პოპინსი
0 კომენტარი.:
Post a Comment