11.3.12
დამარილებული ქაშაყი წითელი ღვინის მარინადში ბურგუნდიულად
Approved by
(4 პორცია)
8 ნაჭერი ქაშაყის (ანუ „სილიოდკის“) ფილე, 2 დიდი თავი წითელი ხახვი,
¼ ლ წითელი ღვინო (სასურველია პორტვეინი), ½ ჭ ძმარი, 100 გრ შაქარი, 4 მარცვალი პილპილი,
1 ჩხირი დარიჩინი, 3 ცალი მიხაკი
ქაშაყის ფილეს გადავავლოთ ცივი წყალი და 12 საათით ჩავალბოთ ½ ლ ცივ წყალში.
შემდეგ გავჭრათ 4 ნაწილად და ჩავალგოთ ფაიფურის ან ფაიანსის თავსახურიან ჭურჭელში.
ხახვი გავფცქვნათ და დავჭრათ ძალიან თხელ რგოლებად. წითელი ღვინო და ძმარი წამოვადუღოთ
ხახვის რგოლებთან, შაქართან, პილპილთან, დარიჩინთან და მიხაკთან ერთდ. 5 წუთი ძალიან
დაბალ ცეცხლზე ვადუღოთ, მერე გავაცივოთ და დავასხათ ქაშაყის ფილეს. ქაშაყიან ჭურჭელს
თავი დავახუროთ და მაცივარში შევდგათ 3 დღით. ასე ჩამარინადებული ქაშაყი თავდახურულ
ქილაში და მაცივარში 14 დღე ინახება.
გემრიელად მიირთვით!
საუკეთესო სურვილებით, თქვენი
მერი პოპინსი
0 კომენტარი.:
Post a Comment