21.3.12
ყველგან კარგია, სადაც ჩვენ არ ვართ
Approved by
შცედური ხუტორი |
ამა სწინათ, სულ ორჯერ ნანახმა და პრაქტიკულად უცნობმა
ადამიანმა დამირეკა ღამის სამ საათზე და ნახევრად მძინარე, თავისი მოკლე ჭკუით ძაიან
გამახარა. 15 წუთი ჭიდაობის - „მიცანი?“ „ვერ
გიცანი“, „როგორ ვერ მიცანი?“-ს (ნეტავ, საიდან უნდა მეცნო?) შემდეგ, როცა როგორც იქნა
ბედს შეურიგდა და აღიარა რომ ჩემი ძმის შვილის ოთხი წლის წინანდელი და აწ უკვე შვედეთში
ემიგრირებული და თუმრე წარმატებულად გათხოვილი ძიძა იყო. როგორც კი სრულიად ფორმალური ურთიერთ მოკითხვა მოვათავეთ, პირდაპირ საქმეზე გადავიდა და მომახალა: „შვედეთში
ხომ გათხოვდები?“ და იქვე დამარწმუნა, რომ როგორც კი თანხმობას ვიტყოდი, ვიღაც ყოფილი აფხაზეთიდან
ლტოლვილი და უკვე შვედეთის მოქალაქე ახალგაზრდა ბიზნესმენი, იმ დღესვე ჩამომაკითხავდა...
შვედეთის ფიორდები |
თურმე ნუ იტყვით, წამრამტებულ ჭაბუკს, საქართველოსთან კავშირის გაწვეტა არ უნდოდა და
თან ყველა სიკეთესთან ერთად, კარგი ოჯახის შვილსაც ეძებდა. საყვარელი სამშობლო და აქაური
ფესვები შვედეთის მთავრობას თავშესაფარს რომ თხოვდა და მერე ბიზნესს აწყობდა ან მთელი
ნათესაობა და ახლობლობა რომ მიყავდა (თან არალეგალურად), რატომღაც მაშინ არ გახსენებია,
გამრავლების დრომ რომ უწია, მხოლოდ მაშინ მოაგონდა. ასეთი ხალხის მართლა ძალიან მიკვირს,
აქედან რომ უკანმოუხედავად გარბიან და მერე იქიდან იჭაჭებიან სამშობლოს სიყვარულით გულდათუთქულები.
და ეს არ ეხება იმათ, ვინც ნამდვილმა სამსახურმა და საქმემ, გაჭირვებამ, ან თუნდაც სიყვარულმა და ნამდვილმა სიყვარულმა და არა გარიგებამ წაიყვანა, მე გაქცეულები და გაპარულები მყავს მხედველობაში - აქ რომ ქართველების და საქართველოს
ხსენება არ უნდათ და მერე იქიდან რომ გვარიგენებ ჭკუას.
შვედეთში ასე წნავენ ფაცერებს |
ან, ნეტავ, რა ბიზნესი აქვს
ამისთანა შვედეთში ჩემს ახალგამომცხვარ საბედოს? უთუოდ ფაცერებს წნავს თხილის წნელისგან, მერე ფიორდებში რომ ჩადგას
და კიბორჩხალები დაიჭიროს ან თევზს ბოლავს მდინარისპირა წისქვილში. თან ერთ კანონზომიერებას თუ დაკვირვებიხართ? როცა ზოგადად სიტყვა "ბიზნესს" ან "კომპანიას" მოიშველიებენ და კონკრეტიკისგან თავს იკავებენ, ყოველთვის რაღაც აქვთ დასამალი ან "ბიზნესი" ან "კომპანია" არ არის, თავი რომ მოაქვთ ისეთი საამაყო. მაგალითად, ძალიან ბევრი მეგრელი ვიცი, რუსეთში რომ აქვთ, როგორც თვითონ იძახიან "ბიზნესები" და მერე, როგორც წესი, ისევ იქაურ ქართველებს შორის ბანდიტური გარჩევის მსხვერპლი ხდებიან.
შვედური ხუტორი |
ამ ვწიროდმოაზროვნე ადამიანების ლოგიკით, მხოლოდ იმიტომ, რომ ბოლო წლების ქართული ოცნება ავიხდინო და საზღვარგარეთ გავთხოვდე (ყოველ შემთხვევაში, შვედეთში მეტ პერსპექტივას ჩემთვის, ვერაფერს ვხედავ), უნდა მივატოვო ნათესაობა, ახლობლები,
მეგობრები, აწყობილი ცხოვრება, სამსახური, წყალში ჩავყარო საკუთარი განათლებაც, ცოდნაც, რასაც კი ამდენი წელი მივაღწიე ყველაფერი
და უცხო ქვეყანაში, უცხო ადამიანს გავყვე და მის ახლობლებთან ერთად რომელიღაც მიყრუებულ
ხუტორში ფუნთუშები და ნამცხვრები ვაცხო (როგორც ვიცი, აქაც იგივეთი იყვნენ დაკავებული). შვედური
მე არ ვიცი, ჩემი ცოდნის შესაბამის სამსახურს ვერ ვიშოვი და ჩვენი ყოფილი ძიძის, რომელთანაც ჩემი ძმის შვილის სიყვარულის გარდა საერთი აქაც არაფერი მქონია, და
მისი დის გარდა დამლაპარაკებელი და მეგობარი არ მეყოლება... შესანიშნავი პერსპექტივაა,
ახლავე მივდივარ და ჩემოდანს ვალაგებ. მე შენ გეტყვი, ასე გაცნობილი „უცნობი“ ადამიანი
არანორმალური რომ აღმოჩნდეს, უცხო ქვეყანაში პატრონი გეყოლება თუ გაიქცევი სადმე. არა, არ გეგონოთ, რომ შვედეთის საწინააღმდეგო მქონდეს რამე, პირიქით, ეს ქვეყანა ძალიან მიყვარს და მომწონს - უბრალოდ, ჩემი ადგილი იქ არაა.
შვედეთის აბორიგენები |
შეგიმჩნევით ხოლმე როგორი სიამაყით და ღრმააზროვანი
ტონით ამბობენ: „მაგას შვილი გერმანიაში/ინგლისში/დანიაში ყავს გათხოვილი“? გეგონება
პრემიერ-მინისტრის ცოლი იყოს რომელიმე. მემგონი საკმაოდ ბევრმა ჩვენმა თანამოქალაქემ
გადალახა საოცნებო საზღვარი და იმედგაცრუებულიც დაბრუნდა უკან იმისთვის, რომ იქაური
ლამაზი და აყვავებული ცხოვრების შესახებ - "ოღონდ ჩამოდი და აშენდების" ზღაპრის აღარ
გვჯეროდეს. დაუმსახურებლად არავინ არაფერს მოგვცემს, მით უმეტეს, დღეს, როცა თავისიანისთვის
აღარ აქვთ რაიმე შესათავაზებელი.
ან, ნუთუ, მხოლოდ სავსე კუჭისთვის ღირს ვირივით შრომა,
ათასი დამცირების ატანა ან ქურდობა? და ცხოვრება უცხო ხალხში, მეგობრების, ახლობლების,
მშობლების, საყვარელი ადამიანების გარეშე? როცა ვერ ნახულობ როგორ აიდგა ფეხი შენმა
ერთადერთმა ძმის შვილმა, როგორ გაჭაღარავდა დედა, როგორ გათხოვდა შენი ბავშვობის მეგობარი
და როცა შენიანების ცხოვრება შენს გარეშე, შენს მიღმა გადის...
შვედეთის ბუნება |
ალბათ ყველას თავისი ბედი და ცხოვრება აქვს, მაგრამ
ჩემი სიცოცხლის ყველაზე „ცოცხალი“ ნაწილი ჩემი პატარა ძმის პირველი ნაბიჯები ვაკის
პარკში, უკვე საკმაოდ მოხუცი ბაუისთვის ძილის წინ საბნის შემოკეცვა, ახალნაოპერაციებზე
მოზუზუნე დის შვილის ლოგინიდან წამოყენება, ძმის ქორწილისთვის სამზადისი, ყველაზე დიდი
სიხარულის თუ გაოცების საუკეთესო მეგობრისთვის გაზიარება, დიდი ხნის უნახავ კლასელებთან
ერთად ქეიფი, ჩემი დის შვილის შვილის გულიანი სიცილი, მამისთვის ხელის ხელზე მოჭერა
კარდიოლოგის „განაჩენის“ მოლოდინში და რა ვიცი, კიდევ ათასი წვრილმანია. ყოველთვის,
როცა ვფიქრობ, რომ ცხოვრება მშვენიერია და ასე საკმაოდ ხშირად ვფიქრობ, არასდროს არ
მახსენდება რა მაცვია, რა ვჭამე, სად ვჭამე ან სად ვიყავი დროის სატარებლად, რატომღაც
ამ დროს სულ საყვარელი ადამიანების სახეები მიდგას თვალწინ, ისინი კი მინდა
თუ არ მინდა, არც მამელუქები არიან და არც ვენეციელები, ყველანი ბედკრული საქართველოს
შვილები არიან, ისევე როგორც მე.
შვედეთი ზამთარში |
ყოველთვის უკვირდათ რატომ არ წავედი საზღვარგარეთ და
ყოველთვის გულწრფელად ვპასუხობდი, რომ არ მინდა და აქაც კარგად ვგრძნობ თავს. არა,
პატრიოტი არ ვარ და არც ცხოვრება მაქვს სხვებზე უკეთ აწყობილი, უბრალოდ, აქ "ჩემები" მეგულებიან და ყველა კარიერაზე მეტ მნიშვნელობას ადამიანურ ურთიერთობას ვანიჭებ. აქ ის ხალხია ვინც მე მიყვარს და ვისაც მე ვყვარვარ - ვისაც ჩემი სიხარული მართლა უხარია, თორემ წაქცეულს, ვიცი, იქაც წამომაყენებენ!
საუკეთესო სურვილებით, თქვენი მერი
პოპინსი
0 კომენტარი.:
Post a Comment