3.3.12
ღუმელში შემცხვარი კალმახი
Approved by
4 ცალი კალმახი (თითო დაახლოებით 250 გრ), 1 ლიმონის წვენი, 1 ჩ/კ მარილი,
3 კბილი ნიორი, 4 ჩ/კ წვრილად დაჭრილი კამა, 4 ს/კ წვრილად დაჭრილი ოხრახუშის ფოთლები,
80 გრ გახეხილი ყველი, 2 ს/კ რძე, 100 გრ თხლად დაჭრილი ბეკონის ლენტები, 2 საშუალო
თავი ხახვი, 1 ს/კ კარაქი, ½ ჭ ქათმის ბულიონი, 3 ტოტი როზმარინი
ღუმელი 220°C-მდე გავახუროთ. ლიმონის წვენი მარილში ავურიოთ და ამ ნარევით
გავპოხოთ გაწმენდილი და გამშრალებული კალმაზები შიგნიდან და გარედან. გადავაფაროთ ცელოფანი
და მაცივარში შევდოთ. ძალიან წვრილად დავჭრათ ნიორი, ოხრახუში, კამა, ყველი და რძე
ერთმანეთში გადავურიოთ და ამ მასით დავტენოთ კალმახები. ყველით დატენილ კალმახებს შემოვახვიოთ
2 ან 3 ლენტი ბეკონი (ბეკონის ოდენობა კალმახის სიგრძეზეა დამოკიდებული) და ღუმელში
შევაცხოთ 30 წუთის განმავლობაში. სანამ კალმახი იწვება წვრილად დაჭრილი ხახვი კარაქში
მოვთუშოთ, დავუმატოთ ბულიონი, მარილი, როზმარინი და ვადუღოთ 5 წუთის განმავლობაში.
კალმახის შეწვას 10 წუთი რომ დააკლდება, ხახვიანი ბულიონი მოვასხათ კალმახს და ღუმელში
შევაბრუნოთ.
გემრიელად მიირთვით!
საუკეთესო სურვილებით, თქვენი
მერი პოპინსი
0 კომენტარი.:
Post a Comment