30.3.12
პროფესორი ღამბაშიზე და ქილა თაფლი
Approved by
ერთ მოხდენილი, კარგი მოსაუბრე, ძლიან მხიარულ, კეკლუც და საწინააღმდეგო
სქესში საკმაოდ მაღალი რეიტინგის მქონე ახალგაზრდა ქალს ვიცნობდი, რომელსაც „რაღა დაგიმალოს“
სტილის ეკონომიური კაბები უყვარდა და მოდაზე ჩაცმის გიჟი იყო. დღენიადაგ გამოპრანჭული
დაიარებოდა ხან ვარდისფერი მელირებით, ხანაც შაბიამნისფრით. ერთი სიტყვით, სუპერმოდური
და დროსტარების დიდად მოყვარული არსება გახლდათ.
ცხოვრების სტილიდან და სამეგობრო წრიდან გამომდინარე, ქალს გარს სულ ახალგაზრდა
კაცები ეხვეოდნენ: წარმატებულები, თამამები, ფულიანები, ბევრის მნახველები და კიდევ
უფრო ბევრის შემოთავაზების შესაძლებლობის პატრონები... მაგრამ მისი ერთდერთი არსად
ჩანდა. და ერთხელაც, სად და როგორ აღარ მახსოვს, გაიცნო ბევრად უფროსი, დარბაისელი,
დინჯი, საზოგადოებაში პატივცემული და ყურებამდე შეყვარებული პროფესორი... ვთქვათ, ვინმე ღამბაშიძე.
გოგო აღფრთოვანდა, გახარებული და ფრთებშესხმული დაფრინავდა. ცხოვრებას
შეყვარებული თვალებით უყურებდა, პარიკმახერთან და მანიკურშასთან ბევრად უფრო ხშირად
დარბოდა. ცდილობდა თვითონაც უფრო ჭკვიანი და გონიერი გამოჩენილიყო - კროსვორდების შევსებაც
კი სცადა. მეგობრებს თავის ბედს ახარბებდა... საჭმელს ისევ რესტორანში ჭამდა, ყავას
ისევ მეზობლებში სვამდა და დრო ასე გადიოდა...
ახალი წლის დამდეგი საღამო იყო, როცა ნაძვის ხესავით გამოპრანჭულ და საზეიმოდ
მოკაზმული გოგო ჩემთან აღდრთოვანებული ჭყლოპინით შემოვარდა: „პროფესორმა ღამბაშიძემ
(კაცს მეტისმეტი სიყვარულისაგან და სიამაყისაგან ასე მოიხსენიებდა) დამირეკა, შენთვის სურპრიზი მაქვსო
და ალბათ ცოლობა უნდა მთხოვოს, სახლში მარტო ვერ ვჩერდები და შენთან დაველოდებიო“,
შემეხვეწა.
ცოტა ხანში კაცმა დარეკა, სადარბაზოსთან გელოდებიო. ქალი ლიფტს ვერ დაელოდა და რვა სართული სულ ორ-ორ საფეხურზე გადახტომით ჩაირბინა. დარბაისელმა და მეოჯახე პროფესორმა სატრფოს მანქანაში ნიშნობის ბეჭედის ნაცვლად ვარდისფერი ცელოფნის ერთჯერად პაკეტში ჩალაგებული საახალწლო ნობათი დაახვედრა. გოგოს პარკის დანახვა კი არ ემაა, მაგრამ, იახტიბარი არ გაიტეხა, მოგეხსენებათ, რომ იმედი ბოლოს კვდება და საჩუქარი ხელების კანკალით გახსნა: მინიმუმ ბოლო მოდის სუნამო იქნებაო და პაკეტში 2 კგ კარტოფილი, მაიონეზის ქილით თაფლი და პატარა ჩიჩილაკი აღმოაჩინა - ახალი წლის სუფრაზე გამოგადგებაო...
აღარ მოგიყვებით საბრალო ღამბაშიძეს კარტოფილები სათითაოდ თავში როგორ მოხვდა (კიდევ კარგი, მხოლოდ 2 კილო იყო) და რა მაღალმხატვრული შინაარსის სიტყვებით ამკობდნენ... მაგრამ ისტორია ამითი არ დამთავრებულა: რასაკვირველია, გოგო მაშინათვე უკან ამოქანდა და ეს ყველაფერი ქართული ქუჩური ფოლკლორის ენაზე სულქმოუთქმელად მომაყარა. ცოტა რომ დაშოშმინდა, ერთად გულიანად ვიცინეთ და წავლის წინ ცალყბად მთხოვა - ნურავის ეტყვიო.

მეც, პირობა შეძლებისდაგვარად შევუსრულე (ასეთ ამბავს აბა, რა გული დაიტევდა!)
და ჩემი ოჯახის წევრების გარდა არსად მომიყოლია. თან მამა მკაცრად გავაფრთხილე (ღამბაშიძეს
იცნობდა), რომ არსად, არავისთან და მით უმეტეს, ჩემს ნაცნობთან არ მოეყოლა და არ შეემჩნია
საერთოდ რამე რომ იცოდა... რამდენიმე თვეში, ჩემს დაბადების დღეზე, რომელზეც ამ ისტორიის
გმირიც და ჩემი ოჯახის წევრებიც ბედის ირონიით ერთ მაგიდასთან მოხვდნენ მამაჩემმა დაიჩივლა:
ზოგს რა ბედი აქვს, მე კი არაფერში არ მიმართლებსო. ყველანი დავინტერესდით რა უჭირდა.
და მანაც „გაგვიმხილა“: ამ ახალ წელს ერთ ლამაზ ქალს
საჩუქრად ერთი კალათა წითელი ვარდები, შამპანურები, შემწვარი გოჭი, ინდაური,
2 ტომარა კარტოფილი და უზარმაზარი ტორტი მივართვი და მადლობაც არ უთქვამს. აგერ, ერთმა
ჩემმა კოლეგამ - ღამბაშიძემ კი ქალს 2 კილო კარტოფილი და 1 შოკოლადის ფილა მიუტანა
და ზედ ყვებიანო. ნეტა, ასეთი მადლიერი და კარგი ქალი მეც შემახვედრა, მერე ბედნიერი
ვიქნებოდიო...
ის იყო, მაგიდის ქვეშ ჩასაძრომად და „გაყიდული“ მეგობრისგან შურისძიების
მოლოდინში დასამალად გავემზადე, რომ სუფრის მეორე ბოლოდან უკვე საკმაოდ შეზარხოშებული ჩემი
ნაცნობი გოგოს ხმა მომესმა: „მე ვარ ეგ ქალი, ზაური ბიძია, მე ვარო“...
საუკეთესო სურვილეით, თქვენი ხულდურ ბოკი
0 კომენტარი.:
Post a Comment