29.12.12
დომინიკ ანსელის საშობაო რულეტი
Approved by
ნიუ-იორკ სითის საკმაოდ ცნობილი რესტორანი „დენიელის“ არანაკლებ სახელგანთქმული
კონდიტერი დომენიკ ანსელი შობის დღეებში რესტორნის სტუმრებს ერთგვარი კომპლიმენტით
- მინი „საშობაო კუნძით“ ანებივრებს.
Cherry-and-Chocolate
Bûche de Noël from Dominique Ansel
8 პორცია
რულეტისთვის:
6 მსხვილი კვერცხის გული ოთახის ტემპერატურის, ¾ ჭ შაქარი, 5 მსხვილი კვერცხის ცილა,
1/8 ჩ/კ მარილი, ½ ჭ კაკაო
სიროპისთვის:
½ ჭ წყალი, ¾ ჭ შაქარი, 1 ს/კ ალუბლის ლიქიორი
კრემისთვის:
1 ჩ/კ ჟელატინი, 1 ს/კ ცივი წყალი, 1/3 ჭ რძე, ½ ვანილის ჩხირი შუაზე გაჭრილი, 2 მსხვილი
კვერცხის გული, 1 ს/კ შაქარი, ½ ჭ ცხიმიანი ნაღები, 1 ჭ დასპირტული ალუბლები გადაწურული
მოსართავად:
1 ჭ ცხიმიანი ნაღები, 1 ½ ჩ/კ ლერწმის შაქრის პუდრა, კაკაო მოსაფრქვევად
გავახუროთ ღუმელი 190°C-მდე. 23სმ X 33 სმ-ზე საცხობ ფირფიტაზე დავაფინოთ პერგამენტის ქაღალდი. კვერცხის გულები და 6 ს/კ შაქარი ავთქვიფოთ გათეთრებამდე. ცალკე ჯამში ავთქვიფოთ კვერცხის ცილები და მარილი. ცილა ბოლომდე რომ აითქვიფება და ფორმის შენარჩუნებას დაიწყებს, თითო თითო კოვზად ჩავათქვიფოთ დარჩენილი შაქარი და გავაგრძელოთ თქვეფა სანამ შაქარი არ გადნება და ბეზე პრიალა და ერთგვაროვანი არ გახდება. ხის კოვზით ან რეზინის ნიჩით ათქვეფილი ბეზეს ¼ ფრთხილად გადავურიოთ კვერცხის გულებში. მერე დარჩენილი ბეზეც ასევე ფრთხილად დავუმატოთ. ორ ნაწილად დავუმატოთ კაკაოც და ფრთხილად ვურიოთ, სანამ კაკაო ბოლომდე არ გაიხსნება. ცომი დავასხათ საცხობ ფირფიტაზე დაფენილ პერგამენტზე და ფრთხილად გავანაწილოთ. ვაცხოთ დაახლოებით 18-20 წუთი. ცხობის პროცესში, სადვაც 10 წუთის მერე, სადხობი ფირფიტა გამოვიღოთ, შევატრიალოთ და ისევ შევდგათ. მზა ბისკვიტი გავაგრილოთ ოთახის ტემპერატურამდე.
სიროპის მოსადუღებლად პატარა, სქელძირიან ქვაბში მოვათავსოთ წყალი და შაქარი
და მაღალ ცეცხლზე წამოვადუღოთ. ცეცხლს დავუწიოთ და ვადუღოთ შაქრის ბოლომდე გადნობამდე,
დაახლოებით 1 წუთის განმავლობაში. გადმოვდგათ ცეცხლიდან და დავუმატოთ ალუბლის ლიქიორი.
კრემისთვის პატარა ჯამი ჟელატინს დავასხათ ცოტაოდენი წყალი და 5-10 წუთი
გავჩეროთ. პატარა სქელძირიან ქვაბში ჩავასხათ რძე. ვანილის ჩხირი გავჭრათ შუაზე, დანის
წვერით გამოვფხიკოთ თესლი და თესლიც და ჩხირიც ჩავაგდოთ რძეში და წამოვადუღოთ საშუალო
ცეცხლზე. პარალელურად საშუალო ზომის ჯამში ავთქვიფოთ კვერცხი გული და შაქარი გათეთრებამდე.
რძე რომ ადუღდება, ამოვიღოთ ვანილის ჩხირი და გადავაგდოთ. რძე წვრილ ნაკადად ჩავათქვიფოთ
ათქვეფილ კვერცხის გულში. კვერცხიანი რძე, ისევ რძის ქვაბში დავაბრუნოთ და შემოვდგათ
საშუალო ცეცხლზე, თან ვურიოთ დაახლოებით ორი წუთი, სანამ რძის მიქსტურა თხელი არაჟნის
სისქის არ გახდება. კრემი გადავასხათ საშუალო ზომის სუფთა ჯამში. დამბალი ჟელატინი
ცხელ კრემში ჩავასხათ და კარგად მოვურიოთ. კრემი გავაგრილოთ. ამასობაში ავთქვიფოთ ნაღები (ბაღები გამაგრდება თუ არა, თქვეფა შეწყვიტეთ, თორემ ზედმეტი თქვეფისგან ნაღები კარაქად იქცევა!) და მისი ¼ უკვე გაგრულებულ კრემში გადავურიოთ. კარგად მოვურიოთ და მერე დარჩენილი
ნაღებიც დავუმატოთ.
ბისკვიტი ფრთხილად, მეორე საცხობი ფირფიტის ან ლანგრის დახმარებით გადავატრიალოთ
და ფრთხილად ავაცალოთ პერგამენტის ქაღალდი. მაგიდაზე დავაფინოთ ბისკვიტის ზომის პერგამენტი
ან ჩაის ტილო და ზევიდან მოვათავსოთ ბისკვიტი. მერე დასარბილებლად ალუბლის ლიქიორის
სიროპით დავნამოთ. რეზინის ნიჩბის ან ფართოპირიანი დანის მეშვეობით ბისკვიტს კრემი
წავუსვათ და მოვაყაროთ დასპირტული ალუბლები. კრემწასმული ბისკვიტი პერგამენტის ან ჩაის ტილოს დახმარებით,
ძალიან ფრთხილად დავახვიოთ რულეტად უფრო გრძელი
მხრიდან. პერგამენტი ან ჩაის ტილო მჭიდროდ შემოვახვიოთ რულეტს რომ არ გაიშალო და მაცივარში
შევდოთ 1 საათით.
ჭამის წინ, ნაღები და ლერწმის შაქრის სიროპი ავთქვიფოთ გამაგრებამდე. გამოვიღოთ
რულეტი მაცივრიდან, შემოვახსნათ პერგამენტი და გადავუსვათ ათქვეფილი ნაღები. მოვაყაროთ
კაკაო. წურვილის შემთხვევაში მოვრთოთ დასპირტული ალუბლებით და ბეზეს სოკოებით. დავჭრათ
და ვჭამოთ.
საუკეთესო სურვილებით, თქვენი მერი პოპინსი
0 კომენტარი.:
Post a Comment