კიდევ ერთი ევროპული საშობაო ნამცხვარი

Approved by Natia Jinjolava


ელეგანტური ფრანგული საშობაო მორის კუნძად გადაკეთებულ ამ შედევრზე ვნობილმა კონდიტერებმა, მეტ ლუისმა და რენატო პოლიაფიტომ იმუშავეს. ნამცხვრის ფორმის გარდა, გემოც შეცვალეს და კლასიკური რულეტი ხელოვნების ნიმუშის დონეზე აიყვანეს.

Chocolate-Malt Stump de Nöel - შოკოლადის კუნძი
1ჭ ფქვილი და კიდევ ცოტა, ¼ ჭ  გაცრილი კაკაო, ¼ ჩ/კ მარილი, 340 გრ მწარე შოკოლადი გამდნარი და გაგრილებული, 2 ს/კ ხსნადი ყავა ¼ ჭ ცხელ წყალში გახსნილი, 12 მსხვილი კვერცხი ოთახის ტემპერატურის, 1 1/3 ჭ შაქარი, 1 ს/კ + 1ჩ/კ ვანილის ექტრაქტი, ¼ ჩ/კ ღვინის ქვა (იყიდება აფთიაქებში), 6 ს/კ გამდნარი კარაქი
მოსართავად: კარაქის კრემი და შოკოლადის კარაქის კრემი, გამომცხვარი ბეზეს სოკოები, დაშაქრული შტოში (შეგიძლიათ შეცვალოთ ალუბლით ან ვარდიფერი ყურძნით) და დაშაქრული როზმარინის ტოტები
კრემისთვის: 5 მსხვილი კვერცხი ოთახის ტემპერატურის, 1 ½ ჭ შაქარი, 1 ჩ/კ ვანილის ექსტრაქტი, 450 გრ კარაქი ოთახის ტემპერატურის, 100 გრ მწარე შოკოლადი გამდნარი და გაგრილებული, 2 ს/კ ცხელ წყალში გახსნილი ¼ ჭ ალაოს ფხვნილი, 12 ცალი თეთრი შოკოლადის დრაჟე (Milk balls) დაჩეჩქვილი
ღუმელი გავახურთ 175°C-მდე. 2 ცალ 30სმX43სმ-ზე საცხობ ფირფიტაში ჩავაფინოთ პერგამენტის ქაღალდი ისე, რომ ქაღალდი ფირფიტაზე დიდი იყოს და გვერდებში ამოდიოდეს. წავუსვათ კარაქი და მოვაყაროთ ფქვილი, დავფერთხოთ.
პატარა ჯამში ერთმანეთში გადავურიოთ 1 ჭ ფქვილი, კაკაო და მარილი. მეორე პატარა ჯამში ერთმანეთში ავურიოთ  გამდნარი შოკოლადი და ესპრესო. მიქსერის ჯამში ავთქვიფოთ კვერცხის გული და 1/3 ჭ შაქარი. კვერცხის გულიანი ჯამი მდუღარე წყლიანი ქვაბის თავზე შემოვდგათ და ცხელი წყლის აბაზანაზე ვთქვიფოთ სანამ შაქარი ბოლომდე არ გადნება. გადმოვდგათ ცეცხლიდან და ვთქვიფოთ სანამ კვერცხის გულები ღია კრემისფერი არ გახდება - დაახლოებით 5 წუთი. ათქვეფილი გული შოკოლადში ჩავათქვიფოთ ვანილთან ერთად. გადავიტანოთ უფრო დიდი ჯამში. მიქსერის ჯამი და ფეხები კარგად გავრეცხოთ, გავამშრალოთ და ავთქვიფოთ კვერცხის ცილა ღვინის ქვასთან ერთად სანამ ბეზე ფორმის შენარჩუნებას არ დაიწყებს. თანდათანობით ჩავათქვიფოთ დარჩენილი 1/3 ჭ სშაქარი და გავაგრძელოთ თქვეფა დაახლოებით 2 წუთი. ათქვეფილი ცილის 1 მეოთხედი კვერცხიან შოკოლადს გადავურიოთ. მერე დანარჩენიც დავუმატოთ. შოკოლადიან მასას პორცია-პორციად დავუმატოთ გამდნარი კარაქიც. ორ ეტაპად გადავურიოთ ფქვილის და კაკაოს ნარევიც. ცომი გავანაწილოთ ქაღალდაფენილ საცხობ ფირფიტებზე, მოვასწოროთ და გამოვაცხოთ 18 წუთის განმავლობაში. შუა ცხობის პროცესში, ბისკვიტები თანაბრად რომ გამოცხვეს, საცხობი ფირფიტებს ადგილი შევუცვალოთ - ქვედა ზევით მოვათავსოთ, ზედა ქვევით და თან წინა მხარე უკან შევუტრიალოთ. მზა ბისკვიტები ცხაურზე გადავიტანოთ და გავაგრილოთ. ფრთხილად გადავატრიალოთ და დანის დახმარებით ავაძროთ პერგამენტის ქაღალდი.
კრემისთვის მიქსერის ჯამში მოვათავსოთ კვერცხის ცილები და შაქარი. შემოვდგათ მდუღარე წყლიანი ქვაბის თავზე და წყლის აბაზანაზე ვთქვიფოთ ბეზე სანამ შაქარი არ გადნება და ბეზე არ გათბება. გადმოვგათ ცეცხლიდან და ჩავათქვიფოთ ვანილი და კვერცხის გულები სათითაოდ - ვთქვიფოთ 5 წუთი. მიქსერის გამოურთველად ჩავათქვიფოთ კარაქი ცოტ-ცოტობით. კრემი თუ აიჭრა, ვთქვიფოთ სანამ ისევ პრიალა არ გახდება. 1 ½ ჭ კრემი ცალკე ჯამში გადავიტანოთ და ჩავათქვიფოთ გამდნარი შოკოლადი. დარჩენილ კრემში დაჩეჩქვილი თეთრი შოკოლადის დრაჟეები  და ალაოს ფხვნილი ჩავყაროთ და ვთქვიფოთ სანამ ალაო არ გაიხსნება. 
ბისკვიტებს წავუსვათ თეთრი კრემი, მოვასწოროთ. ორივე ბისკვიტი სახაზავის დახმარებით სიგრძეზე, ზუსტად შუაზე გავჭრათ. ბისკვიტი ერთი ნახევარი, მოკლე მხარიდან რაც შეიძლება მჭიდროდ დავახვიოთ და დანარჩენი სამი ნახევარიც ირგვლივ შემოვახვიოთ. დაბალი და მსუქანი რულეტი უნდა გამოგვივიდეს. რულეტი ფეხზე დაყენებული, ანუ სპირალიანი მხარით ქვევით მოვათავსოთ ლანგარზე და გვერდებზე შოკოლადის კრემი წავუვათ ისე რომ ხის კუნძის იმიტაცია გამოვიდეს (ისე, როგორც სურათზეა). მინიმუმ 8 საათით შევდგათ მაცივარში გასამაგრებლად. მოვრთოთ ბეზეს სოკოებით (იყიდება მზა) და დაშაქრული შტოშის მარცვლებით და როზმარინის ტოტებით.
დასაშაქრად შტოში და როზმარინის ტოტები ჯერ კვერცხის ცილაში ამოვავლოთ, მერე კი შაქარში და ცოტა ხანი დავდოთ გასაშრობად.

საუკეთესო სურვილებით, თქვენი მერი პოპინსი

0 კომენტარი.:

Post a Comment