10.7.11
შოკოლადის კოლოფები ჟოლოთი
Approved by
შიკოლადის ყუთებისთვის: 460 გრ გამდნარი შავი შოკოლადი
შოკოლადის კრემისათვის: 490 მლ რძე, 4 დიდი ზომის კვერცხის გული, 100 გრ შაქარი, 1ს/კ სიმინდის სახამებელი, 3 ს/კ ფქვილი, 230 გრ გამდნარი შავი შოკოლადი, 340 გრ ჟოლო
შოკოლადის კოლოფების დასამზადებლად:
1. დიდი ზომის დაფაზე გავშალოთ პერგამენტი. პერგამენტზე დავასხათ გამდნარი შოკოლადი და გავშალოთ 36X28 სმ ზომის ოთკუთხედად (3 ს/კ შოკოლადი გადავინახოთ) და დაახლოებით 10 წუთით შევდგათ მაცივარში, ოღონდ შოკოლადს მთლად ბოლომდე ნუ გავაშეშებთ. ძალიან ბასრი დანით, სახაზავის დახმარებით გამოვჭრათ 12 ცალი 6,5 სმ გვერდების მქონე კვადრატი და შევაბრუნოთ საყინულეში შოკოლადის ბოლომდე გასაშეშებლად.
2. 3 ს/კ გადანახული გამდნარი შოკოლადი წებოდ გამოვიყენოთ და 4-4 ცალი კვადრატისგან შევაწებოთ შოკოლადის კოლოფები. შევაბრუნოთ საყინულეში „წებოს“ გასაყინად.
შოკოლადის კრემისათვის:
1. საშუალო ზომის სქელძირიან ქვაბში ჩავასხათ რძე და საშუალო ცეცხლზე მივიყვანოთ ადუღებამდე. დიდ ჯამში ვთქვიფოთ კვერცხის გული და შაქარი დაახლოებით 2 წუთის განმავლობაში, ან სანამ არ გათეთრდება. გოგლი-მოგლში ჩავათქვიფოთ ფქვილი და სახამებელი. კვერცხის მასაში წვრილ ნაკადად ჩავათქვიფოთ ცხელი რძე და სწრაფად მოვურიოთ (კვერცხი რომ არ მოიხარშოს).
2. რძიანი მასა ჩავაბრუნოთ ქვაში და საშუალო ცეცხლზე მორევა-მორევით შევასქელოთ (დაახლოებით 8 წუთი დასჭირდება). ქვაბი გადმოვდგათ ცეცხლიდან და ჩავათქვიფოთ გამდნარი შოკოლადი. შოკოლადის კრემი გადმოვიტანოთ დიდი ზომის ჯამში და ელექტრომიქსერით ვთქვიფოთ დაახლოებით 10 წუთი. ჯამს თავზე დავახუროთ და შევდგათ მაცივარში.
კოლოფების აწყობა:
შოკოლადის კოლოფები მოვათავსოთ თეფშზე. ჩავასხათ შოკოლადის კრემი და კრემს თავზე მოვაყაროთ დარეცხილი, დარჩეული და გამშრალი ჟოლო.
გემრიელად მიირთვით!
(კერტის სტოუნის რეცეპტებიდან)
საუკეთესო სურვილებით, თქვენი მერი პოპინსი
0 კომენტარი.:
Post a Comment