20.7.11
ატმის პუდინგი
Approved by
ინგრედიენტები: 1 კგ ატამი, 4 ს/კ შაქარი, 4 ს/კ წყალი, 1 ც ვანილის ჩხირი, 200 გრ დარბილებული კარაქი, 125 გრ შაქარი, 2 კვერცხი, 125 გრ ფქვილი, მარილი დანის წვერზე და 1 ჩ/კ სოდა ძმრით.
ატმები გავჭრათ შუაზე და გამოვაცალოთ კურკები. ჩავყაროთ ქვაბში, მოვაყაროთ 4 ს/კ შაქარი, დავასხათ წყალი და შემოვდგათ ცეცხლზე. მივიყვანოთ ადუღებამდე, ქვაბს თავახური დავახუროთ და გავაჩეროთ ცეცხლზე დაახლოებით 5-7 წუთი (წვენის შესქელებამდე). ვანილის ჩხირი გავჭრათ შუაზე, თესლი გამოვფხიკოთ და ჩავყაროთ ატმებიან ქვაბში, ჩენჩოც შიგნით ჩავუძახოთ. ჯამში ჩავდოთ 100 გრ დარბილებული კარაქი,125 გრ შაქარი და გავქნათ, ჩავუმატოთ კვერცხი და ჩავაყაროთ ფქვილი, მარილი და 1 ჩ/კ სოდა ძმრით და მოვზილოთ რბილი, წებოვანი ცომი. ცეცხლგამძლე პუდინგის ფორმას კედლებზე და ფსკერზე სქლად წავუსვათ დარჩენილი 100 გრ კარაქი, კედლებზე მოვაყაროთ შაქარი. ფორმაში ჩავალაგოთ და მთელ ფსკერზე გავანაწილოთ ატმები თავისი სიროპით (ვანილის ჩხირის ამოღება არ დაგავიწყდეთ!). ზემოდან კი უსწორმასწოროდ დავადოთ ცომის ნაფლეთები. შევდგათ 145 °C-მდე გახურებულ ღუმელში 45 წუთით (ასეთი პუდინგები ცხლად იჭმევა).
გემრიელად მიირთვით!
(ჯეიმი ოლივერის რეცეპტებიდან)
საუკეთესო სურვილებით, თქვენი მერი პოპინსი
0 კომენტარი.:
Post a Comment