შოკოლადის პუდინგი

Approved by Natia Jinjolava

ინგრედიენტები: 225 გრამი კარაქი, 15 გრ კარაქი ფორმებზე წასასმელად, კაკაოს ფხვნილი ფორმებზე მოსაყრელად, 210 გრ დაფშვნილი 70%-იანი შავი შოკოლადი, 4 მსხვილი კვერცხი, 4 კვერცხის გული, 135 გრ შაქარი, 50 გრ გაცრილი ფქვილი; 240 მლ ცხიმიანი ნაღები, 225 გრ დაფხვნილი 70%-იანი შავი შოკოლადი, და ვანილის ნაყინი მოსართავად
მომზადების წესი:
1. გავაცხელოთ ღუმელი 200°C ტემპერატურამდე. 6 ცალ 180 მლ-იან ცეცხლგამძლე კექსის ან პუდინგის ფორმას ამოვუსვათ კარაქი და კარგად მოვაყაროთ კაკოს ფხვნილი ცომი რომ არ მიიკრას.
2. 210 გრ შოკოლადი დარჩენილ 225 გრ კარაქთან ერთად გავქნათ დაბალ ცეცხლზე, სანამ შოკოლადი ბოლომდე არ გადნება. ცალკე ჯამში ელექტრომიქსერის მეშვეობით ავთქვიფოთ კვერცხები, კვერცხის გულები და შაქარი ზომაში ორჯერ მომატებამდე. ამისთვის დაახლოებით 3-5 წუთი დაგვჭირდება. შემდეგ ფრთხილად გადავურიოთ გამდნარ შოკოლადში. ჩავაყაროთ ფქვილი და კარგად მოვურიოთ. მიღებული მასა თანაბრად გავანაწილოთ მომზადებულ პუდინგის ფორმებში.
3. გამოვაცხოთ 8-10 წუთის განმავლობაში, ან სანამ არ მოიმატებს ზომაში. (ცენტრში გასასინჯად ჩარჭობილ ასანთის ღერს ცხიმი უნდა ამოყვეს). გავაჩეროთ დაახლოებით 3-4 წუთით.
4. მანამდე, პატარა ქვაბით ნაღები შემოვდგათ საშუალო ცეცხლზე და დუღილამდე მივიყვანოთ. ცეცხლიდან გადმოვდგათ და შოკოლადის მეორე ნაწილი ჩავაყაროთ. ენერგიულად ვურიოთ შოკოლადის ბოლომდე გალღვობამდე.
5. პუდინგის ფორმას ზემოდან თეფში დავაფაროთ და გადმოვატრიალოთ. პუდინგი ფორმიდან გადმოვა. საჭიროების შემთხვევაში ოდნავ შევაჯანჯღაროთ. გამზადებულ პუდინგს შოკოლადის სოუსი მოვასხათ და ვანილკის ნაყინით ერთად მივირთვათ.
გემრიელად მიირთვით!



საუკეთესო სურვილებით, თქვენი მერი პოპინსი

0 კომენტარი.:

Post a Comment