26.7.11
„ბელინი“ და „სანგრია“
Approved by
დღეს ორნაირ უსაზღვროდ გემრიელ, ძალიან პოპულარულ, საკმაოდ მარტივ და არაჩვეულებრივად გამაგრილებელ საზაფხულო კოქტეილს შემოგთავაზებთ. წარმოშობით ორივე კოქტეილი ხმელთაშუა ზღვიდანაა - ერთი იტალიურია, მეორე კი ესპანური.
კოქტეილი ბელინი
ბელინის მოსამზადებლად დაგჭირდებათ ნახევრად მშრალი ჩაციებული შამპანური და ასეთივე ცივი, კარგად დამწიფებული და სურნელოვანი ატმები.
ატმის პიურე გადაწურეთ საცერში, შეურიეთ შამპანური, ჩაასხით ჭიქებში და გემრიელად მიირთვით!
(ჯეიმი ოლივერის რეცეპტებიდან)
კოქტეილი სანგრია
სანგრიას მოსამზადებლად სულ ცოტათ მეტი გარჯა მოგიწევთ. აიღეთ ღვინის გრაფინი. გრეიფრუტი და ლიმონი (პრინციპში შეგიძლიათ გამოიყენოთ ხელთ არსებული ნებისმიერი ხილი, ძალიან გემრიელი გამოდის ატმით) დაჭერით წვრილ ნაჭრებად და ჩაყარეთ გრაფინში. დაუმატეთ ცოტა ლიქიორი „კვანტრო“, ბრენდი და თითქმის ბოლომდე შეავსეთ სუფრის წითელი ღვინით. ბოლოს დაუმატეთ ფორთოხლის წვენი.
(კერტის სტოუნის რეცეპტებიდან)
საუკეთესო სურვილებით, თქვენი მერი პოპინსი
0 კომენტარი.:
Post a Comment