20.7.11
ზღვა და მისი აქსესუარები
Approved byმოვიდა ნანატრი ზაფხული და დაიწყო ზღვის, აუზის და გარუჯვის სეზონი. გაჩნდა სასიამოვნო თავსატეხი, როგორი საბანო კოსტუმი ჩავიცვა, ნეტავ როგორი მოდაა წელს, როგორი აქსესუარები შევიძინო და ასე შემდეგ.
ყველას გვინდა რომ კარგი საბანაო კოსტუმით და შესაფერისი აქსესუარებით მოვიწონოთ თავი. იმიტომ რომ, ზუსტად ვიცი - საკმარისია პლაჟზე გახვიდეთ და ორიგინალური საბანაო კოსტუმი გეცვათ, მაშინვე ყურადღების ეპიცენტრში აღმოჩნდებით.
მოკლედ, შემიძლია რამოდენიმე რჩევით დაგეხმაროთ. მინდა შემოგთავაზოთ საბანაო კოსტუმის ორი ვარიანტი, მთლიანი და ზედა ქვედა ანუ ბიკინები.
ევროპული მოდის ტენდენციებიდან გამომდინარე წელს ძალიან მოდაშია მთლიანი საბანაო კოსტუმი, როგორც შავი, ასევე ჭრელი, ხალისიანი ფერის. ჩემი აზრით ამ სტილის საბანაო კოსტუმი ტანს ბიკინებზე შედარებით ლამაზს აჩენს.
აბა, ნახეთ ჩემს მიერ შემოთავაზებული მთლიანი და არა მთლიანი საბანაო კოსტუმები. დამეთანხმებით ყველა ძალიან ორიგინალურია. ვერავინ იტყვის რომ ძველმოდური ხართ. დამერწმუნეთ ბევრი დაინტერესდება და გკითხავთ სად შეიძინეთ. ხოლო რაც შეეხება თინეიჯერებს, მათთვისაც შემოვინახე ერთი-ორი ჭრელი ძალიან ლამაზი მოდელი.
ამ ლამაზ კოსტუმებს თავისი შესაფერისი საზღვაო ფეხსაცმელიც სჭირდება, აბა როგორ გინდათ? საკმარისია ეს ფეხსაცმელი თუ შლოპანცი, რაც გინდათ ის დაარქვით, რომ შეიძინოთ, მას ყველა ჩემს მიერ შემოთავაზებულ საბანაო კოსტუმთან ჩაიცმევთ ფერის განურჩევლად.
ამბობენ წელს ყველაზე მწველი და რადიაციული მზეაო. ამიტომ საშიშია თაკარა მზეზე ქუდის გარეშე სიარული. საზღვაო აქსესუარების სრული კომპლექტი რომ შევქმნათ საჭიროა ყველაფერთან ერთად ერთი ან ორი ლამაზი ქუდიც შევიძინოთ. 60-იანი წლების მოდა დაბრუნდა და ჭილოფის ქუდები ისევ მოდაში შემოვიდა.
საზღვაო ჩანთას რაც შეეხება, იგი აუცილებლად ტევადი და მოხერხებული უნდა იყოს. მოდასაც არ უნდა ჩამოჩებოდეს და თქვენს საზღვაო აღჭურვილობასაც უნდა უხდებოდეს. მე შემოგთავაზებთ ისეთ მოდელს, რომელიც ასევე ყველა ჩემს მიერ შემოთავაზებულ საზღვაო კოსტუმს მოუხდება.
რა თქმა უნდა, პარეოც არ დამვიწყებია. დავუშვათ მოგვინდა პლაჟთან ახლო მდებარე ბარში გადასვლა. შეგიძლიათ მსუბუქი კაბა გადაიცვათ, რომელიც პარეოს ფუნქციას ასრულებს ან კიდევ ლამაზი პარეო შეიძინოთ და შეიმოსოთ.
მოკლედ თავს აღარ შეგაწყენთ ჩემი რჩევებით და დაგემშვიდობებით. აბა წარმატებულ შოფინგს და ზღვაზე კარგ დროს ტარებას გისურვებთ! მე დიდი ხნით არ გემშვიდობებით, რამოდენიმე დღით ზღვაზე ვაპირებ ჩასვლას. ძალიან მალე დავბრუნდები და სათვალეების მოდის შესახებ გიამბობთ.
კეთილი სურვილებით, თვენი ფიგენია დაუთფაიერი
0 კომენტარი.:
Post a Comment