13.7.11
ისევ ჯაზი
Approved byჩეტ ბეიკერი |
ჯაზის ისტორია 1920 წელს ნიუ-ორლეანში დაიწყო. მის განვითარებაში დიდი წვლილი მიუძღვის აფრო–ამერიკელთა კულტურულ ტრადიციებს. ჯაზი აღმოცენდა ბლუზზე, რომელიც დასავლეთ აფრიკული კულტურისა და ტრადიციების საფუძველზე ჩამოყალიბდა და რომელსაც საფუძველი დაუდო გათავისუფლებულმა აფრიკელმა მონებმა სამხრეთ ამერიკაში.
მე-20 საუკუნის დასაწყისში, აფრო-ამერიკულ საზოგადოებაში დამკვიდრების შემდეგ, ჯაზი 20-იან წლებში უკვე გავლენას ახდენს მუსიკის სხვა ჟანრებზეც.
ჯაზისთვის დამახასიათებელია რბილი ნოტები, სინკოპირება, სვინგი, პოლირითმია და იმპროვიზაცია. ჯაზს ხშირად „ამერიკის კლასიკურ მუსიკად“ მოიხსენიებენ.
ლუი არმსტრონგი |
ჯაზმენების პირველი ტალღის თვალსაჩინო წარმომადგენელია რედი კეპარდი, კლარენს ვილიამსი და სხვა მრავალი. ხოლო მეორე ტალღა ჯაზმენებისა კი იყო ჯერი როლ მარტონი, ჯო ოლივერი, რომელმაც ნიუ ორლეანში აღმოაჩინა ახალგაზრდა კორნეტისტი ლუი არმსტრონგი. მალე ის ერთერთ ყველაზე წარმატებულ და აღიარებულ მუსიკოსად იქცა მსოფლიოში.
ჯაზის ისტორიას არ გავაგრძელებ, პირდაპირ გადავალ სხვა და სხვა დროის ჯაზმენებზე, რომეთაც მე ძალიან დიდი სიამოვნებით ვუსმენ.
ჯონ კოლტრეინი |
ჯონ უილიამ კოლტრეინი – ამერიკელი ლეგენდარული ჯაზ საქსოფონისტი, კომპოზიტორი, რომელმაც წარუშლელი კვალი დტოვა ჯაზურ მუსიკაში. მოღვაწეობდა 1955-1960 წლებში როგორც საიდმენი, შემდეგ - როგორც ჯაზ ბენდის ლიდერი.
მაილს დევისი – ერთ–ერთი ყველაზე გავლენიანი ნოვატორი მუსიკოსი, ჯაზის შემსრულებელი, კომპოზიტორი. მინდა გითხრათ რომ ცნობილი მიმდინარეობა ჯაზ–როკი სწორედ მისი ნამუშევრებიდან წარმოიშვა სხვა მუსიკოსებთან ერთად გვიანდელ 1960-იან და ადრეულ 1970-იანებში.
ოსკარ პეტერსონი |
ჩეტ ბეიკერი – 80–იანი წლების ჯაზმენი, რომელიც მღეროდა კიდეც. მის კომპოზიციებს საოცარი ზეგავლენის მოხდენა შეუძლია ადამიანზე. პირადად მე 60–იანი წლების ამერიკას წარმოვიდგენ - ვეწევი სიგარას, მივირთმევ ვისკის და ლაივში ვუსმენ ჯაზის ამ კორიფეს. ხომ მაგარიააა!!!! აქვე გთავაზობთ ჩეტ ბეიკერის ერთ–ერთ ცნობილ სიმღერას „Just Friends“, მოუსმინეთ და ისიამოვნეთ!
ოსკარ იმანუელ პიტერსონი— კანადელი ჯაზის პიანისტი და კომპოზიტორი. დუკ ელინგტონმა მას „კლავიატურის მაჰარაჯა“ უწოდა და ის საყოველთაოდ ჯაზის ისტორიაში ყველაზე ვირტუოზ პიანისტად არის აღიარებული.
2004 წელს ტორონტოს ერთ –ერთ ცენტრალურ მოედანს მისი სახელი დაარქვეს.
დამერწმუნეთ მისი მუსიკის მოსმენა ნამდვილი „კაიფია“. მოდით თქვენც მოუსმინეთ და ამაში დარწმუნდებით.
ელა ფიცჯერალდი |
ელა ჯეინ ფიცჯერალდი – ასევე ცნობილი, როგორც „ლედი ელა“ (სიმღერის პირველი ლედი) მე-20 საუკუნის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ჯაზის მომღერალი, ცამეტი გრემის მფლობელი, ეროვნული ხელოვნების მედლით დაჯილდოებული პრეზიდენტ რეიგანის მიერ, და თავისუფლების საპრეზიდენტო მედლით - პრეზიდენტ ბუში უფროსის მიერ. სამ-ოქტავიანი ვოკალური დიაპაზონით დაჯილდოებული მომღერალი გამოირჩეოდა ტონის სიწმინდით, თითქმის შეუმცდარი ფრაზითა და ინტონაციით და განუმეორებელი იმპროვიზაციის შესაძლებლობით.
საუკეთესო სურვილებით, თქვენი იფიგენია დაუტფაიერი
1 კომენტარი.:
ძალიან ვისიამოვნე ძველი ჯაზის გახსენებით და აღმოვაჩინე რომ, თურმე ძველი ჯაზი დიდი ხანია დავივიწყე და აღარ ომისმენია.
50-იან - 60-იან წლებში, როცა ჯაზი ფეხს იდგამდა, თითქოს მართლაც პატარა ბავშვივით და ჩამოუყალიბებელი იყო ეს მიმართულება, მაგრამ მერე იმდენად გაიშალა და იმდენად დაიხვეწა რომ მართლაც თამამად შეიძლება კლასიკასთან შედარება.
კარგს იზამთ თუ ჯაზის სერიას გააგრძლებეთ და ცოტა აქეთ გადმოინაცვლებთ - 80-იან - 90-იან წლებში, ექსპერიმენტების ერაში, რაცა უამრავი საინტერესო ექსპერიმენტი გაჟღერდა ჯაზის სცენიდან. მარტო ჯონ მაკლაფენის და მაჰავიშნუს ორკესტრის ერთობლივი ნამუშევარი ან იან გარბარეკის და ზაკირ ჰუსეინის ალბომი making music ღირს ექსპერიმენტალურ ჯაზში თავით გადაშვებად.
გისერვებთ წარმატებებს ;)
Post a Comment