24.7.11
ესპრესოს კრემ-ბრულე - Espresso Crème Brûlée
Approved by
ინგრედიენტები: 295 მლ ცხიმიანი ასათქვეფი ნაღები, 155 მლ რძე, 100 გრ შაქარი, 10 გრ ხსნადი ყავა, 1 ვანილის ჩხირი, 7 ც კვერცხის გული, 20 გრ ლერწმის შაქარი
მომზადების წესი:
1. ღუმელი 100°C-მდე გაახურეთ. საშუალო ზომის ქვაბში ერთმანეთში აურიეთ ნაღები, რძე, 100 გრ შაქარი და ხსნადი ყავა. შუაზე გაჭრილი ვანილის ჩხირიდან კოვზით თესლი გამოფხიკეთ და რძიან მასაში ჩაათქვიფეთ.
2. დიდი ზომის ჯამში ათქვიფეთ კვერცხის გულებს დაუმატეთ 60 მლ ნაღებიანი მასა, კარგად ათქვიფეთ და გვერდზე გადადგით. ვანილის გამონაფხეკი ჩენჩო რძიან და ნაღებიან ქვაბში ჩაუძახეთ.
3. საშუალო ცეცხლზე ნაღებიანი ქვაბი თითქმის დუღილამდე მიიყვანეთ და ყავისა და შაქრის საბოლოოდ გადნობამდე ურიეთ. გადმოდგით ცეცხლიდან და 5 წუთი გასაგრილებლად დატოვეთ. შეგრილებული ნაღებიანი მასა თანდათანობით ჩაათქვიფეთ კვერცხის გულებში.
4. მიღებული მასა საცერზე გადაწურეთ და გაანაწილეთ 4 ცალ 175 მლ-იან ცეცხლგამძლე (დეკორატიულ) ფორმაში. დიდი ზომის ცეცხლგამძლე თუნუქის ტაფა ან საცხობი ფორმა ნახევრამდე გაავსეთ ცხელი წყლით და ამ წყალში მოათავსეთ კრემიანი ფორმები.
5. კრემი ღუმელში შედგით გამოსაცხობად დაახლოებით 2 საათით. ფორმას რომ შეანჭყრევთ და კრემი ოდნავ შეცახცახდება, უკვე მზად იქნება (კრემი გაციების შემდეგ შედედდება). კრემიანი ფორმები წყლიდან ამოალაგეთ და გასაგრილებლად დატოვეთ. შემდეგ მაცივარში შედგით და საბოლოოდ ჩააციეთ.
6. უკვე გაცივებულ კრემს თავზე ლერწმის შაქარი მოაყარეთ და სანთურას ან (ნებისმიერი ცეცხლიანი ხელსაწყოთი) დააკარამელეთ. კარამელის გასახმობად კრემი 10 წუთით საყინულეში შეაბრუნეთ.
გემრიელად მიირთვით!
(კერტის სტოუნის რეცეპტებიდან)
საუკეთესო სურვილებით, თქვენი მერი პოპინსი
0 კომენტარი.:
Post a Comment