17.7.11
ნამცხვარი შავი ქლიავით და თხილით
Approved by
ინგრედიენტები: 125 გრ თხილი, 125 გრ ნუში, 200 გრ დარბილებული კარაქი, 150 გრ შაქრის პუდრა, 3 კვერცხი, 100 გრ თხილი, 1 კგ შავი ქლიავი, 3-4 ს/კ გარგრის ჯემი
თხილი და ნუში დავფქვათ ბლენდერში. კარაქი ავთქვიფოთ შაქართან ერთად. ავიღოთ ტორტის მოზრდილი გასახსნელი ფორმა და კარგად დავცხიმოთ. კარაქი კარგად რომ აითქვიფება (კრემივით), ჩავურიოთ დაფქული თხილი და კვერცხები თითო-თითოდ. თხილიან მასას ჩავაზილოთ 100 გრ ფქვილი (შეგიძლიათ ფქვილი საერთოდ არ იხმაროთ). ქლიავი გავჭრათ ოთხ-ოთხ ნაწილად (კურკა გავაცალოთ). ფორმაში ფსკერზე გავანაწილოთ ცომი და ცენტრიდან კიდეებისკენ სპუირალურად ვერტიკალურ მდგომარეობაში ჩავარჭოთ ქლიავის ნაჭრები. შევდგათ 190°C-მდე გახურებულ ღუმელში 15 წუთით, ამის შემდეგ ცეცხლს დავუწიოთ 150°C-მდე და დავტოვოთ დაახლოებით 30-40 წუთი საბოლოო გამოცხობამდე.
ავიღოთ გარგრის მურაბა ან ჯემი და შევათბოთ დაბალ ცეცხლზე, შემდეგ გავწუროთ საცერში. მიღებული მასა მოვასხათ უკვე გამზადებულ ნამცხვარს, ქლიავები ძალიან ლამაზად იპრიალებს.
გემრიელად მიირთვით!
(იულია ვისოცკაიას რეცეპტებიდან)
საუკეთესო სურვილებით, თქვენი მერი პოპინსი
0 კომენტარი.:
Post a Comment