6.7.11
ნამცხვარი მასკარპონეთი და კენკრით
Approved by
ამ ტორტის მთავარი ღირსება იმაში მდგომარეობს, რომ არც ცხობა ჭირდება და არც კრემის ხარშვა. უმარტივესად მზადდება, უგემრიელესია და ძალიან სასიამოვნოა ზაფხულის სიცხეში.
ინგრედიენტები: 250 გრ ყველი „მასკარპონე“, 1 კვერცხი, 1 ს/კ შაქარი, 250 გრ „პეჩენიე“, 60 გრ დარბილებული კარაქი, 1 ც ვანილის ჩხირი ან ვანილიანი შაქარი.
გავაცალკევოთ კვერცხის ცილა და გული. კვერცხის გულისა და შაქრისგან გავაკეთოთ გოგლი-მოგლი. ავთქვიფოთ კვერცხის ცილაც. გასახსნელ ტორტის ფორმაში ჩაცაფინოთ ცხიმწასმული პერგამენტი. ავიღოთ 250 გრ ფხვიერი „პეჩენიე“ და დავაქცუცმაცოთ. დაფხვნილ პეჩენიეს დავუმატოთ დარბილებული კარაქი და მოვზილოთ ცომივით. ტორტის ფორმაში ჩაფეილ პერგამენტზე ჩავტკეპნოთ მიღებული ცომი და მოვასწოროთ. შევდგათ საყინულეში 5 წუთით. გოგლიმოგლში ჩავამატოთ ვანილი და ძალიან დაბალ სიჩაქარეზე ჩავათქვიფოთ მასკარპონეს და ვურიოთ სანამ მასა არ გახდება კრემის კონსისტენციის (დიდხანს თქვეფა არ ჭირდება, შეგიძლიათ მარტივად გადაურიოთ კოვზითაც). მიღებულ მასას ძალიან ფრთხილად ჩავურიოთ ათქვეფილი ცილა. კრემი გადავდოთ საკონდიტრო შპრიცში და მოვრთოთ საყინულედან გამოღებული პეჩენიეს ბისკვიტი. დაახლოებიტ 20 წუთით შევაბრუნოთ მაცივარში. შემდეგ გამოვიღოთ და მოვრთოთ გადარჩეული, გარეცხილი და გამშრალი კენკრით (მარწყვი, ჟოლო, მაყვალი, წითელი მოცხარი...).
გემრიელად მიირთვით!
(იულია ვისოცკაიას რეცეპტებიდან)
საუკეთესო სურვილებით, თქვენი მერი პოპინსი
0 კომენტარი.:
Post a Comment