9.7.11
ჟელე ხილით და შამპანურით
Approved by
ინგრედიენტები: დაახლოებით 300 გრ კენკრა, 100 მლ გრეიფრუტის წვენი, 400 მლ შამპანური, 1ც ჟელატინის ფირფიტა.
ავიღოთ კენკრის ნარევი (ჟოლო, მარწყვი, მაყვალი, წითელი მოცხარი ან მოცვი), გავასუფთაოთ, გავრცეხოთ და ჩავალაგოთ ჭიქებში. ჟელატინის ფირფიტა (ან 1 ს/კ ჟელატინი) ჩავალბოთ წყალში. გრეოფრუტის წვენი შევათბოთ და შემთბარ წვენში გავხსნათ დამბალი ჟელატინი. მერე კი დავუმატოთ შამპანური და აქაფებული სითხე სასწრაფოდ დავასხათ ჭიქებში განწილებულ ხილს და შევდგათ მაცივარში შესადედებლად.
ვისაც ძალიან ტკბილი დესერტი გიყვართ, შეგიძლიათ დაუმატოთ დაახლოებით 100 გრ შაქრის პუდრა.
გემრიელად მიირთვით!
(იულია ვისოცკაიას რეცეპტებიდან)
საუკეთესო სურვილებით, თქვენი მერი პოპინსი
0 კომენტარი.:
Post a Comment