29.3.12
სუფრაზე თამადაზე უკეთესად და დიდხანს ლაპარაკი უწესობაა
Approved by
ალბათ ძალიან ბევრის წყრომას და შეიძლება სამართლიანსაც დავიმსახურებ, მაგრამ
უნდა ვაღიარო, რომ ქართული ტრადიციული სუფრა, თავისი ტრადიციული სადღეგრძელოებით, დაწყებიდან
სადღაც 2-3 საათის შემდეგ სასტიკად მწყინდება... სხვისი არ ვიცი და ძალიან მღლის ერთი
და იგივე თემაზე, ანუ თითოეულ სადღეგრძელოზე 30 კაცის ერთი და იგივე აზრის ოცდაათჯერ
შთაგონებული და ბედნიერი სახით მოსმენა. განსაკუთრებით მას მერე, თანამეინახენი რომ
დათვრებიან და გონიათ რომ ყველაზე კარგი სადღეგრძელო ისაა, რომელსაც სხვებზე დიდხანს
გაწელავ, თანაც ისეთ თემებზე, როგორიცაა სამშობლო, მეგობრობა, სიყვარული, ანუ რაზეც
ახალს და აქამდე შენგან წარმოუთქმელს და სხვებისგან მოუსმენელს ვერაფერს იტყვი.
ახლა, ლექსებიანი სადღეგრძელოები? პირველად შეიძლება მართლაც კარგი მოსასმენი
იყოს, მაგრამ პოეზიისმოყვარული თამად თუ ახლობელია, მაშინ განწირული ხართ სუფრიდან
სუფრამდე ლებანიძის, მაჭავარიანისა და გალაკქტიონ ტაბიძის რამდენიმე ლექსი ისმინოთ.
ან იმ სადღეგრძელოს რა ვუთხარი, სახლში, სარკესთან რომაა წინასწარ მომზადებული და სკოლის
თემასავით „საზეპიროებითაა“ გაზავებული.
მაგრამ ამ ყველაფერზე სხვა დროს: ამას წინათ რამდენიმე სუფრაზე ისეთი „ახალმოდური“
სადღეგრძელოები მოვისმინე, რომ ვატყობ, რაზეც ზედა ორ აბზაცში ვიწუწუნე, მალე სანატრელი
გამიხდება. ჯერ წინაისტორიით დავიწყებ. მეგონა რომ უკვე მოძველებური და ნაფტალინმოყრილი
„სამი ჩ“-ს (ჩვენი ჩუმი ჩანაფიქრის), სადღეგრძელოზე უაზროს ვერასდროს ვერაფერს მოვისმენდი,
მაგრამ მალევე მომასმენინეს - „ოთხი ჩ“-ს სადღეგრძელო ანუ „ჩვენი ჩუმი ჩათლახური ჩანაფიქრის“.
სიტყვა „ჩათლახური“ როგორ შეეფერება და ზუსტად ასახავს იდეალური ქართულის სუფრის სულს
ამაზე აღარ გავაგრძელებ. ყველა სიამოვნებით სვამდა და შეიძლება აღფრთოვანება არ გამოუხატავთ,
მაგრამ რატომღაც არავის გაჩენია პროტესტის გრძნობა. თუმცა, ასეთი სადღეგრძელოები გემოვნების
საკითხი უფროა და ამიტომ მათ არსებობას მაინცდამაინც არ შევუწუხებივარ.
ბოლო ნახევარი წლის ნამძილზე უკვე სამ ქორწილში მოვისმინე კაცების სადღეგრძელო.. .არა, არც კაცური კაცების, არც ნამდვილი ქართველი კაცების, არც ვაჟკაცების, ჩვეულებრივი კაცების სადღეგრძელო! და როგორ უხარიათ, რა ჟრიამული დება სუფრაზე და როგორი ენთუზიაზმით
სვამენ?! როგორ არ იშურებენ საკუთარი თავისთვის საქებარ სიტყვებს „ჩემნაირ კაცებს გაუმარჯოსო“...
აი, ეს უკვე არაფერ ქართულში და ტრადიციულში აღარ ჯდება და არც ჩვენთვის აწ ასე საყვარელ
ამერიკულში. ამას რა ქვია ალბათ ყველა თავადაც კარგად ხვდებით და აქ ნუ დამაწერინებთ,
ეს წესიერი და კულტურული ბლოგია. მით უმეტეს, რომ ბოდიშის მოხდა ისედაც მომიწევს შემდეგი
სადღეგრძელოს ციტირებითვის.
ერთ-ერთ რესტორანში ერთ-ერთი ქართული ბანკის ცენტრალური ოფისის თანამშრომლები
ქეიფობდნენ. უცებ, სუფრის თავიდან ერთი ახალგაზრდა კაცი (ბიჭი არა, კაცი) წამოდგა, ჭიქა ხელში მოიმარჯვა, სასადღეგრძელო განმკლავი დაიჭირა და მაგიდის მეორე ბოლოში მჯდომ კოლეგას საკმაოდ ხმამაღლა გადასძახა: „გოგი, ამ ჭიქით ყველა
ყლეს გაიმარჯოსო!“ (უკაცრავად ციტატისთვის, ავტორის სტილი დაცულია) და სასმისი ბოლომდე
გამოცალა. მარტო იმათ სუფრაზე არა, მთელ რესტორანში სამარისებული სიჩუმე ჩამოვარდა
ცოტა ხნით, მეგონა მოკლავდნენ. არაფერი, ზუსტად ნახევარ წუთში ჩვეულებრივი ზუზუნი გაგრძელდა.
მერე ერთმა საერთო ახლობელმა მითხრა, ყველა სუფრაზე „ჩვენი თანამშრომელი ბოზების“ სადღეგრძელოს
სვამს და ყველა თანამშრომელ გოგოს უხარია გულში, ყველა თვლის რომ სხვებზე ამბობსო...
საუკეთესო სურვილებით, თქვენი მერი პოპინსი
1 კომენტარი.:
Post a Comment