ზოოპარკი გალიაში და მის მიღმა

Approved by Natia Jinjolava


როგორ ვთქვა და ზოგიერთი ცხოველი (განსაკუთრებით მაიმუნი) ბევრ ადამიანზე უფრო გონიერად და მოხერხებულად იქცევა. შიმპანზეები უკვე კარგა ხანია კაკლის გასატეხად ქვის იარაღს იყენებენ, იაპონელმა მაკაკებმა კი ცივი ზამთრის გადაგორების მარტივ მეთოდს მიაგნეს. მე-20 საუკუნი 70-იან წლები იაპონიის ნაციონალურ პარკში ორმა ახალგაზრდა მთის მაკაკამ ერთ-ერთ ბალნეოლოგიურ კურორტზე ცხელი წყლის ბუნებრივ აუზს მიაგნო და თოვლისა და ყინვისაგან შეწუხებულმა პრიმატებმა გამაჯანაღებელი აბაზანაც მიიღეს. გამბედავ წყვილს მალე თანამოძმეებმაც მიბაძეს და მას მერე მაიმუნები ყოველ ზამთარს ცხელ წყალში ნებივრობაში ატარებენ. ადამიანები იძულებული გახდნენ მოშორებით, თავითვის ხელოვნური აუზი აეშენებინათ.
ჩემი მეგობარი წყვილი განგების ნებით ჰონგ-კონგის ზოოპარკში აღმოჩნდა. ახალდაქორწინებულებმა ბილეთები აიღეს და აბსოლუტურად ღია სივრცის დათვალიერებას შეუდგნენ. ულამაზეს პარკში ჩიტები და ბალახისმძოველი ცხოველები თავისუფლად დანავარდობდნენ, პეპლები დაფარფატებდნენ, იები თავს იწონებდნე ბუჩქი ძირას. ერთი სიტყვით, ირგვლივ სრული ჰარმონია და ნეტარება სუფევდა. ახალგაზრდა ცოლ-ქმარი ბუნებით ტკბობით გაერთო. იარეს, იარეს და ხუთი მეტრის სიმაღლის გალავანს და დაკეტილ, დაგმანულ და გადარაზულ უზარმაზარ კარიბჭეს მიადგნენ. აი, სწორედ აქ იჩინა თავი ქართულმა თავისუფლებისმოყვარულმა სულმა. აბა, რომელი ჭეშმარიტი ბილეთნაყიდი ქართველი ტურისტი შეეგუებოდა გზაზე გადაღობილ ცხრაკლიტულს. კარს ხან წიხლი ურტყეს, ხან ეჯაჯგურენ - ურდულს ჩამოეკიდნენ, ხან გადაძრომა სცადეს, ხან შემოვლა, არაფერმა გაჭრა. შესასვლელი საგულდაგულოდ იყო ამოლესილი. 
ზოოპარკის სხვადახვა კუთხიდან შეშფოთებული პერსონალი მოვარდა, ჩინურად ყაყანებდნენ და გაცხარებული ჟესტიკულაციით ცდილობდნენ წყვილის შესავლელისგან მოშორებას. ჩვენები კი ჩხუბობდნენ და საკუთარ დარღვეულ უფლებებს იცავდნენ - რას ქვია, რაღაცა ყველაზე საინტერესოს გვიმალავთ, ახლავე შეგვიშვითო. საბრალო ჩინელები ლამის ევედრებოდნენ - არა, არ გინდათო და თან საათზე უჩვენებდნენ. ამ გაწამაწიაში კარიბჭეს ეროპელ დამთვალიერებელთა ჯგუფი და 2 ავტომანქანა მოადგა - შეჯავშნული ავტობუსი და გიგანტურგალიაშემოდგმული პიკაპი. ქართველებს, როგორც იქნა უხსნეს, რომ ჯგუფთან ერთად სანატრელ ღობესმიღმა შეუჩვებდნენ და ტრანსპორტის არჩევანი შესთავაზეს. ჩვენებიც რასაკვირველია გალიაში ჩასხდნენ და სამხრეთ და ჩრდილოეთ კორეას შორის საზღვარზე უფრო მკაცრად დაცული დენის მავთულხლართებშემოვლებული ორმაგი ჭიშკარი გადალახეს...
სულ მალე გაირკვა, რომ ჩვენი ნორჩი ნატურალისტები მტაცებელი ცხოველების დაპურების ექსტრემალურ ტურზე აღმოჩნდნენ - ზოოპარკის თანამშრომლები გალიაზე და ავტობუსზე მთელ-მთელ ძროხის ბარკლებს, ნეკნებს და სხვა ნაწილებს ამაგრებდნენ და ახლო-მახლო ბუჩქებიდან დამშეული ლომები, ვეფხვები, პანტერები... გამორბოდნენ, მანქანებს ახტებოდნენ და პირს იკოკლოზინებდნენ. თქვენს მტერს, მგავსი ატრაქციონითვის შეუმზადებელი ცოლ-ქმარი რომ დღეში აღმოჩნდა და იმათმა რაც შიში ჭამეს. ექსკურიის ბოლოს, მანქანა კბილებალესილი მგლების ხროვის გარემოცვაში რომ მოხვდა, ჩვენებურებს რეაქცია უკვე თითქმის აღარ ქონდათ - თავისთვის ფიქრობდნენ, რა დღეში აღმოჩნდებოდნენ, გალიაში რომ არ მჯდარიყვნენ და როგორც თავდაპირველად აპირებდნენ, ღობეზე გადაძრომა რომ მოეხერხებინათ.
ამ ისტორია, რომ გვიყვებოდნენ, წყვილის თავგადასავლით შეწუხებულმა და შეშფოთებულმა ერთმა ახლობელმა წამოიძახა: „აი, რას ნიშნავს ჩინური რომ არ იცოდნენ, თორემ ხომ გაიგებდნენ ზოოპარკის თანამრომლები რას ეუბნებოდნენო!“ ჩინურის და თუნდაც უიღიურის ცოდნა სულ არაა იმის მიახვედრად საჭირო, ზოოპარკის პერსონალი, ლამის დჩოქილი რომ გეხვეწება ნუ შეხვალო, იქ არ უნდა შეხვიდე.
უნივერიტეტის პირველ კურსზე ლექტორმა დავალება მოგვცა თემა დაგვეწერა ჩვენს წინაპრებზე. ჩემმა კურსელმაც, არც აცია, არც აცხელა, ჩანახატი ზოოპარკში მცხოვრებ შიმპანზეებზე გააკეთა. სადაც დედა მაიმუნი ცელქ შვილს გალიის მიღმა მდგომ ადამიანებზე მიუთითებდა და ემუქრებოდა: „ჭკიანად თუ არ იქნები და ხეზე არ ამოხვალ, ამათ დაემსგავებიო“...

საუკეთესო ურვილებით, თქვენი მერი პოპინსი

0 კომენტარი.:

Post a Comment