Egg Sardou - კვერცხი სარდო

Approved by Natia Jinjolava


კვერცხი სარდო, ანუ სარდოს კვერცხები (Egg Sardou) კრეოლური სამზარეულო ერთ-ერთი ყველაზე სახელგანთქმული კერძია და ნაღების, მოთუშული იპანახის, არტიშოკის გულების, თოხლო კვერცხისა და ჰოლანდიური სოუსისგან შედგება. როგორც ამბობენ, „სარდოს კვერცხები“ ლუიზიანაში, ახალი ორლეანის სახელგანთქმულ რესტორანი „Antoine’s“-ის მზარეულების ქმნილებაა და სახელი მე-19 საუკუნის ცნობილი ფრანგი დრამატურგი ვიქტორ სარდოს საპატივცემულოდ უწოდეს.

კვერცხი სარდო
4 ულუფა
ინგრედიენტები: 6 ს/კ კარაქი, თეთრი პილპილი, 2 ჭ ჰოლანდიური სოუსი, მარილი გემოვნებით, 1 ს/კ წვრილად დაჭრილი ოხრახუში, ½ ჭ ცხიმიანი ნაღები, 2 დიდი კონა ისპანახი, 8 კვერცხი, 8 ცალი საშუალო ზომის არტიშოკი, 2 ს/კ ფქვილი, ½ ჭ რძე, 1 ჩ/კ ძმარი
ფართო, სქელძირიან ტაფაზე საშუალო ცეცხლზე გავადნოთ 2 ს/კ კარაქი. ჩავუმატოთ ფქვილი და ვხალოთ მორევა-მორევით დაახლოებით 1 წუთის განმავლობაში. ჩავათქვიფოთ რძე და ნაღები და დაბალ ცეცხლზე წამოვადუღოთ. ცეცხლი მაქსიმალურად დავუწიოთ და ვადუღოთ დაახლოებით 3 წუთი სოუსის შესქელებამდე. ცხელ სოუსში ჩავყაროთ ისპანახი, მოვაყაროთ მარილი და პილპილი. ვადუღოთ 1 წუთი და გადმოვდგათ ცეცხლიდან და შევინახოთ ცხლად. მეორე ტაფაზე გავადნოთ დარჩენილი კარაქი საშუალო ცეცხლზე, დავაგდოთ გაფცქვნილი და გასუფთავებული არტიშოკის გულები და ვთუშოთ დაახლოებით 2 წუთი (არტიშოკი რომ შეთბეს). მოვაყაროთ მარილი და პილპილი. ტაფას თავსახური დავაფაროთ და გადავდგათ ცეცხლიდან. დიდი ქვაბით მარილიანი წყალი ავადუღოთ. კვერცხები სათითაოდ გავტეხოთ და თითო-თითოდ ჩავასხათ თურქული ყავის ჭიქებში. მდუღარე წყალში ჩავასხათ ძმარი და სათითაოდ  ძალიან ფრთხილად ჩავასხათ კვერცხები.  ცეცხლს მაქსიმუმამდე ჩავუწიოთ და ვადუღოთ 2-2,5 წუთი. კვერცხები ფრთხილად ამოვიღოთ ქაფქირით და დავალაგოთ ქაღალდის ხელსახოცდაფენილ თეფშზე, კარგად რომ  დაიწუროს. მოვაყაროთ მარილი და პილპილი.
ნაღებიანი ისპანახი გავანაწილოთ ოთხ თეფშზე, თითოეულ თეფშზე დავალაგოთ 2-2 ცალი არტიშოკის გული. არტიშოკეზე მოვათავსოთ თოხლო კვერცხები. სულ ბოლოს ზემოდან ჰოლანდიური სოუსი მოვასხათ, მოვაყაროთ ოხრახუში (სავალდებულო არაა) და გემრიელად მივირთვათ.

Sauce Hollandaise - ჰოლანდიური სოუსი
ინგრედიენტები: 4 კვერცხი გული, 1 ს/კ ახალდაწურული ლიმონის წვენი, 100 გრ კარაქი, მწიკვი ცხარე წიწაკა, მწიკვი მარილი
კვერცხის გულები და ლიმონი წვენი ვთქვიფოთ სანამ ზომაში არ გაორმაგდება. შემოვდგათ ცეცხლის აბაზანაზე და გავაგრძელოთ თქვეფა. როგორც კი შესქელდება, კვერცხის სოუში წვრილ ნაკადად და ნელ-ნელა ჩავასხათ გამდნარი კარაქი. ყურადღება მივაქციოთ: სოუი ზედმეტად თუ გაგვიცხელდა, კვერცხი შეიკვრება და ერბოკვერცხი გამოგვივა. სოუსი ზომაში რომ გაორმაგდება გადმოვდგათ ცეცხლიდან. ჩავათქვიფოთ მარილი და წიწაკა. სანამ კვერცხს მოვახამთ შევინახოთ თბილ ადგილას.

საუკეთესო სურვილებით, თქვენი მერი პოპინსი

0 კომენტარი.:

Post a Comment