მანჰეტენჰენჯი - მზის ჩასვლის სასწაული ნიუ-იორკში

Approved by Natia Jinjolava


National Geographic-ის 2011 წლის ნოემბრის
ერთ-ერთი საუკეთესო ფოტო
"მანჰეტენჰენჯი ნიუ-იორკში"

ნებისმიერი ნიუ-იორკის მცხოვრები სრულიად დარწმუნებულად გეტყვით, რომ მანჰეტენი და ბუნება - ორი ერთმანეთთან სრულიად შეუთავსებელი ფენომენია. ვერცერთ ნატურალისტ ესთეტს, თუ მაინცდამაინც მაღალი ტექნოლოგიების თაყვანისმცემელი არ არის, ვერ აღაფრთოვანებს ქალაქის ბიზნეს-ცენტრში აღმართული ცათამბრჯენები. მაგრამ წელიწადში ორჯერ, ბუნების სასწაული მანჰეტენზეც ხდება როცა მზე ზუსტად გეომეტრიული წრფის სიზუსტით გაშენებული ქუჩების გასწვრივ ჩადის, ქალაქს დასავლეთიდან აღმოსავლეთის მიმართულებით ჯადოსნურად ანათებს და კუნძულის ბინადრები და მისი სტუმრები არაჩვეულებრივი და დაუვიწყარი დაისის მოწმეები ხდებიან.
ამ ულამაზეს მოვლენას ბრიტანული სტოუნჰენჯების პრინციპთან (ბუნიობისას სწორედ იგივენაირად იჭყიტება ჩამავალი მზე სტოუნჰენჯის ქვებს შორის) მსგავსების გამო, ამერიკელმა ასტროფიზიკოსმა ჰილ დე გრას ტაუსონმა მანჰეტენჰენჯი (Manhattanhenge) უწოდა. მისი არსი კი იმაში დმგომარეობს, რომ 1811 წლის გეგმის მიხედვით გაშენებული ქუჩების დახრის კუთხე დაახლოებით 30°-ს შეადგენს. ზაფხულის ბუნიობამდე 22 დღით ადრე და ბუნიობიდან 21 დღის შემდეგ ანუ 28 მაისსა და 12 ივლისს კი მზე ზუსტად ნიუ-ჯერსის გასწვრივ ჩადის.
წლევანდელი მანჰეტენჰენჯი ამ საღამოს უწევს, ამიტომ ვინც განგების ძალით მანჰეტენზე ვერ ვართ, მოდით, საკუთარი თბილისური მანჰეტენჰენჯი მოვიწყოთ და სხვისი ხელით გადაღებული ხედებით და მშვენიერი სიმღერით დავტკბეთ.



საუკეთესო სურვილებით, თქვენი მერი პოპინსი


P.S.       სურათები მინახავს,  წამიკითხავს კიდეც და ზემოთ გამოქვეყნებული სურათიც ადასტურებს, რომ იგივე მანჰეტენზე ნოემბერ-დეკემბერშიც მეორდება, მაგრამ  ამის შესახებ ოფიციალური ინფორმაცია ვერსად მოვიძიე.  

0 კომენტარი.:

Post a Comment