11.1.11
დიეტა 2 : კაცები და კალორიები
Approved byერთმა კაცმა კახეთიდან იმერეთში ინდაურები წაიყვანა გასაყიდად. გზაში მძარცველები დახვდნენ, ინდაურები წაართვეს, კარგად ცემეს და საგიჟეთში ჩააბარეს: ჩვენი ახლობელია, გააფრინა და აკვიატებული აქვს ინდაურები მომპარესო. კაცი რამდენი პირს გააღებდა, ინდაური მომპარესო, იმდენს ცემდნენ. როგორც იქნა, შვილებმა მიაგნეს, საგიჟეთიდან გამოიყვანეს და ეკითხებიან: „მამა, ინდაურები რა უყავიო?“ „ჩუ, ინდაური არ ახსენოთ, აქ მაგისთვის ცემა იციანო!“...
მოკლედ: ჩემო პოლი, ჩუ! დიეტა არ ახსენო! მაგისთვის ახალი წლის დღეებში ჭამა-სმის და ქეიფის ფერხორციანმა მოყვარულებმა ცემა იციან. დილა-საღამოს ზედ შედგომისგან გაცვეთილი სასწორი შენ კარადის უკან თუ მიმალე, მე ლოგინქვეშ მაქვს რაც შეიძლება ღრმად შეცურებული, და ახალი წლის დღეებში ერთადერთი ნივთია, რომელზეც მისი არსებობა რომ არ გამახსენდეს მტვერსაც არ ვწმენდ. რაც შეეხება ქალების და სასწორის ერთგულ მეგობრობას პრინციპით, მოყვარეს პირში უძახეო, ჩემს სასწორის სისწორეს 5 კილოგრამიანი ჰანტელით სისტემატიურად ვამოწმებ, იმ იმედით, რომ ერთ დღეს კაპიტულაციას გამომიცხადებს, მოიტყუება და თავს დავიმშვიდებ: ოჰ, ეგ 2 კილოს უმატებს-თქო. შენც არ მომიკვდე, ასეთი ზუსტი არაფერი მინახავს, თურქული წარწერებისდა მიუხედავად, ბანდვილად შვეიცარიაში დამზადებული.
საიდუმლო უნდა გაგიმხილოთ, ჭარბ წონაზე კაცებიც ქალებზე არანაკლებ წუხან. ერთხელ მეგობარი ბიჭის დაბადების დღეზე სუფრას სამი გოგონა და თხუთმეტამდე ბიჭი ვუსხედით. ვიღაცამ გვერდით ოთახში სასწორს მოკრა თვალი. ჰოი, საოცრებავ! ისეთი რიგი დადგა, გოგოები სასწორს ახლოსაც ვერ გავეკარეთ. ატყდა ვიშვიში და ოხვრა-გოდება, ვინ ერთი კილო მოიმატა, ვინ ორასი გრამი. წამოვიდა რჩევების კორიანტელი: „6 საათის მერე არ ვჭამ“, „1 წელია პური არ მიჭამია და...“, „ლიმონიანი ცხელი წყალი დალიე“... ერთ საღამოში წონის შენარჩუნებასთან დაკავშირებით იმდენი სასარგებლო ინფორმაცია დავაგროვე, წიგნის თუ არა, მოკრძალებული ბროშურის გამოცემა ნამდვილას შემიძლია.

სამი თუ ოთხი წლის მანძილზე თბილისის ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ და საკმაოდ ძვირიან ფიტნეს-ცენტრში დავდიოდი. სადაც სისტემატიურად ცხადდებოდა ფასდაკლება მხოლოდ ქალებისთვის. ჩვენი პატივისცემი გამო კი არა, გინდ დაიჯერეთ გინდ არა, საცურაო აუზის მომხმარებლთა 80%-ს მამაკაცები შეადგენდნენ და ცენტრის ადმინისტრაცია მთთვის თავალის გასახალისებლად ქალების მოსაზიდად რა ხერხს არ მიმართავდა. თუმცა, არც წახალისება სჭირდებოდათ და არც დამატებითი სტიმული. ისედაც მოდომებით ვარჯიშობდნენ. სარბენ ბილიკზე თითო კინკილა კალორიის წვას წამზომით აღრიცხავდნენ: „მოიცა, ტო, ჯერ ერთი ბოთლი ლუდი დავწვი, გუშინ ორი დავლიე!“...
მარტო ტორსი? რაზე არ ზრუნავენ. ნებისმიერ „სოლარიუმში“ შეიხედეთ, რამდენი კაცი ზის და იცდის გარუჯვის მოლოდინში. ეპილაციასაც იკეთებენ. თავზე თმის თითო ღერს ხომ თვალის ჩინზე მეტად უფრთხილდებიან (საბედნიეროდ, სათვალის ტარებას ჯერ არ თაკილობენ). დილას კუს ტბაზე ადით, სკამზე მშვიდად ჩამოჯექით და დათვალეთ, რამდენი მორბენალი კაცი ჩაგიქროლებთ წინ და რამდენი ქალი. შედეგი გაგაოცებთ. და ეს იმ სამყაროში, სადაც ერთ კაცზე შვიდი ქალი მოდის. ჯგუფ-ჯგუფად მოძუნძულე ბიჭების ლაპარაკსაც თუ მიაყურადებთ, მთლად გასაოცარი სურპრიზი გელით. ჭორაობაც ქალებზე მეტად უყვართ, ჩაცმა-დახურვაც და მკითხავებში სიარულიც. ერთი ჩემი ნაცნობი თბილისში ცნობილი მკითხავის მუდმივი კლიენტი იყო. მკითხავი საღამოს საათებში ქალებს არ ღებულობდა: დაბნელების მერე კაცები მიდიოდნენ, იმ იმედით, რომ სამკითხაოდ მისულებს ვერავინ დაინახავდათ.
აერობიკაზე და პილატესზე იმდენი კაცი ეწერებოდა, უზარმაზარ დარბაზში, მწვრთნელთან ჩემი კარგი ურთიერთობა რომ არა, კუთხეში მორიდებულად მისაკუჭ ადგილსაც ვერ ვიშოვიდი. პრესის დაჭიმვასა და ბიცეფსების დაბერვაზე ზრუნვაში გართულ „ათლეტური აღნაგობის“ ვაჟკაცებს შემთხვევით რომ არ შემოვჭყლეტოდი, ბოლო რიგში კედელთან მიწყობილ სპორტულ ინვენტარს ამოფარებული, მორიდებულად ვიქნევდი ხოლმე ხელ-ფეხს. ერთადერთი სადაც არ მეცილებოდნენ, სინქრონული ცურვა იყო. აი, მანდ კი ჩემი იყო ბურთი და მოედანი. გასაოცარია, მაგრამ „ქალებზე ბევრად მეტი ჭკუა გვაქვსო“ - პტერენზიის მქონე არსებები, რატომღაც როდენის „მოაზროვნის“ ნაცვლად (რომელიც აღნაგობას აშკარად არ უჩვის), მაინცდამაინც მიქელანჯელოს „დავითზე“ აკეთებენ სწორებას.
მარტო ტორსი? რაზე არ ზრუნავენ. ნებისმიერ „სოლარიუმში“ შეიხედეთ, რამდენი კაცი ზის და იცდის გარუჯვის მოლოდინში. ეპილაციასაც იკეთებენ. თავზე თმის თითო ღერს ხომ თვალის ჩინზე მეტად უფრთხილდებიან (საბედნიეროდ, სათვალის ტარებას ჯერ არ თაკილობენ). დილას კუს ტბაზე ადით, სკამზე მშვიდად ჩამოჯექით და დათვალეთ, რამდენი მორბენალი კაცი ჩაგიქროლებთ წინ და რამდენი ქალი. შედეგი გაგაოცებთ. და ეს იმ სამყაროში, სადაც ერთ კაცზე შვიდი ქალი მოდის. ჯგუფ-ჯგუფად მოძუნძულე ბიჭების ლაპარაკსაც თუ მიაყურადებთ, მთლად გასაოცარი სურპრიზი გელით. ჭორაობაც ქალებზე მეტად უყვართ, ჩაცმა-დახურვაც და მკითხავებში სიარულიც. ერთი ჩემი ნაცნობი თბილისში ცნობილი მკითხავის მუდმივი კლიენტი იყო. მკითხავი საღამოს საათებში ქალებს არ ღებულობდა: დაბნელების მერე კაცები მიდიოდნენ, იმ იმედით, რომ სამკითხაოდ მისულებს ვერავინ დაინახავდათ.
მე ჩემდათავად, ერთადერთ კაცს ვიცნობ სუფთა ქალური პრინციპით (ნუ, მთლად ყველა ქალის თუ არა, ჩემით მაინც) რომ უდგება ზედმეტ წონას. უნდა ღამე დაიძინოს და დილას 20 კილოგრამით ნაკლებმა გაიღვიძოს. კვლავაც ბიძაჩემზე გესაუბრებით. მამიდაჩემი, თხელი და სიფრიფანა ქალი, ძალიან წუხდა მისმა ქმარმა 120 კილოგრამს რომ მიაღწია. დასასვენებლად კურორტზე წასულმა, მორალური ზეწოლა მოახდინა (დღედაღამე ჩიჩინის სახით) და აიძულა ჭამას თუ არ მიატოვებდა, ვარჯიში მაინც დაეწყო. საბრალო კაციც დამორჩილდა. დილით ადრე დგებოდა, სავარჯიშოდ მიდიოდა. როგორც თვითონ ამბობდა, საათნახევარი დარბოდა, მერე ბრუნდებოდა და მახლობელ კაფეში მივყავდით. სადაც, მამიდაჩემის შერჩეულ დიეტურ საუზმეს მორჩილად მიირთმევდა. რაც მის ჩვეულებრივ ქცევას სულ არ გავდა. ერთ დილასაც ჩუმად გავყევით უკან. რა სირბილი, რის სირბილი! რესტორანში კარგად საუზმობ-ვახხშმობ-სადილობდა (მის პორციას სხვა სახელს ვერ დავარქმევ) და გამძღარი ბრუნდებოდა სასტუმროსი.
სხვათაშორის, წონის პრობლემა ყოველთვის დღესასწაულების და ჭამის ბრალი როდია. მაგალითდ, მე და ჩემს მეგობრებს პირველად 30 წლის ასაკში დაგვემატა გაურკვეველი წარმოშობის 5 კილო, მეორედ - ოცდათხუთმეტს რომ გადავცდით... ჩვეულ ორმოცდარვას დამატებულ პირველ ხუთს თუ მარტივად შევეგუე, მეორე ძალიან არ მეამა. არ დავაყოვნე და ექმის მივადექი: უმიზეზოდ ვსუქდებითქო, შევჩივლე. მესამე ფეხი მაქვს-თქო, რომ მეთქვა, ალბათ მასეთი გამომეტყველებით არ დამათვალიერებდა. ჩემი წონა რომ გაიგო, პასპორტში თუ იხედები რამდენი წლის ხარო, მკითხა, შენს ასაკში ხალხი მაგ წონაზე ოცნებობსო. კარგა ხანი იფიქრა ფსიქიატრიულში გავეგზავნე თუ არა, მერე ხელი ჩაიქნია, ამას ვეღარაფერს უშველიანო და კუდამოძუებული გამომიშვა.

ბედს არ შევეგუე, ექიმის და ასაკის გულის გასახეთქად შვილივით ნაზარდი და ნალილიავები ექვსი კილო უკვე გავაქრე, სამსაც მალე მოვუღებ ბოლოს და ლოგინის ქვეშ საგულდაგულოდ დამალულ ნათხოვარ სასწორს პატრონს დავუბრუნებ. აი, ასე!
საუკეთესო სურვილებით, თქვენი მერი პოპინსი
0 კომენტარი.:
Post a Comment