La Befana-ს ღამე

Approved by Efigenia Doubtfire

მე ბეფანას როლში
იტალიელებს ბევრი საინტერესო და სასაცილო ტრადიცია აქვს. მოდი ამჯერად საახალწლო ჩვეულებებით შემოვიფარგლოთ. იტალიაში ტრადიციულად ახალ წელს თავისუფლდებიან ძველი ნივთებისგან. რაც უფრო მეტი ძველი ნივთია გადაგდებული საახალწლოდ, მით უკეთესია. სწორედ ამიტომ ახალი წლის ღამეს აქ ფანჯრებიდან  ძველი ნივთები ცვივა, და ფრთხილად უნდა იყოთ ,თუ არ გსურთ რომ თავზე დაგეცეთ უთო ან ხის მაგიდ :). ითვლება, რომ გათავისუფლებულ ადგილს აუცილებლად დაიკავებს ახალი ნივთები. იტალიელებსკიდევ ერთი საინტერესო ტრადიცია აქვთ – ახლობლებს ჩუქნიან წითელი ფერის თეთრეულს, რადგან სწორედ წითელი ფერი წარმოადგენს სიახლის სიმბოლოს.
La Befana
პატარა იტალიელები საჩუქრებს ელოდებიან ქალი „თოვლის ბაბუისგან“, რომელიც სულ არ არის ფიფქია. როგორც წესი, ის ხანდაზმული ქალბატონია სახელად „ლა ბეფანა“ და 7 იანვარს საჩუქრებს არიგებს. ლა ბეფანას ქართულ - რუსული შესატყვისი ალბად ბაბა-იაგა უფრო იქნება ვიდრე ფიფქია. ოღონდ ეს ქალბატონი ზღაპრებისეული ბაბაიაგასგან განსხვავებით ძალიან კეთილია და თვლის ბაბუაზე არა ნაკლებ უყვარს სურვილების ასრულება. ჰო მართლა, რა შორს წავიდეთ, წარმოიდგინეთ მისის დაუთფაიერი, რომელიც ძალიან კეთილი ბებიაა თავისი სათნო სახით, ანუ მე რომელიც 6 იანვრის ღამეს დადის და საჩუქრებს არიგებს. ასე რომ ბეფანას როლის თამაში ჩემთვის ზედგამოჭრილია. მართალია ჩემი შვილები იტალიელები არ არიან, მაგრამ მაინც მინდა რომ ბეფანას როლი ვითამაშო და კიდევ ერთხელ გავახარო მათი გულები, ამჯერად, უკვე საშობაო საჩუქრებით.

ბოლოს კი მინდა დამდეგი შობა მოგილოცოთ!


კეთილი სურვილებით, თქვენი ეიფიგენია დაუთფაიერი

1 კომენტარი.:

  1. Natia Jinjolava

    ძალიან გიხდება ბეფანას როლი. მაგ ცოცხზე ფრენასაც რომ ისწავლიდე, მთლად შესანიშნავი იქნებოდა :)))))))
    სხვათაშორის, ბაბა-იაგა მარტო ზღაპრული პერსონაჟი არაა, წარმართული ღვთაებაა. დიახ! და ბულგარეთში 20 იანვარს აღნიშნავენ მის დღეობას. მოკლედ, 20-ში ჩემთან გელოდებით ყველას ცოცხებით და ზოლიანი წინდებით!!!!

Post a Comment