19.1.11
გეყურებაათ! მევედი!
Approved byბლოგის შექმნის და პირველი სტატიების გამოქვეყნების მომენტიდანვე მის წევრთა საქმიანობას გაფაციცებული ვაკვირდები და აი, დადგა დრო ჩემი გამოჩენისა. როგორც იტყვიან: „აი, მეორე ხმაც მოვედი!“ დიახ! მეც მოვედი, რამეთუ გურუმ-გურიამაც უნდა თქვას თავისი სათქმელი ამ დუნიაზე და სათქმელის მეტი რაა... გურული კი ვარ, მარა თან იმ დმანისში ვარ დაბადებული, რომელ დმანისსაც მზიამ და ზეზვამ სახელი გაუთქვა მთელს მსოფლიოში.
ჰოდა, რაღა დასამალია და ბავშვობიდან ბევრ ფულზე ვოცნებობდი. არ გეგონოთ, ფულით „წითელი წკაპუნების ან ფოჩიანი კანფეტების“ ყიდვას ვაპირებდი. არა და არა! ჩემი ოცნება მსოფლიოს გარშემო მოგზაურობა იყო, რათა მენახა ქვეყნები და ღირშესანიშნაობანი მათში. და აი, ახლა ამ ბლოგში უხუცეს ქურუმ-გურუ-გურმანთა საბჭოში წევრობით გახარებულს და აღფრთოვანებულს საშუალება მომეცა ბოლოს და ბოლოს რეალურად დავუკავშირდე, გავეცნო და ეგებ წავბოდიალდე კიდევაც ბავშვობისდროინდელ ნაოცნებარ ქვეყნებში და „არ ვიჟდე მოჭვასავით პწკალაზე“. არამედ, გურული რისი გურულია რწყილივით თუ არ ახტა-დახტა და არ შეუდგა „საქმეს ლაპარაკის ნაცვლად“ და არ გამოვიდეს ნოვატორული წინადადებებით საქმიანობის სხვადასხვა სფეროში!
ჰოდა, რით დავიწყო? რადგან მეხერხება ნებისმიერი საქმის დროის უმოკლეს მონაკვეთში წარმატებით შესრულება, მაგალითად: მარტის თვეში ადესის დასაკრეფად თხემლის კენწეროზე ასვლა და იქიდან თავით გადმოვარდნილს ფეხზე დადგომა; ყურებიანი ხაჭაპურის გამოცხობა; ქსელში ჩართული უთოს სიმხურვალის ენით შემოწმება; გონდაკარგულის, ტვინარეულის და წყალწაღებულის შველა და ა.შ. ყველა საიდუმლოს ერთდროულად ხომ არ გაგიმხელთ, ჩემო ძვირფასებო. ასე რომ, მომავალ შეხვედრამდე!
გეამბორებით,
თქვენი ერთგული ცისკრის ვარსკვლავივით ახლად გაბჟღიათებული ვარდისფერი პანტერა
1 კომენტარი.:
ჩემი გული ამდენ სიხარულს ვეღარ იტევს! :) ჩვენს ბლოგზე გურუმების შემოსევაა! ისე, კარგი იქნებოდა, არაგურულ და არაგურუმთათვის "მოჭვის და პწკალას" თარგმანიც მოგვეყოლებინა!
Post a Comment