16.1.11
Боря гадает, Боря гадает.....
Approved byიყო ისეთი დროც, როდესაც ცივილიზაციას შეჩვეული ხალხი ორი ხელისდაჭერით გადაგვაჩვიეს პრაქტიკულად ყველაფერს და დავრჩით ჩვენ უშუქოდ და უგაზოდ. ახალი წლის მოსვლას კი მაინც ავღნიშნავდით. ნავთის სუნნარევი ხალისით და კარგი სტუმარივით, დიდხანს ჯდომით თავს რომ არ მოგაბეზრებს, შუქის მოკლევადიანი მისვლა-მოსვლით, რაც თავისთავად უკვე ბედნიერება იყო. ასე, ძველით ახალ წელს ელექტრომომარაგების მორიგჯერ გაურკვეველი დროით წასვლის შემდეგ (მივხვდით, რომ დილამდე აღარ მოვიდოდა), ოპტიმიზმის შესანარჩუნებლად ოჯახმა გავიხსენეთ, რომ შობიდან (6-7 იანვარი) ნათლისღებამდე (19 იანვარი) ძველისძველი ტრადიციის თანახმად, სწორედ ამ დროს, სწორედ მხოლოდ სანთლის შუქზე, ხალხი მთელი ცხოვრების თუ არა, ამ წლის ბედის გარკვევას და მომავლის დანახვას ცდილობდა. ანუ ვინ როგორ და რაზე მკითხაობდა.
ვერსიების მოსმენის და საჭირო ნივთების მოპოვების შემდეგ, ბავშვები საქმით დავკავდით. სანამ ბედის პროგნოზს შევუდგებოდეთ, გადავწყვიტეთ ნაკლებად საპასუხისმგებლო, მაგრამ არანაკლებ საჭირბოროტო კითხვაზე პასუხის გაგება: "როდის მოვა შუქი"? პასუხები რასაკვირველია უკვე აღარ მახსოვს, მაგრამ მაშინდელი განწყობა და ხალისი არ დამავიწყდება, ჩვენი ჭყლოპინი: "ნახე, რა ვიპოვე!" და ჩვენთან მთელი სამეზობლოს ბავშვების თავშეყრა. აბა, ვის დაეძინებოდა, ღამის პირველ საათზე ძველით ახალ წელს უშუქოდ დარჩენილ თბილისში?
90-იანი წლების აქტუალურ კითხვაზე პასუხი, საბედნიეროდ, აღარ გვაწუხებს, მაგრამ სხვა რამ, აგვიხდება თუ არა, ხომ გვაინტერესებს? ამიტომ გავიხსენე და მოვიძიე რამდენიმე მკითხაობა და ვიმედოვნებ, რომ მათ თქვენც ჩემსავით ჩვეული იუმორითა და ფანატიზმის გარეშე აღიქვამთ.
მკითხაობა ჩექმით
ჩექმაში იდება მაგ. გასაღები, საქორწინო ბეჭედი, კამფეტი, მონეტა. ნივთების რაოდენობა და იდეა დამოკიდებულია მონაწილეთა რაოდენობასა და თქვენს ფანტაზიაზე. ვინც რას ამოიღებს ჩექმიდან - ისეთი წელი ექნება. ბეჭედი - გათხოვება, გასაღები - ახალი სახლი, კამფერი - სიტკბო, მონეტა - შემოსავალი... შეგიძლიათ მეტი ინტრიგისთვის რაიმე ნაკლებად სასიამოვნოც მოათავსოთ.
მკითხაობა "გემი"
სურვილებს წერთ ფურცლებზე და წყლიან ჯამის ირგვლივ წრეზე ათავსებთ, ხოლო წყალზე თავისუფლაც ცურვაში უშვებთ ქაღალდის გემს ან სანთელს ალუმინის "აბჯარში", ან სულაც, კაკლის ნაჭუჭის ნახევარი ატივტივეთ, რომელ სურვილთანაც მიცურდება, ის აგიხდებათ.
მკითხაობა ბეჭედზე
წყლიან ჭიქაში ათავსებთ ბეჭედს და დიდხანს უყურებთ ბეჭდის შუაში. იქ მომავალი საქმროს სახე გამოჩნება!
ეს მკითხაობა არაერთგზის შემხვდა, მაგრამ გადმოცემის სტილს გვერდი ვერ ავუარე და ამიტომაც ორიგინალს გთავაზობთ:
„ Для этого гадания вам понадобится: кошка живая - 1 штука, а также острое зрение и хорошая зрительная память - хотья бы одного человека.
Загадываем желание. Затем зовем кошку, предварительно с позором изгнанную из комнаты. И вот тут самое главное: если кошка все же соизволила явиться на зов, надо успеть запомнить – какой лапой она переступила порог комнаты (перед гаданием обязательно убедитесь, что порог у комнаты существует, или нарисуйте его на худой конец!). Если левой – вам повезло! Кошачья служба предсказаний гарантирует исполнение желания в этом году. Ну, а если правой, уж не обессудьте. Скромнее надо быть, видимо, в своих желании.
Примечание. Внимание! Ведущими фелинологами страны убедительно доказано, что кошки не способны специально переступать порог правой лапой назло хозяину! Наказать кошку, обломавшую вас с желанием, ни в коем случае не следует!"
მკითხაობა მომავალი შვილების სქესსა და რაოდენობაზე
ჭიქა წყალს გადგამთ ერთი ღამით გარეთ გასაყინად, (თბილი ზამთრის პირობებში საყინულეც იგივე ფუნქციას შეასრულებს), დილით, რამდენ ამოზნექილ ბორცვუკასაც იპოვით, იმდენი ბიჭი გეყოლებათ, რამდენ ამოღრუტნულს - იმდენი გოგო.
ისე, ყველაზე ლეგალიზებული და ფულისმომტანი მკითხაობა ამინდის პროგნოზის სპეციალეისტებს აქვთ. რაც არ უნდა ბევრი მოიტყუონ, მეორე დღეს მაინც ვინტერესდებით: „როგორი ამინდია მოსალოდნელი ხვალ?“
კეთილი სურვილებით თქვენი იუფიმია ენდრიუსი
0 კომენტარი.:
Post a Comment