იტალიური ლაზანია (Lasagna)

Approved by Efigenia Doubtfire



 ლაზანიები

გთავაზობთ უგემრიელესი იტალიური ლაზანიის მომზადების ქართულ-იტალიურ ვარიანტს:)
მასალა:
• 448გ ლაზანიას ფირფიტები (ერთი კოლოფი)
• 455გ საქონლის ხორცის ფარში
• 1 თავი ძალიან წვრილად დაჭრილი ხახვი
• მარილი და წიწაკა გემოვნებით
• 5გ სხვადასხვა სუნელების ნარევი (იტალიური სუნელი ორიგანი თუ გაქვთ კარგია, თუ არა და სვანური მარილიც გამოდგება)
• 985გ ყველი –
რიკოტა (სუპერმარკეტებში, ”გუდვილი” და ”ჯორტჯიტა” იშოვით)
• 120გ ყველი
რომანო კარგია აგრეთვე ყველი მასკარპონეც, რომელსაც "გუდვილში" იშოვით.
• სპაგეტის პომიდორის სოუსი (ან საწებელა, როგორც გინდათ :))
• 170გ გახეხილი მოცარელა
• 40გ რეჰანის ფოთლები
ამ მასალით გამოდის 10 კაცის ულუფა

მომზადების წესი:

1. დიდ ქვაბში ვადუღებთ წყალს. შემდეგ ვხარშავთ ლაზანიას ფირფიტებს 6-8 წუთის განმავლობაში. შეიძლება აჩმის ფირფიტების გამოყენებაც. ხარშვისას ფირფიტები რომ ამოტივტივდება მაშინვე უნდა ამოიღოთო. მოხარშვის შემდეგ ვწურავთ და ვრეცხავთ ცივ წყალში.
2. ტაფაზე ვყრით ფარშს, საშუალო ცეცხლზე სანამ არ შეყავისფრდება. შემდეგ ვამატებთ ძალიან წვრილად დაჭრილ ხახვს, მარილს, წიწაკას და სუნელებს. ვაჩერებთ  ფარშის მთლიანად შეყავისფრებამდე.
3. დიდ ჯამში ერთმანეთში ვურევთ რიკოტა და რომანო ან მასკარპონე ყველს, ვამატებთ 2 ჭიქა სპაგეტი სოუსს და წინასწარ მომზადებულ ფარშს. ამ ყველაფერს ვურევთ კარგად. მანამდე ვახურებთ ღუმელს 190 გრადუსამდე (375 ფარენჰეიტით).
4. ღრმა ”ჟარონაში”/ფორმაში (22X33 სმ.) ძირზე ვასხავთ სპაგეტის სოუსის თხელ ფენას. შემდეგ ვალაგებთ პირველ ფენა ფირფიტებს სიგრძეზე და თუ ადგილი დარჩა სიგანეზეც ვდებთ რამდენიმეს. ვამატებთ წინასწარ მომზადებულ ფარშის ნარევს (სქლად), ვაყრით რამდენიმე ფოთოლ რეჰანს. ვადებთ მეორე ფენა ფირფიტებს. ვაყრით ერთ ჭიქა მოცარელას. ამის შემდეგ ვამატებთ ნარევის თხელ ფენას, ვფარავთ ფირფიტებით და ვასხამთ დარჩენილ სოუსს, რეჰანის რამდენიმე ფოთოლს და დარჩენილ ½ ჭიქა მოცარელას.
5. ვდებთ გახურებულ ღუმელში და ვაცხობთ 50-55 წუთის განმავლობაში. თუ ზემოდან მოყრილი მოცარელა ძალიან გაყავისფრდა, ზემოდან ფოლგა გადააფარეთ, ოღონდ ნაზად :)


პ.ს თუკი იტალიურ ყველს ვერ იშოვით შეგიძლიათ ქართული ყველიც გამოიყენოთ. გარწმუნებთ არა ნაკლებ გემრიელი გამოვა.

გემრიელად მიირთვით:)


კეთილი სურვილებით, თქვენი იფიგენია დაუთფაიერი

0 კომენტარი.:

Post a Comment