4.1.11
ფრანგული ლიქიორი -„44“
Approved byროგორც იქნა, მოვიცალე. არა, ვერ მოვიცალე, უბრალოდ, ნამუსმა შემაწუხა. იდეურად დიდი ხანია თქვენთან ვარ, ფიზიკურად - სამსახურის გამო ვერ შევძელი. სულ ცოტაც მაცალეთ, მალე მოვიცლი.
მანამდე კი, იმ ლიქიორის რეცეპტი, ახალ წელს მერის რომ მივუტანე და მერე, მთელი წელი ლიქიორების კეთება რომ დავაბედე.
მასალად დაგჭირდებათ: 0,5 ლ არაყი; 1 დიდი ფორთოხალი; 44 ცალი ყავის მარცვალი; 44 ნატეხი შაქარი; 44 დღე მოთმინება.
მასალად დაგჭირდებათ: 0,5 ლ არაყი; 1 დიდი ფორთოხალი; 44 ცალი ყავის მარცვალი; 44 ნატეხი შაქარი; 44 დღე მოთმინება.
აიღეთ ფორთოხალი, დანით გაუკეთეთ 44 ნახვრეტი და ჩაარჭვეთ 44 ცალი ყავის მარცვალი. მოათავსეთ მინის ლამაზ ჭურჭელში, ჩაამატეთ 44 ნატეხი შაქარი და დაასხით 0,5 ლ არაყი. დაახურეთ თავი და გააჩერეთ 44 დღე (შაქარი რომ გადნეს, პერიოდულად აანჯღრიეთ).
გასაკეთებლადაც ადვილია, დასალევადაც გემრიელია და შესახედავადაც ლამაზი.
საუკეთესო სურვილებით, თქვენი იუფიმია ენდრიუ
1 კომენტარი.:
გვეღირსა!
ისე კაია, დღეს რომ დაპოსტე და ორში არა, თორემ ისევ დაებედებოდა :) თავის დროზე ისეთი ოდენობა გავაკეთე, ჯერაც მაქვს შემორჩენილი.
ჰო, 44 დღე მორჩილად ლოდინს და ჭურჭლის ჭანჭყარს რაც შეეხება, ეგ პრობლემა მე მარტივად მოვაგვარე. შაქრისგან სიროფი მოვადუღე და დავასხი. კუბიკები როდის გადნება ვინ იცის (განსაკუთრებით ცივ ზამთარში)...
Post a Comment