4.1.11
Happy Season’s Greetings
Approved by„Знаете, где можно в рождественскую ночь купить сигареты? А в арабском магазинчике. В новогоднюю ночь, ровно в полночь, купить мясо? А в китайской лавке. Они будут закрыты в свой китайский Новый год, а пока для них трудовые будни. Точно так же не отмечают ни Рождество, ни Новый год индусы, вьетнамцы, тибетцы... Слава богу, Кванза перехлестывается нынче с католическим Рождеством, и африканские бизнесы сферы услуг закрыты на празднование обоих праздников...“ -რომ წავიკითხე, ჩვენი პირველი იანვარი გამახსენდა.
სტუმრად მივდიოდი და დიღმიდან გლდანის გადასახვევთან თბილისის ერთ-ერთ ყველაზე დიდ საჩუქრების მაღაზიაში შევირბინე. რატომ ფეხი არ მომტყდა. მომავალში გავითვალისწინებ და საახალწლო საჩუქრების მომარაგებას (გათვალისწინებულის და გაუთვალისწინებლის) სადღაც მარტის ბოლოდან თუ არა, აგვისტოდან მაინც დავიწყებ. არა, ღია იყო. თუმცა, ძალიან დიდი გაჭირვება და უცილებლობა რომ არა, იქ რამეს როგორ ვიყიდდი? ნარჩენის ნარჩენი ეყარა აქა-იქ. გასაგებია, რომ ახალი წლის დილა იყო, მაგრამ მსგავსი ფართო ქსელის მქონე მაღაზიას საწყობი ასე არ უნდა დაუცარიელდეს.
არსებობის ალბათ უკვე 20 წლის მანძილზე დაახლოებით მაინც უნდა შეესწავლა მომხმარებლის მოთხოვნები. მე არ ვიცი წელს რა მოხდა, თორემ აქამდე, 15 წლის უკან რომ სათამაშოები ვიყიდე, იმ პარტიიდან შემორჩენილებს წელსაც ყიდდნენ და იგივე ფასად სხვათაშორის (ჩემი თვალით მაქვს ნანახი). მართლა სირცხვილია - მიტოვებულ სოფლის კლუბს გავდა ცარიელი დახლებით და გამყიდვლების მოღუშული სახეებით. ან გასაყიდი თუ აღარაფერი ქონდა, ამ დალოცვილი მაღაზიის პატრონს, სახლში მაინც გაეშვა თავისი მომსახურე პერსონალი (სახლში გაშვება კი არა, როგორც შევატყვე, პრემიაც არ გადაუხადა, განსაკუთრებით გაავებულები იყვნენ). გარდა იმისა, რომ საყიდლად ვერაფერს მთავაზობდნენ, მე მომხმარებელი, ახალი წლის დილას გამწარებულ სახეებს და ზურგს უკან წყევლა-კრულვას მაინც არ მივიღებდი. ისე მიბღვერდნენ, მიკვირს, გაულახავი რომ გამომიშვეს გარეთ. რამის კითხვას როგორ გავბედავდი, ფეხაკრეფით ვიტრიალე დაახლოებით 20 წუთი, სულ კბილების ღრჭიალით ავარჩიე, წინა დღეს ბევრად ნაკლები რომ ღირდა ისეთი, ჩემდა გასახარად, შემთხვევით შემორჩენილი არც თუ ისე მომხიბლავი ნაძვის ხის სათამშო და გაღიმებული, ახალი წლის ომახიანი მილოცვით მივადექი მოლარეს. მილოცვაზე პასუხს ხომ ვერ ვეღირსე, ზედაც არ შემომხედეს, სამი მოლარიდან ორი არ მომემსახურა. ხმაც არ გამცეს, მხარით (თითითაც არა) მიმანიშნეს ერთადერთ სალაროზე, სადაც რიგი იდგა... მოკლედ, პანჩური არ ამოურტყიათ და ქეჩოში ხელჩავლებული არ გამოვუპინტრიშებივართ გარეთ, თორემ რაც კი შეეძლოთ, შეურაცყოფა ყველანაირად მომაყენეს...
სიეტლის აეროპორტში გამოკრული საშობაო მილოცვისთვის: „Merry Christmas“, ერთმა ჰასიდმა სასამართლოში იჩივლა, ჰანუკას რომ არ მილოცავენ ჩემი უფლებები ირღვევაო. აეროპორტმა სასამართლო პროცესი მოიგო. მაგრამ მას მერე ქვეყანის ოფიციალური საშობაო მილოცვა „ბედნიერი სეზონური დღესასწაულებით“ (Happy Season’s Greetings) შეიცვალა.
არა, მაღაზიებისთვის ჩივილს არ ვაპირებ. უბრალოდ, შობას ნუ წამართმევენ, ყველას თავისი დღესასწაული ქონდეს და ნუ დავიზარებთ, მივულოცოთ ერთმანეთს. ყველა მეცოდება უქმეებში ვინც მუშაობს, მაგრამ მე რა შუაში ვარ? განგების თუ უხეირო უფროსის წყალობით დახლთან თუ აღმოჩნდით, ნურც თქვენ იშლით ნერვებს და ნურც მე მამწარებთ. ისიც მეყოფა, არჩევნის არარსებობის გამო თხა და გიგოსავით რომ ვუყურებ გამოცარიელებულ ვიტრინებს.
საუკეთესო სურვილებით, თქვენი მერი პოპინსი
0 კომენტარი.:
Post a Comment