28.1.11
ფანჯრის რაფაზე გაშენებული ბოტანიკური ბაღი
Approved byსაკუთარ სიზარმაცესთან ბრძოლაში და ზოგიერთ საკითხში ჯანსაღ პედანტიზმისკენ ლტოლვაში, გადავწყვიტე ჩვენს ბლოგში რამე რუბრიკა გამეხსნა. ჩემს შემთხვევაში რუბრიკა ფრიად მაღალორგანიზებულ დაპირებად ჩანს, მე და სისტემატიურობა ხომ ქვედა-ზედა სართულის მეზობლებივით ვართ: წყლის გაჟონვის შემდეგ, ვესალმებით, მაგრამ ჩუმად ვერ ვიტანთ ერთმანეთს. დაგროვილი დაუმთავრებელი საქმის ბოლომდე მიყვანა გადავწყვიტე ჩემთვის ისეთ სასიამოვნო სფეროში, როგორიცაა ოთახისა და აივნის ყვავილების მოვლა-გამრავლება. ჯერ არგამქრალი ოპტიმიზმით ვიმედოვნებ (გულში მაინც), რომ სეზონისდა მიხედვით ჩასატარებელი სამუშაოების ვირტუალურად და ხატოვნად აღწერის შემდეგ, მათი ავტორი ყოველივეს პრაქტიკაში და მაქსიმალურად მოკლე დროში განახორციელებს, აღბეჭდავს და საკუთარი თავისთვის არახელთქმნილი მომავალი ძეგლის პიედესტალზე საკუთარი ხელით გაშენებული სილამაზით ტკბობისთვის ჩამოჯდება, თქვენ კი საკუთარ გამოცდილებასა და ცოდნას გაგიზიარებთ. კარგი იდეა - საქმის ნახევარიაო, ამ იდეის განხორციელების ანონსირება - კიდევ ნახევარი, ორი ნახევარი რომ მთელი საქმეა?! ჰოდა, ამდენი საქმე მავნებელია ჯანმრთელობისთვის. ხვალეც გათენდება. ელოდეთ პრაქიკულად „საველე“ რეპორტაჟებს.
კეთილი სურვილებით, თქვენი იუფიმია ენდრიუსი
0 კომენტარი.:
Post a Comment