17.1.11
მოგესალმებით ბლოგავტორებო და ბლოგის აქტიურო მკითხველებო!
Approved byჩემი სახლი |
აგერ უკვე ორი კვირაა, რაც გავიგე ბლოგის არსებობის შესახებ და ყველაზე მთავარი კი ის არის, რომ მე უხუცესთა საბჭოს წევრი ვარ. ამ ამბის გაგებამ დიდად აღმაფრთოვანა და ხალისი შემმატა. მოგეხსენებათ რამდენად მოსაწყენია მონარქიის მართვა, ხოლო მისი მმართველობის ზედამხვედველობა კი საერთოდ აუტანელია. ზიხარ ტაუერის კოშკში და უყურებ ერთიდაიგივეს ყოველდღე ყოველგვარი იუმორისა და ხალისის გარეშე. ამ ორი კვირის განმავლობაში კი ბლოგის კითხვით ძალიან გავერთე. უკვე მეორე ასწლეულია ასე არ მიხალისია.
ასე, რომ ჩემო მეგობრებო, გილოცავთ ამ ახალ წამოწყებას შობა-ახალ წელთან ერთად და გპირდებით, რომ ვიქნები არა მარტო თქვენი ერთგული მკითხველი და მისი გამავრცელებელი, არამედ მისი ისეთივე მფარველი, როგორიც ბრიტანეთის მონარქიის. თუმცა, მეც ერთი ნაკლი მაქვს, როგორც ყველა კონსერვანტ ბრიტანელს, იუმორის გრძნობის ნაკლებობა. გაგიკვირდებათ, მაგრამ ახალი თაობა ამტკიცებს, რომ ინგლისელების იუმორი გურულებისას ჭარბობს. ვნახოთ, ვნახოთ... შევეცდები გავარკვიო და თქვენც საქმის კურსში ჩაგაყენოთ.
მე |
დღეიდან თქვენი ერთგული, ბრანვენი
2 კომენტარი.:
ვაიმეეეეე!!!!! რა მაგარია!!!!
ჩვენს ბლოგში გურუმის პირველი წელირიც გაჩნდა!!! მადლობა! მადლობა და ათასი მადლობა!
თან საიდან?! ლონდონის ტაუერიდან!!!
მადლობა, ბრანვენ! სხვების არ ვიცი და მე ინგლისური იუმორის ფანი ვარ და ვხვდები რომ მაგ ქვეყანაში განსაკუთრებული სიამოვნებით ვიცხოვრებდი!
შენს იუმორში კი ეჭვი არავის გვეპარება და ვინმეს თუ არ ეხუმრები, ყველამ ვიცით, რატომ. ე.ი. არ დაიმსახურა!
ჭაღარა თმაზე ნაცარს ვიყრი და გპირდებით, რომ უახლოეს ხანებში ხმას მეც მოგაწვდენთ!
Post a Comment