20.1.11
„როგორც შენ გინდა, ძვირფასო!“
Approved by
დღეს ჩვენი, ქალების დღეა - ბულგარეთში სლავების უძველესი ღვთაების, ბაბ-იაგის დღეს აღნიშნავენ. ბევრი აღმიშფოთდებით, მაგრამ მოდით, გამოტყდით, რომ ყველა ქალში არის რაღაც ბაბა-იაგის ან ალქაჯისაგან. ყველა დამეთანხმება, ვისაც გაალმასებული, გაკაპასებული და გაცეცხლებული ქალი (რაღა თქმა უნდა, კაცის ხელშეწყობით) ერთხელ მაინც უნახავს. თუნდაც მშვიდი, სათნო და უწყინარი იერის მქონე ქალის გულის, სულის თუ რაღაცის კუნჭულში ჭეშმარიტი ფურია ბუდობს. უბრალოდ ხანდახან სძინავს, ან მის მფლობელს ჰყავს კარგად მოთვინიერებული. ამ მთვლემარე ტალანტის პირველი შემღვიძებლები კაცები არიან, მაგრამ ვერცერთი კაცი ვერ გამოიწვევს ქალის ისე მარტივად და ოსტატურად აფეთქებას, როგორც სხვა ქალი. რა ვქნათ, ასეთი ნიჭიერები შეგვქმნა ღმერთმა. თან კაცი რომ დაინახა, მიხვდა, რა შეცდომაც დაუშვა («Первый блин комом») და სიტუაციის გამოსასწორებლად, სასწრაფოდ დააძრო ზედმეტი ნაწილები, გამოძერწა ქალი და დატოვა პირველქმნილება ასე უნეკნოდ (რაც შეეხება ხერხემალს და კისერს, თვითონ იტეხენ ჩვენი დახმარების გარეშე).
„ქალებთან ფრთხილად... ღმერთმა ხომ ქალი მრუდე ნეკნისგან შექმნა...
ეწადა, ვერ გაასწორა, თუმცა ეცადა...
გაღუნავ ძალით - გატყდება ძვალი,
გაუშვებ, ისევ გაიღუნება.
ასეა, ადამ, ქალის ბუნება,
ამიტომ ფრთხილად, იწამე ღმერთი,
აბა, რად გინდა იტკინო გვერდი?!“
კაცებო, ჩვენი თუ არა, გოეთესი მაინც დაიჯერეთ! ადამს ცუდ რჩევას არ მისცემდა, სხვა თუ არაფერი, ისიც კაცია (გამოცდილი ჰქონდა ეტყობა, ბევრჯერ ტკენია). სხვათაშორის, ბევრისთვის ნაცნობი და პატივცემული „домовой“-ს ცოლი „кикимора болотная“-ა!
ჩვენი ბრძენი წინაპრებიც ტყუილად არ ამბობდნენ: „ქალმა თუ გაიწია, ცხრა უღელი ხარ-კამეჩი ვერ დააბამსო“. ჩვენ თუ რამე მოვინდომეთ, ვერაფერი შეგვაჩერებს, გვსდიე მერე უკან და გვეძახე „სუსტი სქესი“.
სისუსტის რა გითხრათ და, სწორედ ეს თვისებაა ჩვენი თავდაცვისა და გადარჩენის ერთადერთი იარაღი. მატრიარქატი გაიხსენეთ, ამორძალები, სახელგანთქმული ქალი-მეფეები, რომის პაპის ტახტზეც კი მჯდარა ქალი (თუმცა, საბრალომ ცუდად დაამთავრა...), მუზებიც ქალები იყვნენ, აღარ ვლაპარაკობ ქალღმერთებზე. ყველაფერი ხელგვეწიფება, სიბრძნე და ომი (ათენა), ნადირობა (არტემიდა), ოჯახური კერა (ჰერა)... სხვათაშორის, ერთადერთი ხილული სასწაული, რომლის გამოც ძველი ხალხები ქალს ეთაყვანებოდნენ, ბავშვის დაბადება იყო (და არის პრინციპში).
ჩვენი სამართლიანი აღშფოთება რომ არ აღიარონ, კაცები რას არ გვიწოდებენ: გორგონა, ჰარპია, ფურია... პანდორას ყუთიც ხომ ჩვენ შემოგვტენეს, გეგონება, იქ გამოკეტილი ყველანაირი ბოროტების ავტორები და პირველი გამვრცელებელ-გადამტანები თვითონ არ იყვნენ. ბერძნებს რას ვერჩი, აგერ აქვე, ყურისძირში, სამეგრელოში, საკუთარი პოზიციის მქონე ქალს „დევის დედინაცვალს“ ეძახიან. ჯერ დევი რა არის და მერე მისი დედინაცვალი!
Кикимора болотная |
რამდენიც არ უნდა ილაპარაკოთ, ვიღაც გონიერს უთქვამს: ოჯახში კაცი თავია, ქალი კი კისერიო. კისერი საითაც მიბრუნდება, თავიც იქით გატრიალდებაო. დიახ! რაც არ უნდა მაგარი მამლაყინწა იყოთ გარეთ, ოჯახში ამინდს ცოლი გიქმნით და ძმაკაცებთან თავის მოსაწონ პურმარილსაც ის გიშლით.
კიდევ ერთი ჭკვიანური ფრაზა, ამჯერად კინოფილმიდან: „რა არის კაცზე უარესი? ორი კაცი!“ (ბევრზე რომ არაფერი ვთქვათ).
კიდევ ერთი ჭკვიანური ფრაზა, ამჯერად კინოფილმიდან: „რა არის კაცზე უარესი? ორი კაცი!“ (ბევრზე რომ არაფერი ვთქვათ).
ამას წინათ ტელეგადაცემას ვუყურებდი ირანელი ქალების ყოფაზე. ერთ-ერთი ოჯახის გამოცდილი და მრავალშვილ-შვილიშვილიანი დიასახლისი ამბობდა: „ჩვენს ოჯახში ბოლო სიტყვას, რა თქმა უნდა, მამაკაცი ამბობს. და ეს სიტყვებია: „როგორც შენ გინდა, ძვირფასო“.
საუკეთესო სურვილებით, თქვენი დეიდა პოლი
7 კომენტარი.:
დღემდე ვერ გამიგია რატომ ჰქვიათ ქალებს "სუსტი სქესი". სუსტები და დაუცველები კაცები უფრო არიან ვიდრე ქალები. მართლაც ქალმა თუ მოინდიომა კაცს იყიდის და გაყიდის კიდეც. ალბათ სუსტი სქესი ფიზიკური სისუსტიდან გამომდინარე დაგვარქვეს, მაგრამ მე მაინც არ ვეთანხმები. ქალმა თუ ივარჯიშა და კუნთები დაიყენა ცხრა კაცს ერთად მოერევა:))))
es dzalian magari temaa da kargad davakvirdebi:)))
ოო, აი, მონატრებული ხმაც გაისმა! სად დაგვეკარგე, ჩვენო ერთგულო კრიტიკოსო?! დაგვაკვირდი, დაგვაკვირდი და შენს "წვეტიან" აზრებასაც ნუ მოგვაკლებ!
ise chemi megobruli rcheva iqneba tu samyaros sheqmnasa da mis srulyopilebashi echvs ar sheitant. am shemtxvevashi diletantizmia kacis sheqmnis shecdomaze saubari da mitumetes shecdomis gamosasworeblad qalis sheqmna, sad aris logika, tu kaci sheqmnisdgidan dazianebuli iyo mashin warmoidginet erti adamis nekni raga iqneboda da iedan gamodzerwili qli raga unda iyos. da tu vinmes kacebi ezizgeba ise, rom matken gaxedva ar unda nu gaixedav kaco vin adzalebs:)))
goetes ra undoda ar vici an visi gadarchena surda ase rom aprtxilebda kacobriobas. erti leqsi chemi mxridan ( aziuri:)))
wyurvili hkitxe mwyurvalsa
vinc mxolod qvishas uyurebs
wylis pass iq rogor gaigeb
sadac evprati gugunebs...:)
ukacrielshi 20 ulamazesi qali da erti chveulebrivi ubralo kaci da tqven tvalnatliv dainaxavt tu nelnela rogor unaklo da ketilshobiluria kaci:))
sisustes rac sheexeba zustad sisustis gamo da imis gamo, rom qali sul meore iyo, goneba sxvagvarad ganvitarda milionobit wlebis mandzilze da paqti saxezea xalxi gagijda:))))))))) qals sisuste schirdeba iq sadac tviton unda:) da im iaragis gamoyeneba rasac sisuste hqvia qalma kargad aitvisa da ise kargad rom ukve kacebsac aswavliaan:)) zogiert qveynebshi, saqartveloshi ara ra tqma unda:))))))))
irani magari qveyana rom aris o eeeeg:))) amerikelebma didi xnis win chainishnes da sanishnic iqve datoves:) magatac uyvart qalis pativiscema da etyoba iranshi zustad eg ar moswont, anu vinme magatnairi ganvitarebuli, rom aris shurt:))))))))) deida poli getayva ramdenjer gvisaubria am temastan dakavshirebit kacebs sheeshvi xo xedav gwyens:)) shen kargi adamiani xar, me mesmis shen ginda kaci kacs hgavdes da guli gwydeba stendalis sindromma masiurad tavi, rom ichina:))) qalebma garyvnes da gaapuches kacebi da am misias ver sheachereb amas progresi hqvia:) da qalebma am miznis misagwevad saukuneebi gamoiares:)) upro swored bevrma qalma.... prodoljenia sleduet:)
აი, სწორედ ამაზე ვლაპარაკობთ ხოლმე! კუდი როგორ ასწვია! :)))))))) კაცები არავის არ სძულს, პირიქით. მოყვარეს პირში უძახეო, ხომ გაგიგია? :)))))წსე იგი, ქალების დღის ზეიმიც არ გვაცალა - მოგვაყარა და მოგვაყარა ქოქოლა :)))))
Post a Comment