23.10.11
წაბლის სუპი პორტუგალიურად
Approved by
ინგრედიენტები:
500 გრ წაბლი, ¾ ლ ნებისმიერი ბულიონი (რასაკვირველია თევზის გარდა), 100 გრ თეთრი
პური, თითო მწიკვი მარილი, თეთრი პილპილი და შაქარი, 2 ს/კ კარაქი
ღუმელი გავახუროთ 250°C-მდე. წაბლის კანი ბასრი დანით მრგვალი მხრიდან
დავსეროთ ჯვრის ფორმაზე, დავყაროთ საცხობ ფირფიტაზე და დაახლოებით 20 წუთით შევდგათ
ღუმელში. ტყავი გასკდომას რომ დაიწყებს გამოვიღოთ, ცოტა შევაგრილოთ და გავფცქვნათ.
დარჩეული წაბლი ჩავყაროთ ქვაბში და დავასხათ ბულიონი და დაახლოებით 40 წუთი ვხარშოთ
თავდახურულად. 8 ცალი წაბლი ამოვიღოთ, კუბიკებად დავჭრათ და გვერდზე გადავდოთ. დანარჩენი
ბლენდერის ან სპეციალური პრესის საშუალებით პიურედ ვაქციოთ და ისევ ქვაბში ჩავასხათ.
პურს ქერქი შემოვაჭრათ, რბილობი დავაქუცმაცოთ და სუპს შევურიოთ. ცოტა ხანი კიდევ ვხარშოთ,
დავუმატოთ მარილი და პილპილი გემოვნებით და სულ ცოტა შაქარი. ჭამის წინ შევურიოთ კარაქი
და მოვაყაროთ კუბიკებად დაჭრილი წაბლი.
გემრიელად მიირთვით!
საუკეთესო სურვილებით, თქვენი მერი პოპინსი
0 კომენტარი.:
Post a Comment