Cock au beer ანუ მამალი ლუდში

Approved by Natia Jinjolava


დღეს კლასიკური ფრანგული კერძის Cock au vin-ის ფრიად საინტერესო ვარიანტს გთავაზობთ, რომელიც წითელი ღვინის ნაცვლად ლუდით მზადდება, მისი მთავარი ინგრედიენტი, კი - დაკოდილი მამალი (რომელსაც ჩველებრივ კარგად ჩასუქებული დედალით ცვლიან) ციცრით ან ხოხბითაა ჩანაცვლებული. თუმცა ასეთის არარსებობისას ასევე თამამა შეგიძლიათ მათი მრავალგზის ნაცადი ქათმით შეცვლა.

ინგრედიენტები 4 ულუფისთვის: 2 ციცარი ან ხოხობი ან 1 დიდი ქათამი, 8-10 ლენტი მშრალი, კარგად შებოლილი ბეკონი, 8 პატარა თავი დაჭრილი ხახვი,  200 გრ დაჭრილი სოკო, 1 თავი ნიორი, 1 ს/კ ხმელი როზმარინი, 6 ცალი ღვიის ნაყოფი, 1 ს/კ სალბის ფოთოლი, 500 მლ ლუდი, 1 ცალი ქათმის ბულიონის კუბიკი, მარილი და პილპილი
ქათამი დავჭრათ, დაჭრილ ნაჭრებს შემოვახვიოთ ბეკონი და ცხელ ტაფაზე დავალაგოთ. დავუმატოთ ხახვი და სოკო. კარგად დავბრაწოთ. ნივრის მთლიანი თავი სიგანეზე შუაზე გავჭრათ და ქათამთან ტაფაზე დავაგდოთ. ლუდში ჩავყაროთ როზმარინი, სალბი, ღვია, მარილი, პილპილი და დაფშვნილი ქათმის ბულიონის კუბიკი და დავასხათ ქათამს.  ტაფას თავსახური დავაფაროთ და ღუმელში შევდგათ 1 საათით. განსაკუთრებულად გემრიელია ნივრიანკარაქწასმულ გახუხულ პურთან ერთად.
გემრიელად მიირთვით!

საუკეთესო სურვილებით, თქვენი მერი პოპინსი

0 კომენტარი.:

Post a Comment