13.10.11
დესერტი ვაშლით და ფინიკებით
Approved by
ინგრედიენტები:
300 გრ წვრილად დაჭრილი ფინიკის ჩირი, 75 მლ არმანიაკი (შეგიძლიათ შეცვალოთ კონიაკით),
4 ცალი გათლილი და კუბიკებად დაჭრილი მწვანე ვაშლი, 30 მლ წყალი, 110 გრ შაქარი, 115
მლ ასათქვეფი ნაღები, 1 სიგრძეზე გაჭრილი ვანილის ჩხირი, 450 გრ არაჟანი, დაკარამელებული
მანდარინის ცედრა
მანდარინის ცედრისთვის: 2 მანდარინი, 55 გრ შაქარი, 60 მლ წყალი
მომზადების წესი:
1. საშუალოზე ოდნავ მაღალ ცეცხლზე პატარა ქვაბით შემოვდგათ დაჭრილი
ფინიკები და არმანიაკი. ფინიკებს არმანიაკს რომ მოვასხამთ, ცეცხლი წავუკიდოთ (ძალიან
ფრთხილად) და ფლამბე გავაკეთოთ. არმანიაკს ბოლომდე ამოშრობა და ამოორთქლება ვაცადოთ. შევეცადოთ,
რომ ფინიკები გათბეს მაგრამ ფაფად არ იქცეს, ფრთხილად მოვურიოთ გრძელტარიანი მეტალის
კოვზით. ცეცხლი რომ ჩაქრება, გაზიდან გადმოვდგათ და გავაგრილოთ.
2. სქელძირიან ქვაბში ჩავყაროთ ვაშლი და დავასხათ წყალი. ვანილის ჩხირიდან
თესლი გამოვფხიკოთ და ვაშლში ჩავყაროთ და ღერებიც მივაყოლოთ. ქვაბს თავსახური დავახუროთ
და 15 წუთით საშუალო ცეცხლზე შემოვდგათ, შიგადაშიგ მოვურიოთ (სანამ ვაშლი პიურედ არ
ქიცევა).
3. საშუალო ცეცხლზე დიდი ზომის ტაფა შემოვდგათ. ტაფა რომ გახურდება შაქარი
ჩავყაროთ და 5 წუთი ნუ მოვურევთ (შაქარი სანამ არ გადნება და არ გაოქროსფერდება). ტაფა
ცეცხლიდან გადმოვდგათ და კარამელში ნაღები ჩავასხათ. შაქრიანი ნაღები ვაშლის პიურეში
შევურიოთ. ვაშლის პიურე გვერდზე გადავდგათ გასაგრილებლად (ვანილის ჩხირები ამოვიღოთ).
4. არაჟანი მსუბუქად ავთქვიფოთ. ავიღოთ ჭიქები და ფსკერზე ფინიკის მასა
გავანაწილოთ. ზემოდან დავასხათ არაჟნის ფენა. არაჟნის ფენაზე გავანაწილოთ ვაშლის ფენა
და თავზე ისევ არაჟანი მოვასხათ. ვეცადოთ, რომ ფენები ართმანეთში არ ავზილოთ. ბოლო
არაჟნიანი ფენა დაკარამელებული მანდარინის ცედრით მოვრთოთ.
მანდარინის ცედრა
პატარა და ბასრი დანის მეშვეობით მანდარინის კანს თეთრი ფენა ავათალოთ.
დარჩენილი სტაფილოსფერი კანი დავჭრად ძალიან წვრილ ზოლებად. პატარა ქვაბში შაქრისა
და წყლისგან კარამელი მოვადუღოთ და მანდარინის ცედრა ჩავყაროთ. დაახლოებით 20 წუთი
ვთუშოთ, სანამ მანდარინის კანი არ დარბილდება.
გემრიელად მიირთვით!
საუკეთესო სურვილებით,
თქვენი მერი პოპინსი
0 კომენტარი.:
Post a Comment