6.10.11
კარტოფილი ბომბეიდან
Approved by
მდიდრულად შესუნელებული ინდური სამზარეულოს და კარტოფილის მოყვარულებს
მშვენიერი კერძი ჯეიმი ოლივერისაგან:
კარტოფილი ბომბეიდან
ინგრედიენტები: 3 ს/კ ზეთი, 1 სავსე ჩ/კ მდოგვის მარცვლები, 1 მწიკვი დაფქული
ხმელი კვლიავი, 1 ჩ/კ კურკუმა, 1 ჩ/კ დაფქული ხმელი ქინში, 1 ჩ/კ სუნელების ნაკრები
„გარა მასალა“, 1 ჩ/კ დაფქული ცხარე წითელი წიწაკა, 1,5 კგ მოხარშული კარტოფილი, 1
ფესვი ჯანჯაფილი, 50 გრ კარაქი ან ერბო, 3 საშუალო ზომის პამიდორი, დიდი კონა ქინძი,
მარილი.
გახურებულ ტაფაზე დავასხათ ზეთი და დავყაროთ მდოგვის მარცვლები, კვლიავი,
კურკუმა, ზმელი ქინძი, გარა მასალა და დაფქული ცხარე წითელი წიწაკა. დავტოვოთ დაბალ
ცეცხლზე და შიგადაშიგ მოვურიოთ. მოხარშული კარტოდილი გავფცქვნათ და გავჭრათ ოთხად
(კარტოფილები ძალიან დიდი თუა, გაჭერით მეტ ნაწილად). გავთალოთ ჯანჯაფილის (იმბირი)
ფესვი. მოხალულ სუნელებს დავუმატოთ კარაქი და ჩავახეხოთ ჯანჯაფილი. მერე კარტოფილიც
ჩავყაროთ ცხელ სუნელებში და კარგად ამოვურიოთ. პამიდორი დავჭრათ კუბიკებად და დავუმატოთ
კარტოფილს. ბოლოს დაჭრილი ქინძი და მარილიც მოვაყაროთ, კარგად მოვურიოთ და გემრიელად
მივირთვათ.
საუკეთესო სურვილებით, თქვენი მერი პოპინსი
0 კომენტარი.:
Post a Comment