წითელი, თეთრი და ლურჯი სანგრია 4 ივლისის წვეულებისთვის

Approved by Mary Poppins


„ფედერიკო ფელინის 1965 წლის ფილმში, „ჯულიეტა და სულები“ სახლში დაბრუნებულ ქალს  მთვარით განათებულ ბაღში სანგრიას შეზავებაში გართული სრულიად უცნობი მაღალი, შავგვრემანი, ესპანელი მამაკაცი დახვდება. „ვინც დალევს, წყურვილს მოუკლავს“, ამბობს მამაკაცი ჭიქის შევსებისას. „ჩვენს საიდუმლო სურვილებსაც დააოკებს“. ფილმებში გადაღებული სამელის შეზავების ყველა დროის ყველაზე ელეგანტური სცენაა, თავისი კოპწიობით სახელგანთქმული პლეიბოი ხოსე ლუის ვილალონგას შესრულებით. მერე რა, რომ მისი რეცეპტი, რომელიც ოროდე ნაჭერი ციტრუსის, ცოტა შაქრის, ღვინის და მინერალური წყლისგან შედგება, უბრალო დაგაზული ღვინოა და მეტი არაფერი. ფელინის იტალიურ ეზოში სანგრიას ამ სუროგატის წრუპვა მირჩევნია ამერიკული რესტორნები დიდი ნაწილის მაგიდებზე მორთმეულ სანგრიას:  მეტისმეტად დატკბილული წყალწყალა ღვინით და ხილის ნაჭრებით გადავსებულ დოქებს, პირველი ყლუპისთანავე რომ გრძნობ ხვალინდელი ნაბახუსევის თავის ტკივილს “...
St. John Frizell - სახელგანთქმული ამერიკელი მწერალი, ბარმენი და ბრუკლინში ბარი „Forth Defiance“-ს მფლობელი

დღეს სწორედ ჯონ ფრიზელის სამფეროვანი სადღესაწაულო სანგრიების რეცეპტებს შემოგთავაზებთ, ამერიკი დროშის წითელ, თეთრ და ლურჯ ფერებში.
Dubonnet Sangria (წითელი)
6 პორცია
1 ნაჭრებად დაჭრილი ფორთოხალი და ერთი შუაზე გაჭრილ რგოლებად დაჭრილი ფორთოხალი, 1 ლიმონი მეოთხედებად დაჭრილი, 1 ლიმონი თხელ ნაჭრებად დაჭრილი, 60 მლ კონიაკი, 2 ს/კ შაქარი (შეგიძლიათ დაუმატოთ საკუთარი გემოვნებით), 1 (750მლ) ბოთლი წითელი ღვინო Dubonnet, 6 წვეთი Angostura bitter (აზიური ბალზამი), 2 ჭ ცივი მინერალური წყალი
დიდი ზომის ჭურჭელში ერთმანეთში ავურიოთ ფორთოხლის ნაჭრები და ლიმონის მეოთხედები, კონიაკი და 2 ს/კ შაქარი. ხის კოვზის დახმარებით ხილი ვსრისოთ მანამ, სანამ წვენი არ გამოვა და შაქარი არ გადნება. დავუმატოთ ღვინო. მოვურიოთ. გასავასხათ გრაფინში და მოვაშოროთ დაჭყლეტილი ხილი. დავუმატოთ ფორთოხლის რგოლრბი და ლიმონის თხელი ნაჭრები, ბალზამი (სურვილის შემთხვევაში). ფრთხილად გადავურიოთ, ყველაფერი ერთმანეთში, თავზე დავახუროთ და შევდგათ მაცივარში 2-დან 4 საათამდე. დალევის წინ დავუმატოთ მინერალური წყალი, გადავასხათ ყინულის კუბიკებიან გრაფინში და მოვურიოთ. გავსინჯოთ და საჭიროების შემთხვევაში დავუმატოთ შაქარი. ოღონდ თითო-თითო კოვზად, ზედმეტად რომ არ დატკბეს.

ანანასის სანგრია (თეთრი)
6 პორცია
1 პატარა ზომის ანანასი, გათლილი და პატარა ნაჭრებად დაჭრილი, 2 ჭ თეთრი ღვინო, 60 მლ სიროპი, 100 მლ თეთრი რომი ან 50-50 მლ თეთრი და მუქი რომი, 1 ჭ ქოქოსის წვენი, 50 მლ ახალდაწურული ლაიმის წვენი, 1 ლაიმი თხლად დაჭრილი, 1 ჭ მინერალური წყალი, 25 ან 50 მლ ლიქიორი Maraschino
დიდი ზომის გრაფინში ერთმანეთში ავურიოთ 2 ჭ ანანასის ნაჭრები, თეთრი ღვინო, სიროპი და რომი. მოვურიოთ, თავსახური დავახუროთ და შევდგათ მაცივარში 4-დან 24 საათამდე. სუფრაზე გატანის წინ დავუმატოთ ქოქოსის წვენი, ლაიმის წვენი, ლაიმის ნაჭრები და მინარალური წყალი. სურვილის შემთხვევაში დავუმატოთ ლიქიორიც, გადავასხათ ყინულის კუბიკებიან გრაფინში და ფრთხილად გადავურიოთ. ჭიქები მორჩენილი ანანასის ნაჭრებით (შეგიძლიათ მორჩენილი ანანასი პირდაპირ გრაფინში ჩაყაროთ) გავაფორმოთ.

კიტრის და ვერმუტის სანგრია (ლურჯი)
6 პორცია
1 ლიმონი თხლად დაჭრილი და ცოტა კიდევ გასაფორმებლად, 1 კიტრი თხლად დაჭრილი და ცოტაც გასაფორმებლად, 1 (750 მლ) ბოთლი მშრალი ვერმუტი, 30 მლ ლიქიორი Blue Curacao, 25 მლ  სიროპი, 26 მლ ლიმონის წვენი, 50 მლ მშრალი ჯინი, 2 ჭ მინერალური წყალი, 25 ან 50 მლ ლიქიორი Maraschino, პიტნის ფოთლები მოსართავად
დიდი ზომის გრაფინში მოვათავსოთ ლიმონის და კიტრის ნაჭრები და ვერმუტი. მოვურიოთ ფრთხილად, თავსახური დავაფაროთ და მაცივარში შევდგათ 2-დან 4 საათამდე. სუფრათან გატანის წინ დავუმატოთ კურასაო, სიროპი, ლიმონის წვენი, ჯინი, მინერალური წყალი და ლიქიორი მარასკინო (სურვილის ემთხვევაში). გადავასხათ ყინულის კუბიკებიან გრაფინში, ფრთხილად გადავურიოთ და ჭიქები გავაფორმოთ პიტნის ტოტებით, ლიმონის და კიტრის ნაჭრებით.

საუკეთესო სურვილებით, თქვენი მერი პოპინსი

0 კომენტარი.:

Post a Comment