ცივი ყავა

Approved by Mary Poppins


ცივი ყავა იოგურტით
(კერტის სტოუნისაგან)
2 პორციისთვის: 2 ჭიქა ცივი რძე, ½ ჭ ცივი იოგურტი ან მაწონი, 1 ს/კ ხსნადი ყავა, 1 ს/კ შესქელებული რძე, 1 პაკეტი ვანილის შაქარი, შაქარი თქვენი გემოვნებით და ნესკვიკის მგავსი შოკოლადიანი სამელის ფხვნილი თავზე მოსაყრელად
ყველაფერი ერთად (ნესკვიკის ფხვნილი გარდა) ჩავყაროთ ბლენდერში და ვთქვიფოთ სანამ  ქაფიან, ჰაეროვან მასას არ მივიღებთ. ჩავასხათ ჭიქებში, მოვაყაროთ ნესკვიკი და გემრიელად მივირთვათ!

ცივი ყავა ნაყინით
(ეს უკვე ჩემი საკუთარი რეცეპტია)

ერთი პორციისათვის: 1 ჭიქა ვანილის ან კარამელიანი ნაყინი, 2 ს/კ ხსნადი ყავა, 3 ს/კ შესქელებული რძე, 20-30 მლ პიტნის ლიქიორი, 150-200 მლ წყალი ან რძე (ვისაც ტკბილი გიყვართ, შეგიძლიათ შაქარიც დაამატოთ)
ყველაფერი ერთად ავთქვიფოთ ბლენდერში ჩავასხათ ჭიქაში და დავლიოთ.

საუკეთესო სურვილებით, თქვენი მერი პოპინსი

0 კომენტარი.:

Post a Comment