ვაფლის ტორტი

Approved by Natia Jinjolava


ვაფლის რეცეპტი უამრავია, გთავაზობთ ათას ცხრაას რაღაც წლის გმოშვების სავაფლის ინსტრუქციას მოყოლილ რეცეპტს, სადაც მინიმუმი პროდუქტის და მაქსიმუმი ეფექტის თანხვედრას აქვს ადგილი.
ვაფლის ფირფიტები: 1 კვერცხი, 1 ჩაის  ჭიქა წყალი, 1 ჩაის ჭიქა ფქვილი, ½ ჩ. კოვზი მარილი, ½ ჩ. კოვზი სოდა ან გამაფხვიერებელი, 1ს. კოვზი შაქარი (თუ ტკბილის გაკეთება გსურთ, ერთი სუფრის კოვზი შაქრის მაგივრად 3-4 დაამატეთ). ყველა შემადგენელი აურიეთ ერთმანეთთან, ცომი უნდა გამოვიდეს საკმაოდ სქელი, კოვზიდან სქლად უნდა ჩამოდიოდეს. ერთგვაროვან მასად რომ იქცევა, გააჩერეთ ცოტა ხანი (10 წთ) და შეუდექით ცხობას.
გააცხელეთ სავაფლე, თუ ის გაზზე ცხელდება, მაშინ 8-10 წუთი გააჩერეთ დაბალ ცეცხლზე, თუ ელექტროსავაფლე გაქვთ - მიჰყევით მის ინსტრუქციას. თუ ვაფლის ფორმა დიდი ხანი არ გამოგიყენებიათ ან სულაც პირველად ცდით, გარეცხვის  და გაცხელების შემდგომ, ერთი-ორი წვეთი ზეთი დააწვეთეთ. შემდგომი ცხობისთვის „დაზეთვა“ აღარ დაგჭირდებათ. 
კარგად გაცხელებულ სავაფლის შუაში დაასხით 1-2 სუფრის კოვზი ცომი და დაადეთ სავაფლის ზედა ნახევარი, ოდნავ დააჭირეთ, ცომი კიდეებს გარეთ რომ არ გამოვიდეს. აცხვეთ საშუალოზე დაბალ ცეცხლზე, ერთი პორციიდან 7-8 ვაფლი უნდა გამოვიდეს.
კრემი: 100 გრ კარაქი,1/2  ჩაის ჭიქა  შაქარი, 2 ს.კ. თაფლი, 2 ჩ.კ. არაჟანი ან მაწონი, 1ჩ.კ. კაკაო, 1 ჩ.კ. ყავა, 50-100 გრ. სახეხზე ან კომბაინში დაღერღილი  (და არა გატარებული) ნიგოზი ან თხილი, (სურვილისამებრ). ყველაფერი ჩავყაროთ პატარა ქვაბში და ვადუღოთ შესქელებმდე. მორევა არ დაგავიწყდეთ. გაგრილებული კრემი ძალიან თხლად წავუსვათ ვაფლის თითო ფენას. ასეთი კრემი არ დაარბილებს ვაფლის ფენებს და ის მეორე დღესაც კი ხრაშუნა რჩება.

საუკეთესო სურვილებით, თქვენი იუფიმია ენდრიუსი

0 კომენტარი.:

Post a Comment